ეს სახლი 70 წლის წინ მიატოვეს... როცა გააღეს, თვალებს არ დაუჯერეს

ეს პარიზული სახლი დიასახლისმა 1939 წელს მიატოვა. ის მხოლოდ 70 წლის შემდეგ გააღეს. ბინაში შესულ მნახველებს თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალათ - ულამაზესი ინტერიერი და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თითქოს დროში გაყინულიყვნენ. იმ ნივთების ფასი მილიონობით დოლარი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს სახლი.
1939 წელს 23 წლის მადამ დე ფლორიანმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და მდიდრული ბინა გარკვეული პერიოდით მიატოვა. ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოხდა. შეიძლება მისი გამგზავრება პარიზში გერმანელი ჯარისკაცების შემოსვლის ამბავმა დააჩქარა.


იგი აშკარად ჩქარობდა, რადგან ბინიდან

მხოლოდ აუცილებელი ნივთები წაიღო. პირადი ნივთები და ინტერიერის დეტალები ხელუხლებელი დარჩა.
ბინის იჯარას ძველებურად იხდიდა, თუმცა არც პარიზში და მითუმეტეს, იმ სახლში არარ დაბრუნებულა. მადამ დე ფლორიანი 2010 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მხოლოდ მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გაიგეს მისმა შთამომავლებმა ბინის არსებობის შესახებ. მათ აუქციონერ ოლივიე შოპინ-ჟანვრის სთხოვეს, შეეფასებინა აპარტამენტში ავეჯი, ნახატები, წიგნები და ინტერიერის ნივთები.


ბინის დაკეტვიდან მრავალი წელია გასული, კარის გაღება და ბინაში მასში შესვლა მეტად ამაღელვებელი მომენტი იყო. აპარტამენტში მოხვედრილები თითქოს წარსულში აღმოჩნდნენ. ჰაერი მტვრით იყო გაჟღენთილი, ოთახებში აბლაბუდებს გაებათ ქსელები.


1900 წლით დათარიღებული ავეჯი ნამდვილი საგანძურია. ტილოები კედლიდან იყო ჩამოხსნილი. როგორც ჩანს, მფლობელი მათ წაღებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.


ტუალეტის მაგიდაზე ისევ იდო ჯაგრისი, სუნამოს ფლაკონი, კოსმეტიკური საშუალებები, სხვადასხვა კოლოფი და მაღვიძარა. მათ მნახველს ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდა, თითქოს ბინის პატრონი ცოტა ხნით გასულიყო ოთახიდან.
კუთხეში მიეყუჟათ სათამაშო მიკი მაუსი და გოჭი პორკი.


ბინაში აღმოაჩინეს ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ქალის პორტრეტი და როგორც აღმოჩნდა, იგი დიასახლისი მარტა დე ფლორიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ბინაში არსებულ ტილოებს შორის ეს ერთადერთი ძვირად ღირებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ იგი ცნობილ იტალიელ მხატვარს ჯოვანი ბოლდინის დაუხატავს.


როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტა დე ფლორი მსახიობი და ელიტური წვეულების ხშირი სტუმარი ყოფილა. მდიდრულად ცხოვრობდა. მისი თაყვანისმცემლები იყვნენ ცნობილი მამაკაცები, მათ შორის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები.
როცა ბინაში მარტასადმი მიძღვნილი ბოლდინის წერილი აღმოაჩინეს, მიხვდნენ, რომ მამაკაცს ქალის დახატვა მისმა სიყვარულმა აიძულა. ტილო აუქციონზე 3,4 მლნ დოლარად გაყიდეს. მხატვრის ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია.


მადამ დე ფლორიანის შთამომავლებს უჭირთ იმ მიზეზი ახსნა, რომლის გამოც ქალს ასე სასწრაფოდ მოუხდა ბინის დატოვებამ. უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. მაგალითად, რატომ არ დაბრუნდა დიასახლისი ბინაში, მაგრამ რატომ იხდიდა ბინის გადასახადს 70 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც ვეღარ მივიღებთ. თუმცა, მადამ დე ფლორიანის შთამომავლებს უნიკალური ნივთებით ტკბობა კიდევ დიდხანს შეეძლებათ.

კომენტარები

სი 2019-08-29 14:10
ჩვენი სოფლის სახლიდანაც იპარავენ ნათესავები, ხილი ვერ დაგვიკრეფია და ბინიდან ხან რა იკარგება ხან რა. არადა ხშირად დავდივართ, უბრალოდ გამოვკეტავთ თუ არა კარს, სახლიც და კარიც “იმათია”. ჩვენი ნაყიდი ნივთები აქვთ სახლში, ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ნივთები რომ დავინახე იმათთან, ჩუმად ავიღე და წამოვიღე. თუმცა, წესით უნდა გამელანძღა, მაგრამ რას შეცვლის ლამძღვა ქურდი და უსირცხვილო ადამიანის ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, იმათ სულელები ვგონივართ, ვერ ვამჩნევთ. კარგია კარგი მეზობელი და ნათესავი
ანე 2019-01-02 11:48
რაც კარგია ქართულ ხასიათსა და ზნეში, ხედავს ყველა... სამწუხაროდ საკუთარი ნაკლის აღიარება გვიჭირს და "რაც კარგები ვართ..." დავიჯერეთ ბოლომდე! არადა ცუდიც ბევრია! მცხეთის რაიონში მისახედად მიბარებული სახლი ჯერ გაგვიძარცვეს უახლოესმა ნათესავებმა, მერე თავშესაფრად და ორგიების გასამართად გამოიყენეს და ბოლოს , მთლად მიისაკუთრეს! აქაოდა, მე ორი ბიჭი მყავს და თქვენ მხოლოდ ზაფხულობით გჭირდებათ ეს სახლიო... თავისი უმცროსი შვილი შეასახლა ამ კაცმა . ჩვენ იმდენი ვერ ვიკადრეთ, რაც იმათ, ნათესავების მომდურებას მოვერიდეთ და შერჩათ ასე სხვისი ქონება.... ისე ძალიან "ღვთისნიერები" არიან და ეკლესიაშიც ჩემზე ხშირად დადიან :( ასე, რომ სანამ რომელიღაცა სახეს გადაიფხრეწს ქართველების ნაკლი არ გამაგონოთო, ასეთი შემთხვევებიც გაიხსენეთ და იმაზეც დაფიქრდით, რომ ჩვენი სავალალო ყოფა მარტო მტრის ბრალი სულაც არ არის...
guguli mefarishvili 2017-11-30 15:12
guriashi gavizarde da egeti ragac ar gamigia. chveni mezoblebi sakutari ojaxebivit uvlidnen mitovebul, mxolod zafxulistvis ganwirul saxlebs. guriashio ro ambobt araris swori. cudi yvelgan xdeba magram chven xo ertmanetis langzgva uket gamogvdis.
lela 2017-11-30 01:43
da simartlis mtqmeli ynda geshinodes kidevac gcemen ty tavi miyshvire.
ანე 2017-09-07 07:37
სამწუხაროდ, საქართველოში დაკეტილი სახლი უპატრონო ჰგონიატ :( საკუთარი მწარე გამოცდილებით ვიცი. სოფელი, სადაც მეტ-ნაკლებად, კიდევ იყო შემორჩენილი ნდობა და პატივისცემა, ამგაჭირვებულმა დრომ ისე გაათახსირა, როგორც-ქალაქი(ყველას არ ვგულისხმობ, რასაკვირველია). ზოგიერთი ურაპატრიოტი და გონების თვალით ბრმა ვერ ხედავს, ან არ უნდა დაინახოს ის , რაც დაემართა ქართვერ ერს --"ქართლის ჭირი" დღესაც აქტუალურია!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები