ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ ბუნების, სამშობლოს და საკუთარი რაიონის სიყვარულის ირგვლივ თავისი სოფლის, ბუკნარის მოსახლეობა გააერთიანა, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო. თანასოფლელების ძალისხმევით, შრომით, აჭარის ეს პატარა სოფელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ, მიმზიდველ და თვალწარმტაც სოფლად იქცა. თუ რა მოხდა სოფელ ბუკნარში, დაწვრილებით ამ ყველაფერზე ვრცლად მარია მოგვიყვება.
- პროფესიით ფოტოგრაფი ვარ. უსაზღვროდ მიყვარს დედაბუნება, მოგზაურობა და სპორტი. ვცხოვრობ ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში. განათლება მივიღე საზღვარგარეთ, კერძოდ ათენში. ჩემი მიზანია, რომ განათლება, რომელიც მივიღე საზღვარგარეთ, გამოვიყენო ჩემი სოფლის აღმშენებლობისათვის. ასევე ყველა ის კარგი
მაგალითი, რაც ევროპასა და აზიაში ვნახე თუ გავეცანი, მსრუს ჩემი სოფლის მოსახლეობამდე მივიტანო. უნდა ეცადო, მინიმუმით მაინც შეცვალო ეს სამყარო უკეთესობისაკენ. მიუხედავად ურთულესი სამუშაო განრიგისა თუ სხვა უამრავი დაბრკოლებისა, არასოდეს მისცე თავს უფლება ფარხმალი დაყარო. ყოველთვის იპოვი კარგ, ნამდვილ ადამიანებს, ვინც მხარს დაგიჭერენ, როგორც ჩემი თანასოფლელები აკეთებენ ამას.
- საოცარი ამბები დაატრიალეთ ბუკნარში. როდის და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- პანდემიამდე ძალიან რთული განრიგი მქონდა, თუმცა მუდამ სევდას მგვრიდა დანაგვიანებული, მიტოვებული გარემო. მეც სავარაუდოდ ველოდებოდი მხსნელის გამოჩენას და ყველა პრობრემის აღმოფხვრას. მაგრამ დრო გადიოდა, პრობლემა კი რჩებოდა. როცა საკუთარი ეზოს გამწვანებას მოვრჩი, შემდეგ გამიჩნდა იდეა, სოფლისთვისაც რაღაც გამეკეთებინა. ბევრი მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ თუ არა სოფლის მოსახლეობა, სხვაგვარად პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელი გახდებოდა. გუნდურობამ, მეგობრობამ და კარგმა მენეჯმენტმა აჩვენა, რომ ადამიანობა მაინც არსებობს და ყველაფერი ჩვენს ხელშია.
- ადგილობრივები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს და რამდენად არიან ჩართული სოფლის გალამაზებაში?
- თითოეული მაცხოვრებელი ცდილობს, სხვადასხვა სახით მიიღოს მონაწილეობა აქტივობებში, ვის როგორც შეუძლია. მათი მონდომება უსაზღვროდ დიდია. საოცრად მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ საზოგადოება ასე გავერთიანდით.
- დღემდე რა შეიცვალა ბუკნარში და ახლა როგორ გამოიყურება ის? რისი გაკეთება შეძელით აქამდე?
- ყველაზე მნიშნელოვანი ჩემი აზრით ისაა, რომ დღეს ყველა თბილად ვესალმებით ერთმანეთს, რადგან ერთმანეთი გავიცანით, ვმეგობრობთ. ფეხით მოსიარულეს ავტომიბილით გადაადგილებას ვთავაზობთ.
დავრგეთ 80 ძირი პალმა. სხვადასხვა სახის მცენარეები, ხილი. მცენარეებით მოვრთეთ, შევღებეთ სოფლის სამი გაჩერება, ავიღეთ უსაზღვროდ დიდი რაოდენობის ნაგავი. სოფლის ცენტრში განვათავსეთ განათებული აბრა წარწერთ - „ბუკნარი“. გავაკეთეთ ჩიტის სახლები, დავდგით ველოსიპედები, გავაკეთეთ ღია ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის: „აიღე, წაიკითხე, დააბრუნე“ დევიზით, რამაც საოცრად კარგად იმუშავა. სოფლის დალაქს გავურემონტეთ სალონი და აღვჭურვეთ სასურველი ინვენტარით. დავალაგეთ სანაპირო ზოლი, განვათავსეთ საქანელა, რომელიც პირველია აჭარის პლაჟზე.
- რათული იყო ეს ყველაფერი? რა სირთულეების დაძლევა გიწევდათ?
- საკმაოდ ბევრი სირთულე შეგვხვდა. აზრთა სხვადასხვაობა და დანგრეული კომუნიკაციების აღდგენა იყო საჭირო, რასაც უდიდესი შრომის შემდეგ მივაღწიეთ. ასევე იყო დამოკიდებულება, რომ თითქოს საბოლოოდ არაფერს აზრი არ აქვს, რადგან ისევ დაანაგვიანებენ, ისევ გააფუჭებენ და სხვა მრავალი. ეს სტერეოტიპები დავამსხვრიეთ. არ არის მარტივი სიახლეების მიღება, მაგრამ ჩემი სოფლის მცხოვრებლები ყველაზე პროგრესულები აღმოჩნდნენ მთელს აჭარაში.
- ამან ტურისტულ ნაკადზე თუ იქონია გავლენა?
- ყოველი სტატიისა თუ აქტივობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნეის შემდეგ ბუკნარის მიმართ დაინტერესება იზრდებოდა. მოდიოდნენ ფოტოს გადასაღებად ან კიდევ დასასვენებლად. ადრეც საკმაოდ პოპულარული სოფელი იყო ბუკნარი, მაგრამ ახლანდელმა ვიზუალმა მეტად დადებითი ემოცია და აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოებაში.
- რას ეტყვით და ურჩევთ სხვა სოფლის მოსახლეობას? როგორ აქციონ საკუთარი სოფელი ტურისტულ ზონად?
- ჩემი რჩევაა მიანიჭონ ყველაზე დიდი უპირატესობა ადამიანობას, გარემოს. მადლობა, მეგობრობა და პატივისცემა ყველგან მუშაობს. დიდი სიყვარული, ბევრი შრომა და იმედი, რომ შენ ვიღაცისათვის ერთი აგური დადე, როგორც ადამიანმა. ამით რაღაც მისია მაინც შეასრულე ამ ცხოვრებაში. ხშირად მებადებოდა შეკითხვა, რისთვის გავჩნდი ამ ქვეყნად, რა უნდა გავაკეთო, რომ სიკეთე გავრცელდეს, გარემო შეიცვალოს, ადამიანებს მოტივაცია მიეცეს. პასუხს დღემდე ვეძებ, მაგრამ შრომა ერთადერთია, რომელიც როგორც თავს, ასევე ჩემს სინდისს ამ ქვეყნის წინაშე მშვიდად აყენებს.
- როცა სოფელი ასე გაალამაზეთ, ვფიქრობ, თქვენი ეზოც არანაკლები იქნება...
- პატარა ორანჟერეა მოვაწყე, სრული სახლი დატვირთულია მცენარეებით. ასევე მაქვს პატარა ბოსტანიც, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს ყოველგვარი დანამატების გარეშე. ვცდილობ პატარა სამოთხე მოვიწყო. მყავს ოთხი ძაღლი და ორი კატა, რომლებიც ამ გარემოს ჯადოსნურ ელფერს ძენენ. დილით ჩიტების გამაბრუებელი ჟღურტული მაღვიძებს, ვიწყებ დილას ფინჯანი ყავით და ბევრი მცენარეებით შემოფარგლული. ყოველდღე ვრგავ მცენარეებს, ბევრს მჩუქნიან და ასევე მეც ბევრს გავცემ. სოფლისათვის უამრავი მცენარე გავიღე, ისევე როგორც ჩემმა თანასოფლელებმა.
- თავად თუ იცით მეცანარეების შერჩევა, ყვავილების მოვლა?
- ჩემთან მცენარე არასოდეს ხმება, თვითნასწავლი კარგი ფლორისტი შევდექი. სამომავლოდაც ვაპირებ ამ პროფესიის სრულად შესწავლას.
- სხვა რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- მსურს მეტი მოტივაცია მივცე ბავშვებს. ისინი არიან ჩემი მთავარი მიზანი და იმედი. ვიცი, რომ ჩვენზე კარგი თაობა შედგება. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს გააკეთებენ სოფლისათვის. მსურს სრული სოფელი იყოს მცენარეებით შემოსილი და დაემსგავსოს ევროპულ სოფელს, ამისათვის ძალებს არ დავზოგავ.
მერი ბლიაძე

კომენტარები