ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ და დადგით წითელი სანათი - როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით

ფიქრობთ, რომ წარმატებამ ზურგი გაქციათ და ფული თვალსა და ხელს შუა გეკარგებათ? მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. თუ გჯერათ ძველისძველი სწავლების, ფენ შუის, გაეცანით მას და დაიბრუნეთ ოჯახში ჰარმონია და კეთილდღეობა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველ რიგში სახლის გეგმა უნდა დახაზოთ. გაარკვიეთ, რამდენი კვადრატული მეტრია თქვი სახლი და ოთახები, და მოძებნეთ გეგმაზე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ფინანსურ მხარეზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი, სახლის სწორედ ამ ნაწილში მოგიწევთ მუშაობა.

ფერები
იმისათვის, რომ მიიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა, გამოიყენეთ მწვანე და ლურჯი ფერები (შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ფერთა
ყველა ტონალობა), ეცადეთ სახლის ამ კუთხეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მწვანე და ლურჯი აქსესუარები განალაგოთ.

მცენარეები
ფულის სექტორში აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს მცენარეები და ცოცხალი ყვავილები. ფანჯრის რაფაზე ქოთნის მცენარეები განათავსეთ, გარდა ამისა, ეცადეთ, რომ ამ ზონაში ლარნაკით ყოველთვის გქონდეთ ცოცხალი ყვავილები. კარგი ვარიანტია ასევე სახლის ამ ნაწილში კედლებზე ბუნების პეიზაჟის დაკიდება, თუმცა ბუნებაც უნდა იყოს მწვანე, მაგალითად უდაბნოს სურათი არაფრით არ შეიძლება. კარგად მუშაობს წისქვილის სურათიც.

შადრევანი
დღესდღეობით თავისუფლად შეიძლება ხელოვნური, ელექტრო შადრევნის ყიდვა. ჰოდა, ფენ შუის მიხედვით, ამ ზონაში შადრევანი ძალიან კარგია, ეცადეთ, რომ ის წყაროს გაგონებდეთ, საიდანაც წარმატება მოედინება.

აკვარიუმი
ფენ შუის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ აკვარიუმი სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმატების გარანტიაა, თუმცა უნდა დაიცვათ ამასთან დაკავშირებული გარკვეული წესები:
პირველი, რომ აკვარიუმის ზომა ოთახის ზომას უნდა შეესაბამებოდეს, გახსოვდეთ ჰარმონიის და პროპორციის წესები.
თევზებს სათანადოდ უნდა მოუაროთ, რაც კარგად გააკეთებთ ამას, მით მეტად გაგიღიმებთ ბედი. ითვლება, რომ წარმატებას არ უყვარს ადამიანები, რომლებიც სათანადო პატივს არ სცემენ სიმბოლოებს.
თუ საამისო დრო არ გაქვთ, გირჩევნიათ აკვარიუმზე საერთოდ თქვათ უარი.
და ბოლოს, შეიძინეთ მხოლოდ ის თევზები, რომელიც რეალურად მოგწონთ, კლასიკური ვარიანტი ოქროს თევზებია.

ფულის ხე
ფულის ხე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნამდვილად სასურველია, თუმცა გირჩევთ მოარიდოთ კაქტუსს.

შემოსასვლელი
შემოსასვლელი უნდა იყოს ნათელი და კომფორტული, თუ აქ სიმყუდროვე არ იგრძნობა და მუდმივად მოუწესრიგებელია, ფენ შუის მიხედვით, ფული კარგად ვერ შემოვა. სახლის ეს ნაწილი ყოველთვის უნდა იყოს დალაგებული და მოწესრიგებული.

და კიდევ:
სახლის ყველა ონკანი მოაწესრიგეთ.
სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დადგით სანათი წითელი აბაჟურით. წითელი წარმატების ფერია.
ეცადეთ სახლში ნაგავი არ დააგროვოთ.
ხშირად გაანიავეთ ოთახები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები