ნამდვილი ზღაპრული სახლი თანამედროვე ინტერიერით მილიონ დოლარად იყიდება

ლოს ანჯელესში, ჰოლივუდში, ფიფქიას სახლის მაგვარი საოცარი სახლი იყიდება. ამჟამინდელმა მფლობელმა ის 1,39 მლნ დოლარად შეაფასა.
ეს სახლი 1938 წელს არის აშენებული. 2016 წლამდე მისი მფლობელი იყო ოჯახი, რომელიც მას ღამეში 307 დოლარად აქირავებდა. 2016 წელს კი ობიექტი ამჟამინდელმა მფლობელმა 949 ათას დოლარად შეიძინა.

სახლის გამორჩეული დეტალია სახურავი და საკვამური. სახლის ინტერიერი ორგანულად ერწყმის ექსტერიერს და თავს ზღაპარში წარმოგადგენინებთ.

სახლს ამშვენებს ხის იატაკი და ჭერი, ხის ბუხარი და კარ-ფანჯარა.

ორიგინალურად გამოიყურება სამზარეულოც, რომელიც ფიფქიას სამზარეულოს თანამედროვე ვერსიას მოგაგონებთ.

სახლში არის
ასევე ორი საძინებელი, ერთი აბაზანა და ერთიც საპირფარეშო. ასევე არის ოთახი სახლის ოფისისთვის.

ორიგინალური დიზინი ერწყმის თანამედროვეს, აქ ყველაფერი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი.

კომენტარები

ლალუკა-ს 2022-04-17 20:55
300 ლარიანი ,,ხელფასით'' ხომ?
ლალუკა 2022-04-15 09:27
თუ კაცი მოინდომებს ყველაფერს შეძლებს, სიზარმაცე რომ არ უშლიდეს ხელს.
უი? 2022-04-12 13:01
ხის ბუხარი? ნეტავი შიგ რას წვავენ?
ეჰ. 2022-04-09 16:01
კარგია, იცხოვრებდა კაცი მასეთ სახლში. ან აიშენებდა აქ, მაგრამ SOS = საქართველო ოცნებების სასაფლაო(ა) ასე რომ მარტო ოცნება შეგვიძლია. ეგაა და ეგ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები