ბევრ ოჯახშია შემორჩენილი ძველებური საკერავი მანქანა, რომლითაც, როგორც წესი, არავინ სარგებლობს და უფუნქციოდ დგას, ხშირ შემთხვევაში ადგილს ტყუილად იკავებს და ალბათ რამდენი დისახლისი ფიქრობს, რა შეიძლება მოუხერხოს ამ მისთვის უსარგებლო ნივთს.
თუმცა, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, ეს ხომ ანტიკვარია, რომელსაც ფასი ყოველთვის აქვს.
საკერავი მანქანის ცნობილი გამომგონებელი ისააკ ზინგერი გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 12 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და ერთ-ერთი ცნობილი მექანიკოსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მან ძალიან მალე აითვისა ეს ხელობა, თუმცა მობეზრდა ეს საქმიანობა და გადაწყვიტა მოხეტიალე არტისტი
ბევრი იხეტიალა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა 20 წლის ასაკში გადაწყვიტა შესწავლილ პროფესიას და ხელობას დაბრუნებოდა. სულ რაღაც 2 კვირაში მან ააწყო საკერავი მანქანა და პატენტიც კი მოიპოვა. საიმედო კონსტრუქციისა და დახვეწილი მექანიზმის წყალობით, ამ მანქქნამ ძალიან მალე მოიპოვა დიდი პოპულარობა.
კომპანიის წარმატების საწინდარი სწორი მარკეტინგული სვლაც გახლდათ. ისააკ ზინგერმა გათვალა, რომ საკერავი მაქანებით ძირითადად ქალბატონები სარგებლობდნენ და მოიფიქრა, რომ სრეკლამო ბუკლეტები ეკლესიებში დაერიგებინა, სადაც ქალბატონები დადიოდნენ.
სულ რაღაც 40-50 წლის წინ მსგავსი მანქანა თითქმის ყველა ოჯახში იყო.
რაც შეეხება ზინგერის ფასს, მისი ნაწილები შედგება ძირფასი ფოლადისგან, რომელიც ბევრად მეტი ღირს ვიდრე ოქრო, სწორედ ეს განაპირობებს ზინგერის ფასს.
ზინგერის საკერავი მანქანების გარშემო ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა, ერთ-ერთის თანახმად კი 1998 წელს გამოცხადდა ძებნა სერიულ მანქანაზე, რომლის ნომერიც ერთიანებით იწყებოდა. ამბობდნენ, რომ იმ იღბლიანს, რომელსაც ასეთ მანქანა აღმოაჩნდებოდა, წილად მილიონი აშშ დოლარი შეხვდებოდა. სწორედ ამიტომ დაუწყიათ ანტიკვარებით მოვაჭრეებს მათი მოძიება. თუმცა ეს ოფიციალური ინფრმაცია არ გახლავთ, ეს ზინგერის შესახებ შექმნილი ერთ-ერთი ლეგენდაა.
კომენტარები