მეორადი ნივთები, ე.წ. სექენდ ჰენდი, ძველმანების ბაზრობა შესანიშნავი საშუალებაა ფულის დასაზოგად და ძველებური, ანტიკვარული ნივთების შესაძენად, თუმცა არის ზოგიერთი ნივთი, რომელიც მეორადი ნამდვილად არ უნდა შეიძინოთ. ზოგიერთი მათგანი სულ ახალივით გამოიყურება, თუმცა ნახმარია და შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.
რბილი ავეჯი
რბილი ავეჯის ღრმა წმენდა პროფესიონალური ჩარევს გარეშე წარმოუდგენელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიზუალურად ლამაზი სავარძელი შესაძლოა ბაქტერიების ბუდე აღმოჩნდეს.
ჩაფხუტი
მოტოციკლის, ველოსიპედის ჩაფხუტი შესაძლოა ვიზუალურად უნაკლოდ გამოიყურებოდეს, თუმცა ერთხელ ნაავარივს ისეთი ეფექტური დაცვა ვერ იქნება, როგორც ახალს.
ავტოსავარძელი
ავტოსავარძლის შემთხვევაშიც იგივე ფაქტორებია გასათვალისწინებელი, რაც ჩაფხუტის შემთხვევაში. შესაძლოა ავარიაში სუალც არ არის მოყოლილი, თუმცა ხმარების შემდეგ ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი და უნაკლო, როგორც ახალი. გაითვალისწინეთ, რომ ავტოსავარძლის ხანგრძლივობის ვადა უმეტეს შემთხვევაში 5 წელია.
ბალიში
არ აქვს მნიშვნელობა, ბუმბულის იქნება ბალიში თუ სინთეტიკური. ბალიშის სრულყოფილი წმენდა თითქმის შეუძლებელია. ქიმწმენდაც კი არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ბალიში სრულყოფილად იქნება გასუფთავებული. ამიტომ გირჩევთ, მეორადი ბალიში არასდროს არ შეიძინოთ.
კოსმეტიკა
ბრენდული კოსმეტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან მომხიბლელად გამოიყურება, თუმცა არასდროს შეიძინოთ სხვისი გამოყენებული, რაც გინდა იაფად შემოგთავაზონ. არაჰიგიენურია ნახმარი ჩრდილები და მით უმეტეს, ტუჩსახი.
ხალიჩა
მეორადი ხალიჩის შეძენა ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული, თქვენ შეიძლება შეიტანოთ სახლში სოკო, ინფექცია და მრავალი სახიფათო ბაქტერია.
გრილი
ახალი გრილი ძვირი ღირს, თუმცა გირჩევ ძველის იაფად შეძენისგან მაინც თავი შეიკავოთ. საქმე ის გახლავთ, რომ დროთა განმავლობაში გრილის ბადეზე ჩნდება ცხიმის ფენა, რომელიც საჭმელზეც გადადის, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.