ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ლოკაცია უკვე შერჩეულია და ადამიანები, რომელთა ბინაც ავარიულად ჩაითვლება, სრულიად უფასოდ მიიღებენ ახალ საცხოვრებელს. დავინტერესდით, კონკრეტულად, სად უნდა შეიტანოთ განცხადება და როგორ დგინდება ამა თუ იმ სახლის ავარიულობა. საკითხზე თბილისის მერიას მივმართეთ:
"ავარიულობის ხარისხს ექსპერტიზა ადგენს. თავდაპირველად, უნდა მიმართონ თბილისის მერიას ან კონკრეტულ გამგეობებს. შემდეგ შეისწავლიან საკითხს და სახლის ავარიულობასთან დაკავშირებით დაიდება დასკვნა. ამჟამად, სახლების გარკვეული ნაწილი უკვე აღრიცხულია და ავარიულადაა ცნობილი. ვისაც ეს პრობლემა აქვს, როგორც გითხარით, მერიას ან
თამარ იაკობაშვილი
კომენტარები
ბატონებო, ვფიქრობ ასეთი კატეგორიის ბინებში მცხოვრებ ადამიანებსაც ჭირდებათ დიდი ხანია ყურადღება და გამოსავალის მოძებნა რაღაცა გზებით. ღმერთმა დაიფაროს ყველა, ფატალური შედეგის შემთხვევაში გვიანი იქნება ყველაფერი.