რატომ არ აქვთ ჰოლანდიაში ფანჯრებზე ფარდები ან ჟალუზები


ყველა ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი წარმოდგენა აქვს სიმყუდროვეზე. ჩვენს ქვეყანაში სიმყუდროვე სახლში ფარდების ან ჟალუზების გარეშე თუ წარმოუდგენელია, ჰოლანდიაში, მაგალითად, ინტერიერის ეს ატრიბუტი აბსოლუტურად უარყოფილია და თან უკვე ასეული წლებია. ჰოლანდიაში სახლებში ფარდები არ აქვთ, ის ყოველთვის ღიაა გარე თვალისთვის და ამის გამო დისკომფორტს არავინ განიცდის, პირიქით. საინტერესოა, რამ გამოიწვია მსგავსი მიდგომა და რატომ მოსწონს ხალხს სააშკარაოდ ყოფნა, მეტიც, ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი აღნიშნული ქვეყნის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.


ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ამსტერდამში, აუცილებლად მოხვდებოდა თვალში ფანჯრები ფარდების გარეშე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს სანახაობა საღამოობით, რაოდესაც განათების ფონზე კარგად ჩანს არამარტო ის, თუ რას აკეთებენ თითოეულ სახლში ამ სახლის ბინდრები, არამედ საკმაოდ კარგად ჩანს ინტერიერის დეტალებიც.

თურმე ნიდერლანდებში ხალხის დამოკიდებულება ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანასთან დაკავშირებით ნებაყოფლობითი სულც არ ყოფილა.
ისტორიკოსები თვლიან, რომ მსგავსი ტრადიცია ნიდერლანდებში მე-16 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ჰოლანდიის მიწები ესპანელებმა მიითვისეს. ქვეყნის მოსახლეობამ აჯანყება მოაწყო, რის გამოც მეამბოხეები დაისაჯნენ არა მარტო სიკვდილით, არამედ მათ ჩამოერთვათ უფლება მიმალულიყვენ სახლებში ფარდებს უკან.

ესპანელმა ჰერცოგმა ალბამ, რომელიც წამყვან თანამედებობაზე დაინიშნა, აჯანყების შემდეგ გასცა ბრძანება, არც ერთ სახლში არ ყოფილიყო ფარდა, რათა ეკონტროლებინა, რას აკეთებდნენ ადამიანები სახლში. ასეთი ღია ცხოვრების წყალობით უფრო ადვილი იყო იმის გაგება, რომელიმე სახლში რევოლუციური შეკრებები ხომ არ იმართებოდა ან უარესი, იარაღს ხომ არ ამზადებდნენ მალულად.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სისხლიანი მმართველობა ნიდერლანდებშ 6 წელი გაგრძელდა და მათი წასვლის შემდეგ კანონიც შეიცვალა, ხალხი არ ჩქარობდა ფანჯრებზე ფარდებს დაკიდებას. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ამ გზით მოსახლეობას სურდა დაემტკიცებინა, რომ ისინი კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. მათ დასამალი არაფერი აქვთ. ისინი არ არღვევენ კანონს და სათანადო პატივს მიაგებენ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს.


ამის შემდეგ სამეფოს მკვიდრთ საერთოდ დაავიწყდათ ფარდები და ისიც, რატომ თქვეს თავის დროზე მასზე უარი. დღესდღეობით ადამიანები ცდილობენ სააშკარაოდ გამოიტანონ ყველაფერი კარგი და ძვირფასი, რაც აქვთ და ამით თავი მოიწონონ, იქნება ეს ავეჯი, ოთახის მცენარეები, ტექნიკა, ჭურჭელი თუ სხვა აქსესუარები.

ჩვენთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია ინტერიერის შეცვლა ან გარემონტება მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩაში გამვლელებმა ესთეტიური სიამოვნება მიიღონ.

კომენტარები

ideodub 2024-10-16 15:27
Examples of such interventions include recurrent ejaculation to shorten the abstinence time 222, 227, 350, 351, 352, oral antioxidant therapy 205, 207, 208, 353, 354, 355, 356, 357, 358, 359, 360, 361, 362, performing varicocelectomy for patients with clinical varicocele 168, 176, 177, 179, 263, 264, 360, 363, 364, 365, 366, 367, 368, 369, 370, 371, 372, 373, 374, 375, 376, 377, 378, 379, 380, 381, 382, treating genitourinary infections when diagnosed 47, and utilizing advanced sperm selection techniques for ICSI such as PICSI IMSI 383, 384, 385 or using testicular sperm instead of ejaculated sperm 251, 252, 269, 386, 387 can you buy priligy 2019 Jan; 7 1 307 308

კომენტარის დამატება