ეს სახიფათოა: რომელი ნივთები არ უნდა ხვდებოდეს სტუმრებს თვალში

თურმე სახლში ყველა ნივთი თვალსაჩინო ადგილზე როდი უნდა იდოს.
სტუმრის მოსვლამდე დიასახლისები სახლს საგულდაგულოდ რომ ალაგებენ, აწესრიგებენ, ცდილობენ თვალს მოარიდონ გარკვეული ნივთები ახალი არავისთვისაა, თუმცა რატომ აკეთებენ ამას? არა, არა, იმის შიში, რომ ვინმე რამეს მოიპარავს აქ არაფერ შუშია. აბა, რა ხდება? ამბობენ, რომ ამა თუ იმ ნივთის უცხო თვალის მიერ დანახვამ შესაძლოა სახლში უსიამოვნება მიიზიდოს.
რომელი ნივთები უნდა მოვარიდოთ უცხო თვალს?


პირადი ფოტოები, მათ შორის ძველი

ძალიან პირადი ფოტოები უმჯობესია მოკრძალებულ ადგილას იქონიოთ, რომ სტუმრებმა მათი დანახვა ვერ შეძლონ,
ზოგი ადამიანი შესაძლოა თქვენს მიმართ ნეგატიურად იყოს განწყობილი და არ იქნება სასიამოვნო მათი თქვენს ცხოვრებაში შემოჭრა.

ხატები და რელიგიური წიგნები
ეს იმდენად ინტიმური თემაა, რომ ყოველთვს ჯობს მასში არავინ ჩაახედოთ.

შიდა თეთრეული
ეს უბრალოდ ჰიგენა და ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხია, მოწესრიგებული დიასახლისი ამას არასდროს დაუშვებს.

ფული
არ არის საჭირო სტუმარმა იცოდეს, როგორი ფინანსური მდგომარეობა გაქვთ და სად ინახავთ ფულს. ეს ის თემაა, რომელიც მხოლოდ თქვენი საქმეა.

საბუთები და ძვირფასი ნივთები


ესეც ის შემთხვეაა, რომ უმჯობესია აღნიშნული ნივთები სპეციალურ ადგილას გქონდეთ მოთავსებული ყველასგან მოშორებით.

წამლები

წამლები არა მხოლოდ სტუმრებისგან, ოჯახის წევრებისგან, განსაკუთრებით კი ბავშვებისგანაც უნდა იყოს მოშორებული.

ნაგავი და არეულობა


და ბოლოს, თუ გსურთ შინ დადებითი აურა სუფევდეს, ეცადეთ სახლი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები