დღეიდან საქართველოში „ჭკვიანი მრიცხველების“ დაყენება იწყება - ვის დაუყენებენ პირველად და რა შეიცვლება აბონენტებისთვის


დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება იწყება. ახალი რეგულაცია პირველ ეტაპზე ახალაშენებულ კორპუსებს შეეხება. თუმცა, როგორც სემეკში აცხადებენ, მოგვიანებით „ჭკვიანი მრიცხველების“ დაყენება ძველ აბონენტებსაც შეეძლებათ.

,,ჭკვიანი მრიცხველები არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ დიდი ნახტომია ენერგეტიკაში. ჭკვიანი აღრიცხვის პირველი და მთავარი მახასიათებელი პოზიტიური მხარეა, რომ ძალიან ბევრს ფუნქციონარს ანაცვლებს. მაგალითად, წამკითხველს, გამომრთველს, ჩამრთველს და ა.შ. ყველა კომპანიაში ეს ფუნქციები დაყოფილია და წამკითხველს არ აქვს იმის უფლება, რომ მან მერე, გამორთოს ან ჩართოს მომხმარებელი. ენერგეტიკის კი, როგორც ერთ-ერთი კაპიტალტევადი დარგისთვის, ჭკვიანი მრიცხველი
არის ტექნიკურის გარდა ფინანსურად ძალიან მომგებიანი, რადგან ძალიან სერიოზულად შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს. აღარ იქნება საჭირო ასობით თანამშრომელი, რომელიც ამ ყველაფერს არც თუ დიდი წარმატებით აკეთებდნენ. ეს არის უზუსტესი მექანიზმი, რომელსაც აქვს შემდეგი ფუნქციები, არა მხოლოდ დისტანციურად მოგვაწოდოს ინფორმაცია, რამდენი კილოვატ საათი არის მოხმარებული, ასევე შეზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე ჩართოს და დაიტოვოს დანაკარგი. ასევე, ახალ სისტემაში იქნება სხვადასხვა ფასი დღისით და ღამით, ასევე საათობრივი. ამის აღრიცხვა ჩვეულებრივი მრიცხველით შეუძლებელია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები