ოქრო, ძვირფასი ქვები და ბროლი - პუტინის საიდუმლო ცოლ-შვილი საკუთარ აპარტამენტებს 8 ათას ევროდ აქირავებს (ფოტოები)

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის საიდუმლო საყვარელი და მისი საიდუმლო ქალიშვილი პენტჰაუსს აქირავებენ. ელზავეტა კრივონოგიხ, რომელიც ლუიზა როზოვას სახელით ბლოგერობს და 19 წლისაა, პუტინს სავარაუდოდ ჰყავს სვეტლანა კრივონოგიხსგან - ამ ქალბატონზე ცნობილია, რომ ის ჩვეულებრივი დამლაგებელი იყო. შემდეგ კი მოულოდნელად პუტინის საყვარელი გახდა, მისგან შვილიც გააჩინა და მულტიმიოლიონერიც გახდა. დღეს ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია.

პუტინის ქალიშვილი

როგორც ამბობენ, ამჟამად სვეტლანა ქალიშვილთან ერთად ციმბირში მალება, რომელიღაც მაღალტექნოლოგიურ ბუნკერში, რომელიც ბირთვული ომის დროს თავდასაცავად არის აღჭურვილი.

წაიკითხეთ მეტი პუტინის საიდუმლო ქალიშვილზე და რას წერს ის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
სვეტლანა კრივონოგიხ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის
აქირავებ მდიდრულ პენტჰაუსს სანქტ-პეტერბურგში, სადაც სავარაუდოდ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. აპარტამენტების ქირაობა, სამი საძინებლით და 5 სააბაზანოთი, მსურველს შეეძლება დაახლოებით 8100 ევროდ თვეში. დედა-შვილს აქვს ასევე სახლი მონაკოში, რომლის ღირებულება 3 მლნ გირვანქა სტერლინგია.

სახლს მუდმივი დაცვა აქვს, ვიდეომეთვალყურეობა. ბინა ოთხსასრთულიანია, შიგნითვეა ლიფტი. მეზობელ ბინებში კი პუტინის ახლო მეგობრები ცხოვრობენ - მილიარდერები აკადი როტენბერგი, კირილ შამალოვი და იური კოვალჩუკი.

ბინას გამოარჩევს ძვირად ღირებული ბრენდები და მასალები, ძვირფასი ქვები, ოქრო, ბროლი და ბეწვეული. ბინა სვეტლანამ 2004 წელს შეიძინა, სავარაუდოდ, ქალიშვილის დაბადების შემდეგ.

ამბობენ, რომ თავად დედა-შვილი უფრო სტაბილურად სანქტ-პეტერბურგში 400 კვადრატული მეტრის ფართის ბინაში ცხოვრობს.




ვლადიმერ პუტინის სასახლეები და რეზიდენციები

კომენტარები

ცისანა 2022-04-21 11:28
რა უბედურებაა, აქ როგორ უნდა იცხოვრო, ფუი
123 2022-04-21 10:38
გემოვნება 0
კატო 2022-04-19 09:52
გემოვნება არ იყიდება სადმე? ღორების მოდგმას ბრჭყვიალი რატომ მოსწონს?
ლალუკა 2022-04-14 23:22
რა ჯანდაბაა ეს

კომენტარის დამატება