დუბაიში მოგზაურობაზე არასოდეს მიფიქრია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ვიზა იყო. ამასთან, ბევრი ადამიანისგან მქონდა გაგონილი, რომ ქალაქში ყველაფერს ცეცხლის ფასი ეკიდა და საკმაოდ მსუყე ბიუჯეტით უნდა წასულიყავი, რომ „რაღაც“ მაინც გენახა. ამიტომ წელს გეზი აია-ნაპასკენ მქონდა აღებული და თებერვლის თვეში სასტუმროც დავჯავშნე. თუმცა ჰოი, საოცრებავ. მაშინ, როცა ქუთაისი-ლარნაკას მიმართულებით ძირითადად ავიაბილეთების შეძენა 69 ლარიდან არის ხოლმე შესაძლებელი, თებერვლიდან მოყოლებული 500 ლარს არ ჩამოცდა. ბევრი ლოდინის შემდეგ სასტუმროს ჯავშანი გავაუქმე და დავიწყე ალტერნატივის ძებნა. შემთხვევით ვამოწმებ ქუთაისი-აბუ-დაბის რეისს ივნისისთვის და რას ვხედავ
- სულ რაღაც 120 ლარი ორივე გზა. ასე ექსპრომტად და დაუფიქრებლად დაიგეგმა ჩემი მოგზაურობა აბუ-დაბისა და დუბაიში, რაც საბოლოო ჯამში, სულ რაღაც 750 ლარი დაჯდა. ფასში შედიოდა ავიაბილეთები ორმხრივი მიმართულებით, განთავსება ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა. დღეს ვაღიარებ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება და დაუვიწყარი მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ივნისის თვეში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, რაც დღეს მეტად გაამარტივებს თქვენს მოგზაურობას.
ახლა კი რჩევები, რომელსაც პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგიზიარებთ:
გაითვალისწინეთ, აბუ-დაბისა და დუბაიში არავის აინტერესებს თქვენი აცრის ბარათი. ყველგან ითხოვენ პისიარ, ან სწრაფ ტესტს. აეროპორტში მე პირადად მხოლოდ პისიარ ტესტის პასუხი მომთხოვეს, სხვა არანაირი დოკუმენტი არ შეუმოწმებიათ. მაგრამ, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, ამიტომ ყველა საჭირო დოკუმენტი (ორმხრივი ავიაბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი) თან უნდა გქონდეთ.
როგორც აღვნიშნე, აბუ-დაბიში ჩავფრინდით, თუმცა სასტუმრო დუბაიში გვქონდა დაჯავშნილი. თუ სამოგზაუროდ 2-3 ან მეტი ადამიანი მიდიხართ, სჯობს ტაქსი იქირაოთ. აეროპორტში შესასვლელში დგანან შავი ტაქსები, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სხვა. ჩვენ დუბაიმდე 100 დოლარი მოგთხოვეს, თუმცა აეროპორტის მოშორებით დგანან კერძო ტაქსები და ერთ-ერთმა 60 დოლარად მიგვიყვანა სასტუმროში. აბუ-დაბიდან დუბაიმდე მგზავრობას 40-45 წუთი მოვანდომეთ.
თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვეტთ მგზავრობას, საჭიროა აბუ-დაბის შიდა სამგზავრო ბარათის შეძენა, რომლის ყიდვასაც აეროპორტში შეძლებთ. დაახლოებით 25 დირჰამი ღირს, საიდანაც 10 დირჰამი ანგარიშზე გერიცხებათ. აეროპორტის ცენტრალურ გასასვლელთან დაინახავთ A2 ავტობუსს, რომლის საშუალებითაც მოხვდებით აბუ-დაბის ავტობუსების ცენტრალურ სადგურთან, Rashid Bin Saeed Al Maktoum St-ზე. სადგურზე თუ დაიბნევით, შეგიძლიათ დაცვას, ან რომელიმე ადგილობრივს ჰკითხოთ და მიგასწავლიან E100 და E101 ნომრების გაჩარებას. ეს ორი ნომერი მიგიყვანთ დუბაის ცენტრამდე, მეტროს შესასვლელთან. აბუ-დაბიდან დუბაიმდე ავტობუსით მგზავრობა 30-50 დირჰამი დაგიჯდებათ (მაქსიმუმ 15 დოლარამდე).
რაც შეეხება მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და სანახაობებს, არც ისე ცოტაა დუბაში, ამიტომ ინტერესების, პრიორიტეტებისა და ლოკაციიის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა საკმაოდ მოშორებითაა და დიდი ძალისხმევა და თანხა დაგჭირდებათ იქ მისასვლელად.
აუცილებლად უნდა მოინახულოთ Burj Khalifa და ცნობილ ფრთებთან გადაიღოთ ფოტო. მე არ გამიმართლა, რადგან შებინდებისას მივედი. უსაშველო რიგი დამხვდა და სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, გვარიანად შებინდდებოდა, ამიტომ აღარ დაველოდეთ. გირჩევთ, დილით ადრე მოხვიდეთ. თუმცა გული სულაც არ დამწყვეტია, იქვე იმართება მოცეკვავე შადრევნების ულამაზესი შოუ, რომელსაც შემთხვევით დავესწარი და მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო.
ეწვიეთ Dubai Mall-ს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ფასები კოსმიურია. ათობით კილომეტრზე გაშლილ ცენტრში ყველაზე ძვირად ღირებული და ცნობილი ბრენდების შოურუმებს ნახავთ. იმდენად დიდია მოლი, რომ მისი ფეხით შემოვლა შეუძლებელია. ამიტომ შენობაში პატარა, სპეციალური ტაქსები ემსახურება შოპინგის მოყვარულებს.
აუცილებლად მოინახულეთ დუბაი მოლის აკვარიუმი, გაისეირნეთ იახტით მარინას არხსა და სანაპიროზე. თუ გინდათ შეიგრძნოთ დუბაის ნამდვილი სული, ეწვიეთ ძველ დუბაის, სადაც ნახავთ საუცხოო და შთამბეჭდავ ოქროს ბაზრობას. Heritage and Diving village დუბაის ძველი ქალაქის ნაწილს წარმოადგენს, სადაც ბედუინები ჩერდებოდნენ - აქ შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ ქალაქის ძველი არქიტექტურა და დააგემოვნოთ ადგილობრივი ყავა.
ყველაზე მეტად რამაც გული დამწყვიტა, Miracle Garden-ის უნახავად წამოსვლა იყო, რადგან სიცხის გამო დაკეტილი, ყვავავილები კი დამჭკნარი დაგვხვდა. Dubai Miracle Garden 2000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ბაღია, სადაც 100 მილიონზე მეტი ყვავილია თავმოყრილი. აქ სხვადასხვა კონსტრუქციები და კოტეჯებიც კი მთლიანად ყვავილებითაა დაფარული. თუ თქვენი დუბაიში სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი ამ ზღაპრული ბაღის მონახულებაა, მაშინ მაისის შუა რიცხვებამდე დაგეგმეთ მოგზაურობა.
საოცარი ბაღი დუბაიში - მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილების პარკი
Global Village-ს დუბაიში ყოფნისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ, აქ თავმოყრილია 90 ქვეყნის კულტურის ელემენტები. შეგიძლიათ იმოგზაუროთ ჰოლივუდური ბლოგბასტერების სამყაროში, ნახოთ ბოლივუდის გაცოცხლებული სცენები... ეს ადგილი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული, დასვენების, გასართობის და სავაჭრო პროექტია.
დუბაისა და აბუ-დაბიში სასურსათო მაღაზიები საკმაოდ ძვირია, თუმცა ძალიან თუ ეცდებით, ბიუჯეტურ მაღაზიებსაც აღმოაჩენთ. რესტორნები საკმაოდ ძვირია, სამაგიეროდ ყველგან შეხვდებით მაკდონალდსს, ქიეფსის, ბურგერ კინგს. აქ ფასები დაახლოებით ჩვენთან არსებულ ფასებს უტოლდება. ყველა უბანში შეხვდებით საშაურმეს და სწრაფი კვების ობიექტებს. ასე რომ, თუ ჩემსავით ბიუჯეტურად მოგზაურობთ და რესტორნის ფული არ გაქვთ, არ იდარდოთ, ამ მხრივ პრობლემა არ შეგექმნებათ.
აუცილებლად შეიძინეთ საფარი ტური. გამოცდილი მძღოლი ჯიპით მოგაკითხავთ სასტუმროში, წაგიყვანთ და დაგატკბობთ უდაბნოს საუცხოო და მისტიკური ხედებით, გაისეირნებთ აქლემებით და დაესწრებით ღამის ცეცხლოვან შოუს, ივახშმებთ ბედუინებთან ერთად. ეს ყველაფერი სულ რაღაც 35 დოლარი დამიჯდა. უდაბნო, ბედუინები, აქლემები... შეუძლებელია აქ მოხვედრისას თავი რომელიმე არაბული ზღაპრის გმირად არ წარმოიდგინო. მე პირადად მსგავსი უჩვეულო, მისტიკური შეგრძნება არსაიდან არ გამომყოლია.
რაც შეეხება პლაჟებს და სანაპიროებს, მსგავსი სისუფთავე, საუცხოო წყალი, წესრიგი, დამსვენებელზე მორგებული პირობები არსად მინახავს. გრძნობ, შენს ფეხებთან ნაზად როგორ დაცურავენ თევზები. რუჯის მიღების დროს კი სრულებით შესაძლებელია აქლემების ქარავანმა ჩაგისეირნოთ.
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვიტოვე. მოგზაურობა აბუ-დაბიში მდებარე შეიხ ზაიედის მეჩეთის მონახულებით დავასრულე. ის არაბეთის გაერთიანებული ემირატების ყველაზე დიდი მეჩეთია და ერთ-ერთია მსოფლიოს ექვს უდიდეს მეჩეთს შორის. მშენებლობა 1996 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა. იგი შეიქმნა სირიელი არქიტექტორის იუსეფ აბდელკის მიერ.
პროექტი დაიწყო არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდაცვლილმა, პირველმა პრეზიდენტმა შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანმა. მას სურდა შეექმნა სტრუქტურა, რომელიც გააერთიანებდა ისლამური სამყაროს კულტურულ მრავალფეროვნებას, ისტორიას, არქიტექტურას, ხელოვნებას. 2004 წელს შეიხ ზაიედი გარდაიცვალა. მისი საფლავი მეჩეთის სიახლოვეს მდებარეობს.
შეიხ ზაიდის მეჩეთი 82 გუმბათის, 1096 გარე და 96 შიდა სვეტისგან შედგება. მეჩეთის ეზო მარმარილოთია დაფარული, მასზე კი სხვადასხვა ფერის ყვავილების საუცხოო მოზაიკაა დატანილი. მშენებლობის დროს სულ გამოყენებულია 90.000 ტონა მარმარილო.
ინტერიერის დიზაინში მარმარილოს გარდა გამოყენებულია 24-კარატიანი ოქრო და სხვადასხვა თვლები, მათ შორის, ამეთვისტო, მთის ბროლი და ბუნებრივი მარგალიტი.
მეჩეთში განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე დიდ ხალიჩა, რომლის ფართობი 5.627 კვადრატია. როგორც ცნობილია, მასზე 1200 ფეიქარი, 20 ტექნიკური პერსონალი და 30 მუშა მუშაობდა. მისი წონა დაახლოებით 47 ტონას აწევს. ხალიჩის სტრუქტურა 2.268.000 კვანძისგან შედგება. იმავე ოთახში განთავსებულია ყველაზე დიდი ჭაღი, რომელიც სიგრძეში 15, ხოლო სიგანეში 10 მეტრისაა.
მეჩეთში ერთდროულად შესაძლებელია 40 ათასი ადამიანის განთავსება. მთავარი სალოცავი დარბაზი გათვლილია 7.000 მორწმუნეზე. მეჩეთის მშენებლობა 600 მლნ ევრო დაჯდა.
და, მთავარი რაც უნდა იცოდეთ: ტურისტებისთვის არ მუშაობს მესენჯერი, ვაიბერი და მსგავსი საკომუნიკაციო ქსელი. მიმოწერას შეძლებთ, თუმცა ზარების განხორციელებას - ვერა. არსებობს ასეთი აპლიკაცია Botim, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ოჯახთან და მეგობრებთან დარეკვას. მე პირადად ამ ქსელს ვიყენებდი და საკმაოდ გამართულია.
მერი ბლიაძე
რა უნდა იცოდეთ, თუ სტამბოლში აპირებთ მოგზაურობას, ტესტირებიდან სანახავი ადგილების ფასების ჩათვლით - ყველაზე პრაქტიკული რჩევები და გზამკვლევი ჩვენგან

კომენტარები