საინტერესო ტესტი - როგორი ინტერიერი შეგეფერებათ

უპასუხეთ შეკითხვებს თქვენ ცხოვრების წესსა და ხასიათთან დაკავშირებით და გაარკვიეთ, როგორ ინტერიერი მოგიხდებათ და შეგეფერებათ პირადად თქვენ. რამდენიმე შეკითხვა დაგეხმარებათ იმაში, რაზე ღირს თქვენი ყურადღების გამახვილება და რომელ ფაქტორებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება.

კითხვა 1
როგორ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?
ა. ექსკურსიები, მხატვრული გამოფენები, მუზეუმები
ბ. პიკნიკზე გასვლა მეგობრებთან ერთად
გ. ლაშქრობა მთებში
დ. მედიტაცია, იოგა,სპორტული შეჯიბრებები
ე. სადილი ოჯახურ გარემოში
ვ. პლაჟზე გასვლა

კითხვა 2
სად ისურვებდით ცხოვრებას?
ა. დიდ საკუთარ სახლში ქალაქგარეთ
ბ. პატარა ბინაში ქალაქის ცენტრში
გ. პატარა სახლში ტბის სანაპიროზე
დ. მაღალ მთებში

ე. სოფელში
ვ. უპირატესობას ვანიჭებ მოგზაურობას, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას

კითხვა 3
რომელ ავტომობილს აირჩევდით?
ა. ვეთაყვანები „პორშე“-ს
ბ. ველოსიპედი მირჩევნია
გ. ბიზნესკლასის რომელიმე ავტომობილს
დ. მოტოროლერს 
ე. რომელიმე მცირელიტრაჟიანი მანქანას
ვ. კომფორტულ ჰეტჩბეკს

კითხვა 4
ტრადიციულის გარდა, კიდევ რომელ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?
ა. იტალიურს
ბ. მოლეკულურს
გ. იაპონურს
დ. ამერიკულს
ე. ფრანგულს
ვ. ხმელთაშუა ზღვის

კითხვა 5
რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?
ა. წითელ ღვინოს
ბ. ახალგამოწურულ წვენს
გ. მწვანე ჩაის
დ. ვისკის
ე. ვაშლის წვენს
ვ. რძის კოქტეილს

კითხვა 6
იდეალური ყავა არის
ა. ესპრესო
ბ. flat white
გ. ლატე
დ. ამერიკანო
ე. კაპუჩინო
ვ. მოკაჩინო

კითხვა 7
რომელი მსახიობი  მოგწონთ ყველაზე მეტად?

ა. სოფი ლორენი
ბ. სკარლეტ იოჰანსონი
გ. კირა ნაითლი
დ. ანჯელინა ჯოლი
ე. ვანესა პარადი
ვ. მილა იოვოვიჩი

კითხვა 8
რომელი მსახიობი  მოგწონთ ყველაზე მეტად?

ა. ჯორჯ კლუნი
ბ. ბენედიქტ კამბერბეჩი
გ. ტიმ როტი
დ. ბრედ პიტი
ე. ჯუდ ლოუ
ვ. ჯონი დეპი

კითხვა 9
თქვენი საყვარელი ფილმი
ა. ქარწაღებულნი
ბ. შესანიშნავი აფერა
გ. მებრძოლთა კლუბი
დ. ვიღაცამ გუგულის ბუდს გადაუფრინა
ე. ტაქსი
ვ. დამიჭირე, თუ შეძლებ


ტესტის შედეგები


უმეტესობა ვარიანტი ”ა”
თქვენი სტილი უბერებელი კლასიკაა. თქვენ ეთაყვანებით ტრადიციებს, კომფორტს, სიმყუდროვესა და ოჯახურ კერას. თქვენი საცხოვრებელი ბინის ინტერიერი უნდა იყოს ელეგანტური და ლამაზი, უნდა სუფევდეს ჭეშმარიტი არისტოკრატული ატმოსფერო. ყურადღება გაამახვილეთ მისაღებ და სასადილო ზონის დეკორზე.

უმეტესობა ვარიანტი ”ბ”
თქვენი სტილი აქტუალური სკანდინავიურია. სივრცის დაგეგმვისას ყველაზე მეტად მის ფუნქციონალობას და უბრალოებას აფასებთ. ლამაზი ფაქტურა, ნატურალური მასალა, ხელნაკეთი ნივთები - აი, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მოგწონთ სივრცე, სტუდიოს ტიპის ბინები.

უმეტესობა ვარიანტი ”გ”
მინიმალიზმი – ეს სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ. გიყვართ აკურატულობა და სისუფთავე როგორც წვრილმანებში, ისე ინტერიერში. თქვენი საცხოვრებელი უნდა იყოს როგორც ფუნქციონალური, ისე კომფორტული. უსარგებლო ნივთების ადგილი თქვენს სახლში არ არის. მაქსიმალუირად მშვიდი და მსუბუქი ატმოსფეროს მისაღებად უარს ამბობთ ზედმეტ აქსესუარებაზე. განსაკუთრებული ყურადღების დათმობას გირჩევთ აბაზანისა და საძინებლისთვის.

უმეტესობა ვარიანტი ”დ”
თქვენთვის იდეალური სტილია ლოფტი. აფასებთ ესთეტიკურ ბუნებრივ მასალას, ასევე ღია სივრცეს. შემოქმედებითი ადამიანი ხართ, თან, გაბედული, გიყვართ სიახლეები, ამიტომაც, ხშირად დგამთ თამამ ნაბიჯებს და გვერდს უვლით ჩვეულ სტანდარტებს. გირჩევთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ მისაღებსა და ჰოლს, რადგან ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

უმეტესობა ვარიანტი "ე"
თქვენთვის იდეალური მყუდრო და რომანტიკული გარემოა. ის ძალიან კარგად ერგება თქვენს რომანტიკულ ნატურას. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი ატმოსფერი, თუმცა ბრჭყვიალა ნივთები თქვენი სტილი არ არის, თქვენ უპირატესობას ხის ნაკეთობებს ანიჭებთ. ყურადღების გამახვილებას სამზარეულოზე გირჩევთ.

უმეტესობა ვარიანტი "ვ"
თქვენი სახლის ინტერიერის საუკეთესო გადაწყვეტა ეკლექტიკაა, რადგან სწორედ ეს სტილი აერთიანებს თანამედროვე და კლასიკურ ტრადიციებს ისე, რომ ადგილს უტოვებს ექსპერიმენტებსა და ფანატაზიებს. თქვენ გიყვართ ორიგინალური და მკვეთრი დიზაინი, არასტანდარტული გადაწყვეტილებები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები