ბუნების საოცრებათა შორის ოაზისი მართლაც რომ გამორჩეულია. ოაზისი უდაბური ადგილების, უდაბნოს პატარ-პატარა კუნძულებია. თუ მსგავსი სანახაობები გიზიდავთ, გირჩევთ დუბაიში გაემგზავროთ.
სწორედ დუბაიში შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ხელოვნური ოაზისი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ყვავილების პარკი. ამ ოაზისის შექმნა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ირგვლივ მხოლოდ უდაბნოა. თუმცა ჩანაფიქრი შესანიშნავად არის განხორციელებული.
პარკი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შესული თავისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის გამო - 3-მეტრიანი სიმაღლის და 800-მეტრიანი სიგანის ყვავილების კედლის. მეორე ჯილდო კი ვერტიკალურმა პარკმა 10-მეტრიანი ყვავილების პირამიდის გამო მიიღო.
დუბაი განთქმულია ღირსშესანიშნაობებით,
თუმცა ყვავილების პარკის შექმნა სხვა მიზანსაც ემსახურებოდა -კერძოდ მეცნიერებს სურდათ ეჩვენებინათ ადამიანებისთვის, თუ როგორ შეიძლება ჩამდინარე წყლების რაციონალურად გამოყენება.
პარკი 2013 წელს გაიხსნა, სიყვარულის დღეს. შესაძლოა ამიტომაც ის ყველაზე რომანტიკულ ადგილად მიიჩნევა.
პარკს ამერიკელი და ევროპელი, საუკეთესი სპეციალისტები ქმნიდნენ.
პარკის მთავარი მცენარე პეტუნიებია. პარკში ის უამრავია, სხვადასხვა ფერის და ფორმის.
რაც შეეხება ფერებს, აქ 60-მდე ფერთა პალიტრაა გამოყენებული. მართლაც საოცარი სანახაობაა და ამ საოცრების შეგრძნებას ამძაფრებს ის ფაქტორი, რომ ირგვლივ უდაბნოა.
პარკის ბილიკები 4 კილომეტრია სიგრძით, საერთო ფართი კი 72 ათასი კვ. მ.
საოცრებებს შორის გამორჩეულია ასევე ძველ მანქანებში განთავსებული კლუმბები, რომელიც მართლაც უჩვეულოდ და ორიგინალურად გამოიყურება.
საოცარ ბაღს ყოველწლიურად ახალი ღირსშესანიშნაობა ემატება. მაგალათად, ყვავილების საათი, რომელიც 15 მ დიამეტრისა. ყვავილების საათის ვიზუალი წელიწადში ორჯერ იცვლება სეზონების მიხედვით. ყვავილების კედელსა და პირამიდებზე უკვე ვისაუბრეთ. ყავავილების პარკის მახლობლად პეპლების პარკის გაკეთებაც იგეგმება.

კომენტარები