ტყუილად როდია ნათქვამი ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო.
სწორედ სახლია ის ადგილი, სადაც ადამიანს მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე სჭირდება. თუმცა არსებობს ნივთები ჩვენს სახლებში, რომელიც გვიკარგავს ამ სიმყუდროვის შეგრძნებას ისე, რომ შესაძლოა ამას ვერც ვხვდებოდეთ, არადა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსა თუ ნივთს რეალურად შეუძლია ამის გაკეთება. მოდით ვნახოთ, რომელმა ან როგორმა ნივთებმა შეიძლება დაგვთრგუნოს და გაგვიფუჭოს განწყობა.
1. არეული საბუთები
საბუთი, როგორც ასეთი, დაკავშირებულია საქმესთან და ის ხასიათს ნამდვილად არ გაგიფუჭებთ, მაგრამ მოუწესრიგებელი, მთელ სახლში გაფანტული ფურცლები ნამდვილად ქმნის ქაოსს, რომელიც
აუცილებლად აისახება თქვენს განწყობაზე.
ზოგადად, არეული სახლი და მუდმივი უწესრიგობა, ყოველთვის ცუდად მოქმედებს.
2. ბევრი სარკე
სარკე ძალიან მნიშნელოვანი და საჭირო ატრიბუტია ნებისმიერ ოჯახში, თუმცა მან უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. გარდა იმისა, რომ მასში ვიხედებით და ვწესრიგდებით, მან ვიზუალურად უნდა გაადიდოს სივრცე და იყოს ლამაზი დეკორი. თუმცა დიდი რაოდენობით სარკეების განთავსება შესაძლოა აპათიის და დეპრესიის წყაროდ იქცეს. ეს არც ლამაზია და არც სასურველი. და კიდევ - გაბზარული და გატეხილი სარკეც არ გააჩეროთ შინ.
3. გამხმარი ყვავილები
ოთახში სიმწვანე ზედმეტი არასდროს არის, თუმცა საუბარია ლამაზ, მწვანე მცენარეებზე და არა ერთ დროს ლამაზ მცენარეებზე. თუ სახლში გამხმარი, მკვდარი ქოთნის ყვავილი გაქვთ, გირჩევთ სასწრაფოდ ჩაანაცვლოთ ახლით ან უბრალოდ მოაშოროთ.
4. არეული კარადა
შესაძლოა ამაზე არასდროს დაფიქრებულხართ, თუმცა გვერწმუნეთ, არეული კარადა ნამდვილად არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანმა თავი არაკომფორტულად, არა მყუდროდ იგრძნოს.
5. გაბარიტული ავეჯი პატარა სივრცეში
დიდი ზომის ავეჯი პატარა სივრცეში დიდ ადგილს იკავებს და ურევს პროპორციებს. ასეთ სივრცეში ადამიანი კარგავს სმყუდროვის და სიმშვიდის შეგრძნებას, გამოტენილი ავეჯი ჰაერსაც ყლაპავს. ამიტომ, როდესაც ინტერიერს აწყობთ ეს რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ.
6. ძვირფასი, სადღესასწაულო ჭურჭელი
ერთ დროს ბებიის ნაქონი ან თუნდაც ძვირად ნაყიდი ჭურჭელი, რომელიც არასდროს გიხმარიათ, შესაძლოა იქცეს თქვენი უხასიათობის მიზეზად, გირჩევთ
გამოაღოთ კარადა, გამოიღოთ ჭურჭელი და ისარგებლოთ მისით ყოველდღიურად.
7. დაუსრულებელი ხელსაქმე
მსგავსი ნივთის დანახვის დროს აუცილებლად გაგიჩნდებათ უარყოფითი ემოციები, ამიტომ, თუ ასეთი ნივთი გაქვთ სახლში, ან დაასრულეთ, ან მოაშორეთ.
8. გაფუჭებული ტექნიკა
ტექნიკა, რომელსაც ვეღარ იყენებთ, ანუ უფნქციოა, გადაყარეთ, ის სახლში მხოლოდ მტვერს აგროვებს და ხასიათს გიფუჭებთ.