ხდება ხოლმე ისე, რომ სახლში ყველაფერი ერთდროულად ფუჭდება, ზიანდება. იქმენა ისეთი ქაოსი, რომ ერთი შეხედვით მასთან გამკლავება შეუძლებელია.
ტექნიკის მწყობრიდან ერთდროულად გამოსვლას კიდევ შეიძლება მოუძებნოთ ახსნა, მაგალითად, ერთ მაღაზიაში გაქვთ ნაყიდი თითქმის ერთდროულად, რემონტის დასასრულს და ამას დააბრალოთ, მაგრამ ხშირად ამოუხსნელ მოვლენებსაც აქვს ხოლმე ადგილი.
ზიანდება ყველაფერი, ტექნიკაც და სხვა ნივთებიც, ძველებიც და ახლებიც, თაროები, კარების სახელურები, ჩამრთველები, იხევა შპალერი. ფაქტია, სახლში რაღაც ხდება და დროა რამე მოვიმოქმედოთ. სხვადასხვა ვარიანტსა და ახსნა-განმარტებას გვთავაზობენ ასტროლოგები, ფსიქოლოგები, ეზოთერიკოსები, ფენ-შუის სპეციალისტები.
ცეცხლი და
წყალი
თუ სახლში ისეთი ადამიანი შემოვიდა, რომელიც არ მოგწონთ ან გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს პირად სივრცეში ვიღაც შემოიჭრა, მისი წასვლის შემდეგ აუცილებლად დაალაგეთ სახლი კარგად. მოაწყვეთ გენერალური დალაგება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დახეხეთ და დაასუფთავეთ ყველა კუთხე-კუნჭული. აანთეთ სანთელი, მოატარეთ მთელ სახლში, ბოლოს დადეთ მაგიდაზე და აცალეთ, სანამ არ ჩაიწვება. როდესაც უარყოფითი ენერგია გავა სახლიდან, სანთლის შუქი გახდება მშვიდი და წყნარი და ისე ჩაიწვება სანთელი.
შინაგანი წონასწორობა
მიზეზი იმისა, თუ რატომ ტყდება და ზიანდება სახლში ყველაფერი, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური. სტრესი სამსახურში, დაძაბული ფიქრები, კონფლიქტი ახლობლებთან. ამ დროს ადამიანი წყდება რეალობას და იძირება უსიამოვნო განცდებში, ეს კი აისახება თქვენს გარშემო არსებულ ენერგეტიკაზე, ასევე თქვენს ქცევებზე - შეიძლება, ადვილად გაგივარდეთ ხელიდან ჭურჭელი, დაძაბულმა ცუდად გადაწიოთ სახელური და ა.შ. ამ დროს ეცადეთ განიტვირთოთ, დამშვიდდეთ და აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა. ნუ ჩაიდებთ გულში წყენებსა და ბრაზს, განთავისუფლდით და ამოისუნთქეთ.
დახმარება სასულიერო პირს სთხოვეთ
თუ ატყობთ, რომ თქვენს სახლში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მოიწვიეთ სასულიერო პირი და აკურთხებინეთ სახლი. კუთხეებში პერიოდულად ასხურეთ ნაკურთხი წყალი.