ბოლო დროს ინტერნეტში, ტლევიზიით სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ნებისმიერი დიასახლისის ინტერესს გამოიწვევს. ვისაც საშუალება აქვს, გარბის და ყიდულობს ამ ნივთებს დიდი სიხარულით, ვისაც არა - გული სწყდება, მაგრამ მოდით ვნახოთ, რამდენად რეალურად გვჭირდება ეს ნივთები და მართლა უნდა დაგვწყდეს თუ არა გული.
პიცის საჭრელი დანა
ამ დანის დანახვისას გულგრილები ვერ რჩებიან პიცის მოყვარულები. მაგრამ საქმე ის არის, რამდენად ხშირად ამზადებთ თავად პიცს სახლში. თუ უკვეთავთ, მაშინ იცოდეთ, რომ უკვე დაჭრლი მოაქვთ, თუ თავად ამზადებთ სახლში, რამდენად ხშირად?
სალათის ფურცლის საშრობი
ნივთი მართლაც რომ პრაქტიკულია, საჭირო, თუმცა საკამოდ გაბარიტული, რომელიც ცოტა ხანში აუცილებლად მოგიშლით ნერვებს, თუ სამზარეულოში სათავსოები შეზღუდული რაოდენობით გაქვთ. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით სად მოათავსებთ.
პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი
პირდაპირ გეტყვით, ყოველდღიურადაც რომ მიირთმევდეთ პოპკორნს, მაინც ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ ამ ძვირადღირებული აპარატიდან მიიღოთ ის სარგებელი, რაც გადახდილი გაქვთ. ამ ნივთით ტკბობას სავარაუდოდ, მხოლოდ პირველი ერთი კვირის განმავლობაში შეძლებთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი ხერხით, რამდენიმე წუთში მომზადებულ მეთოდს მიმართავთ ისევ და თავს იმაზე ფიქრით დაიღლით, თუ სად მოათავსოთ ეს ძვირაღირებული აპარატი.
ვაკუუმის პაკეტები
არ გეგონოთ, რომ ისეთივე პრაქტიკულია როგორც რეკლამაში ჩანს, როგორც წესი, მოწოდებისას ამ პაკეტებს აქვს ხარვეზები, ნახვრეტები თუ არადა, გამოდგომის შემთხვევაში, შედეგად მიიღებთ ერთმანეთში კარგად ჩაკუჭულ ნივთებს.
ორთქლით საწმენდი
ამ ხელსაწყოს ეფექტის დანახვა მხოლოდ რეკლამაშია შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში იგივე შედეგს იღებთ, რასაც ჩვეულებრივად წმენდის შემთხვევაში. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ მაღალი ტემპერატურა ყველანაირ ზედაპირს სულაც არ უხდება.
სავარჯიშო ინვენტარი
ხშირად აღვფრთოვანდებით ხოლმე იმ ადამიანებით, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უთმობენ დროს საკუთარ თავს და რეკლამაში ნანახ სავარჯიშო ინვენტარსაც შევიძენთ ხოლმე საიმისოდ, რომ ვარჯიში კიდევ უგრო ეფექტური გახდეს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულად მხოლოდ ერთეული ადამიანები ვარჯიშობენ და სანამ ინვენტარის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით ხართ თუ არა თქვენ ამ ერთეულთა სიაში.
ჭკვიანი ჩაიდანი
ეს გახლავთ ჩაიდანი, რომლის მართვაც ტელეფონის მეშვეობით არის შესაძლებელი. ტელეფონით შეგიძლიათ ჩართოთ, მიუთითოთ სასურველი ტემპერატურა, დუღილის დრო და შემდეგ გამორთვის დრო. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩაიდანში წყალი მაინც თავად უნდა ჩაასხათ და ადუღებული ჩაი ჭიქაშიც თავად უნდა დაისხათ, ასე რომ, სანამ ამ ძვირადღირებულ ჩაიდანს შეიძენთ დაფიქრდით, რამდენად შეგიმსუბუქებთ ის საქმეს და ღირს თუ არა მისი შეძენა.
კომენტარები