ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულ-დიზაინერულმა კომპანიამ საოცარი პროექტი წარმოადგინა, რომელმაც რეალიზაციის შემდეგ შესაძლოა მთელი მსოფლიო გააოცოს. ფუტურისტული ფორმის შუშის კოშკი სახელწოდებით "ვარსკვლავი" უახლოეს მომავალში შესაძლოა ნახოთ სანსეტის ბულვარში, ჰოლივუდის ცენტრში. კომპანიამ საკუთარი კონცეპტი წარადგინა, როგორც მომავლის ოფისი, სადაც ყველა თანამშრომელს ექნება მეტი წვდომა ბუნებასთან, სივრცესთან და მზის შუქთან.
ჰოლივუდის რაიონი ლოს-ანჯელესი მასშტაბურ ტრანსფორმაციას განიცდის, ყველგან ჩნდება ახალ-ახალი ობიექტები და განიხილება საოცარი კონცეპტები. სწორედ ამ ახალ პროექტებს შორის აღმოჩნდა 500 მლნ დოლარად შეფასებული მომავლის ოფისი. მისი შემქნელები იძლევიან გარანტიას, რომ მათი პროექტი
გამორჩეული და თვალშისაცემი იქნება ყველაზე საინტერესო და თვალსაჩინო პროექტებს შორისაც კი.
დიზაინერები შეეცადნენ 22-სართულიან შენობაში ერთად წარმოედგინათ ქალაქური და ბუნებრივი ლანდშაფტები. მიწის დონეზე განლაგებული მწვანე ტერასები ჰარმონიულად ერწყმის მაღლივ სტრუქტურას, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და შენობის სახურავზე მთავრდება, სადაც დაგეგმილია მწვანე დასასვენებელი ზონის და პანორამული რესტორნის მოწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დეტალები გასაიდუმლოებულია, უკვე ცნობილია როგორი იქნება ოფისის ღია სივრცე. ყვეალფერი ისეა გათვლილი და მოწყობილი, რომ ყველა თანამშრომელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.
ვარაუდობენ, რომ სწორედ მომავლის ოფისი იქნება ის საოცარი პროექტი, რომელიც მთლიანად განაახლებს ჰოლივუდს.