როგორ ცხოვრობენ იაპონელი სტუდენტები "ბინებში", რომლებიც საკუჭნაოებს უფრო ჰგავს

მიუხედავად იმისა, რომ იაპონია განვითარებული ქვეყანაა, მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მისთვის ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. ადამიანები ცდილობენ თავად აიშენონ საცხოვრებელი და ძალიან ხშირად ეს ადგილი თავშესაფარს უფრო ჰგავს ხოლმე, ვიდრე სახლს. განსაკუთრებით ეკნომიურ პირობებში ცხოვრობენ სტუდენტები, რომელთაც ურჩევნიათ უარი თქვან ადამიანურ პირობებზე და თითოეული კაპიკი დაზოგონ.


საცხოვრებელი ადგილებს კატასტრიფულ დეფიციტის გამო ადამიანები, თუ მოახეხებენ კიდეც სახლის აშენებას, არ ჩქარობენ იქ შესახლებას, ურჩევნიათ გააქირავონ და ორი კაპიკი გააკეთონ.




სწორედ ასე მოიქცა დიზაინერი, რომელმაც საკუთარი ოჯახისთვის ორსართულიანი სახლი ააშენა, თუმცა იქ შესახლება
არც უფიქრია და სტუდენტებზე გააქირავა, პაწაწინა ფართები, ისე, როგორც სხვა მისნაირმა იაპონელებმა.



როგორც ფოტოებზე ხედავთ, აქ ფართი ისეთი შეზღუდულია, რომ ადამიანს თავისუფლად მოძრაობა გაუჭირდება. ასეთი ტიპის სახლებს მიკრო აპარტამენტებსაც უწოდებენ. რთული წარმოსადგენია როგორ ახერხებენ ადამიანები ასეთ პირობებში ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იქნება ეს შხაპის მიღება, საპირფარეშოთი სარგებლობა თუ საკვების მომზადება. სხვათა შორის, ზოგს ისეთი "ბინაც" ხვდება, რომ იქ საპირფარეშო არ არის და ქუჩაში, საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობენ.


კომენტარები

ქართველი სტუდენტი 2022-03-28 14:36
დაილოცოს ონ ლაინ სწავლების მომგონი, არც ბინა გჭირდება და არც საწოლიდან წამოდგომა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები