კატა, რომელსაც იღბალი მოაქვს - რატომ არის ასეთი პოპულარული მანეკი-ნეკო

მანეკი-ნეკო ტრადიციული იაპონური თილისმაა. ეს კატის ფიგურაა ერთი ან ორი აწეული თათით. სწორედ ეს თათები პირდება პატრონს წარმატების მოტანას. რატომ სარგებლობს ეს ფიგურა ასეთი დიდი პოპულარობით არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში? რატომ დგამენ ადამიანები მას სახლებში, ოფისებსა თუ რესტორნებში? რით განსხვავდებიან ფიგურები ერთმანეთისგან?

არსებობს ძალიან მარტივი ახსნა იმისა, თუ რატომ გამოჩნდა ეს ფიგურა პირველად სწორედ იაპონიაში. იაპონიაში კატა ყოველთვის ცოცხალ თილისმად მიიჩნეოდა, რომელსაც სახლში სითბო, სიყვარული და სიმყუდროვე მოჰქონდა, თუმცა დღესდღეობით მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში სახლში კატის ყოლას ყველა როდი
ახერხებს, ამიტომაც გამოჩნდა კატის ფიგურები.

მანეკი-ნეკოს შესახებ სამი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ერთმა კატამ, რომელიც ღარიბ ტაძარში ცხოვრობდა, საკუთარი პატრონი სიკვდილისგან იხსნა.
მეორე ლეგენდის თანახმად, კატამ პატრონი, კურტიზანი ქალბატონი შხამიანი გველისგან იხსნა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ქალმა ისე განიცადა ეს ამბავი და ისე ნერვიულობდა კატის გამო, რომ მას დასამშვიდებლად კატის ფიგურა აჩუქეს.
მესამე ლეგენდის თანახმად კი ერთ-ერთ ძალიან ღარიბ ქალბატონს ჰყავდა კატა, თუმცა მის გამოკვებას ვერ ახერხებდა და იძულებული გახდა კატა სახლიდან გაეგდო, რათა მას თავად მაინც ეშოვა საკვები. ერთ ღამეს კი კატა დაესიზმრა და ურჩია, მისი ფიგურა გამოეძერწა. ქალმა დაიწყო ძერწვა და გაყიდვა და საბოლოოდ გამდიდრდა კიდეც.

რას ნიშნავს მანეკი-ნეკო

მანეკი-ნეკო ითარგმნება როგორც კატა, რომელიც ვიღაცას ეპატიჟება. კიდევ მას წარმატების კატას უწოდებენ. ხანდახან ბედნიერების კატასაც კი. ამზადებენ ფაიფურისგან, თიხისგან.
კატები სხვადასხვანაირად გამოიყურებიან. თათებით ზემოთ, მაგალითად ნიშნავს იმას, რომ კატა წარმატებას ეპატიჟება სახლში ან ოფისში თუ რესტორანში.

კომენტარის დამატება