გამოვიდა ჟურნალ "შინ"-ის ზაფხულის ნომერი - დახუნძლული რჩევებით ინტერიერსა თუ გარე სივრცის უკეთ მოწყობისთვის, ფერადი ამბებით და საინტერესო ადამიანების ისტორიებით.
"შინ", როგორც თქვენი სახლის ჟურნალი უპირველესად გაწვდით ისეთ ინფორმაციებს, რომელიც თქვენი საცხოვრებლის უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ, გასწავლით, რომელია ის მცდარი გადაწყვეტილებები, რომელიც ინტერიერში სივრცეს იპარავს; გაწვდით იდეებს აგარაკზე ფანჩატურის ან პერგოლას მოსაწყობად, ინტერიერის დიზაინერი გესაუბრებათ იმ ხრიკებზე, რაც უნდა გაითვალისწინოთ შიდა სივრცის მოწყობის დროს.
"შინ"-მა არც ახლა დაარღვია ტრადიცია და თქვენთვის საყვარელი, ცნობილი ადამიანების სახლებშიც იმოგზაურა.
მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი
მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპიი ლუბლიანას ქუჩაზე ცხოვრობენ. წყვილმა ბინა ექვსი წლის წინ შეიძინა. ინტერიერის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ იმუშავა. გიგი და მარინა აქტიურად იყვენ ჩართული რემონტის პროცესში და ყველაფერი მათი გემოვნებითა და ძალისხმევით გაკეთდა. ინტერიერში ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით და სხვაგან ვერსად შეხვდებით, მაგალითად, ასეთია ვერტიკალური ბაღი აივანზე, რომელიც კედელზეა გაშენებული თავისი სარწყავი სისტემით. სახლში არსებული თითოეული დეტალი წყვილის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებაზე მიუთითებს.
თამუნა ამონაშვილი ე.წ. ვარსკვალვების სახლში ცხოვრობს, სადაც მეზობლად ასევე ცნობილი და პოპულარული ადამიანები ჰყავს. იმისთვის, რომ ინტერიერი მისთვის იდეალური და ჰარმოიული ყოფილიყო, მომღერლმა ყველა დეტალზე თავად იზრუნა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო დახვეწილი, კომფორტული ინტერიერის შექმნა. პროცესით იმდენად დაინტერესდა, შემდეგშიც არაერთი ბინის ინტერიერი დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა, მეტიც მეორე პროფესია შეიძინა - ინტერიერის დიზაინერი გახდა. თამუნას საკუთარ სახლში ფენშუის მიდგომები აქვს გამოყენებული, მაგალითად სარკეები ფენშუის მიხედვით აქვს განლაგებული. კიდევ ბევრ მნიშვნელოვან დეტალს აღმოაჩენთ მისი ინტერვიუს წაკითხვის დროს.
"შინ" მუსიკოს ნიკა ნიკვაშვილსაც ეწვია, რომელიც პანდემიამ "სახლში" დააბრუნა, თორემ გადატვირთული გრაფიკის გამო სახლი მისთვის სასტუმროსავით იყო. ნიკა მარტო ცხოვრობს და შესაშურად უვლის სახლს და საკუთარ თავს. ბინა იმავე ეზოში იყიდა, სადაც გაიზარდა, დედის დახმარებით და ვიდეოზარებით სწორედ ისე მოწაყო, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო და ჰქონოდა საშუალება, ნებისმიერ დროს, თუნდაც შუაღამით ემუშავა ისე, რომ არავინ შეეწუხებინა. ნიკას მყუდრო გარემოს "შინ"-ის ფურცლებზე ნახავთ.
თეატრისა და კინოს მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში, წინაპრების დანატოვარ სახლში გვიმასპინძლა. რუსთაველის 50 ნომერში მდებარე სახლი XIX საუკუნეშია აგებული და მსახიობის დიდ ბებიას ეკუთვნოდა. შენობა, რომელმაც ასწლეულს გაუძლო, არაერთი ამბის მოწმეა. ქალბატონმა ქეთიმ გადაწყვიტა, საცხოვრებელ სივრცეში სტუდია მოეწყო, სადაც მსახიობს მუშაობის საშუალება ექნებოდა. ინტერიერი რეტროს სტილშია. აქ ძირითადად წინაპრების დანატოვარ ავეჯსა და ნივთებს შეხვდებით. ქეთის სახლი მთაწმინდაზე აქვს და იქ ცხოვრობს, თუმცა წინაპრების სახლი იმდენად ნიშვნელოვანი მისთვის, ცდილობს ბევრი არაფერი შეცვალოს და დროის დიდ ნაწილსაც სწორედ აქ ატარებს.
"შინ" ასტროლოგ მიხეილ ცაგარელსაც ეწვია და ბინის დათვალიერებასთან ერთად, სხვა საინტერესო ამბებიც გამოჰკითხა - თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს, რისი ცოდნაა საჭირო, სად უნდა იყოს სახლის მთავარი კარი, როგორ უნდა ეკიდოს სარკეები, რა მნიშვნელობა აქვს ბინის ნომერს და ა.შ.
ნომერშია ასევე ორი ხელოვანის ძალიან საინტერესო ბინები - ხელით მოხატული ავეჯით და საკუთარი ნახატებით გალამაზებული. დეკორის საოცარ ნიმუშებს გაგვაცნობენ ქართველი ხელოვანები.
ამ ნომრის ერთ-ერთი ძირითადი თემაა ასევე ძალიან საინტერესო და ორიგინალური სახლები. ჟურნალში ნახავთ სახლს, რომელიც უწინ ერეკლე მეფის დის აგარაკი იყო. როგორ მოაღწია ჩვენამდე ნაგებობამ, როგორ გამოიყურება დღეს და ვინ არიან მისი ბინადარნი - ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს ინტერივუდან შეიტყობთ.
გსმენიათ, ტყის პირას, ცოლ-ქმრის მიერ მოწყობილი ამქვეყნიურ სამოთხზე? სწორედ იმ სამოთხეში გამოგზაურებთ, რომელიც საგურამოსთან ახლოს, ბურიანში ჟურნალისტმა და პიარკონსულტანტმა მანანა გეგიძემ და მისმა მეუღლემ, ასევე ჟურნალისტმა, პოეტმა, რობაისტმა ელგუჯა მარღიამ შექმნეს.
ყოფილხართ სტუმრად შერეკილეთში? მაშინ მიჰყევით ჟურნალისტ ანა კალანდაძეს და ჟურნალის ფურცლებიდან ხელოვანების ოჯახში გამოგზაურებთ. ყვითელი ვარდების თაღისა და სუროს კედლის მიღმა გამწვანებული სივრცეა, მცენარეებს შორის გზა კრამიტითაა მოპირკეთებული, ხის მწვანე სავარძელს სუკულენტები "შესევია", მიწაზე ლოკოკინები და საყვავილე ქოთნებზე ფლამინგოს ფიგურები "დასახლებულან". მაგიდები და სკამები, ბუხარი, პატარა სახლი თუთის ხეზე, ჰამაკები, სკამზე ჩამომჯდარი მოძრავი ჩონჩხი - ეს იმ სანახაობის მცირე ჩამონათვალია, რასაც შინის ფურცლები გთავაზობთ.
ასევე ესტუმრებით გოგონას, რომელიც თბილისიდან სოფელში გადასახლდა და ნამდვილი წალკოტი მოაწყო.
გაიგებთ ბევრ საინტერესო რჩევას რემონტზე, გამწვანებაზე, ეზო-ბაღის მოწყობაზე. ასე რომ, არ გამოგრჩეთ "შინ"-ის ახალი, ფერადი და დახუნძლული ნომერი. ჟურნალი "შინ" თქვენი ზაფხულის საღამოების საუკეთესო მეგზურია.
ციცი ომანიძე

კომენტარები