სახლს, საცხოვრებელს, ადამიანის ხასიათზე წარმოდგენის შექმნა იმაზე მეტად შეუძლია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. გამოცდილმა ფსიქოლოგმა საკმარისია თვალი მოავლოს ადამიანის კარადას ან საწოლს, რომ წარმოდგენა შეექმნას ამ პიროვნების ხასიათზე. ვნახოთ, რისი მიხედვით შეიძლება ადამიანის ხასიათის განსაზღვრა.
შესასვლელი კარი
პირველი შთაბეჭდილება ადამიანის საცხოვრებელზე იქმნება არა შესასვლელიდან, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე, არამედ თავად შესასვლელი კარიდან.
წითელი კარი მეტყველებს იმაზე, რომ სახლში შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანი ცხოვრობს, ლურჯი კარი ადამიანის მშვიდ ბუნებას უსვამს ხაზს, მწვანე კარის მეპატრონეები ტრადიციულობით გამოირჩევიან, შავი კარის მეპატრონეები კი გამოუსწორებელი
კედლები
ადამიანის ხასიათზე მეტყველებს არა მარტო კარი, არამედ კედლებიც. თუ კედლებზე ნეონის ნათურებია, ეს ადამიანის მიერ ყურადღების მიქცევის სურვილს უსვამს ხაზს. თუ წარწერებს შენიშნავთ, ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ მეპატრონეს ნერვების დასამშვიდებლად აუცილებლად სჭირდება მოტივაცია, ამ შემთხვევაში კედელზე წარწერის სახით.
კარადა
თუ თქვენს კარადაში აღმოჩნდება ძველი ნივთები,რომელთაც დიდი ხანია არ ხმარობთ, უკვე გამოუსადეგარია, თუმცა გადასაგდებად ვერ იმეტებთ ეს იმას ნიშნავს, რომ წარსულს ვერ ელევით, დამოკიდებული ხართ წარსულზე.
თეთრეულის სათავსო
ყველაზე მოწესრიგებულ ადამიანსაც კი შესაძლოა აღმოუჩინოთ მოუწესრიგებელი, დაუხარისხებელი შიდა თეთრეული. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი მოუწესრიგებელია, არამედ იმას, რომ იმდენად დაკავებულია, რომ ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე დრო უბრალოდ არ რჩება.
საწოლის ქვეშ
თუ მუდმივად იმაზე ფიქრობთ, საწოლის ქვეშ, დივნის უკან, აბაზანის უკან ან კარადის ქვეშ მტვერი ხომ არ დაგროვდა და ამ ადგილებს კვირაში რამდენჯერმე ასუფთავებთ, დროა მიმართოთ ფსიქოლოგს. თქვენ მომატებული გაქვთ შფოთვა და სურვილი, აკონტროლოთ ყველაფერი.
ლოგინის თეთრეული
ლოგინის თეთრეულსაც კი შეუძლია გასცეს ადამიანი. მაგალითად სადა ფერის თეთრეული მიუთითებს ადამიანის სტაბილურ ხასიათზე. ხაზები ისეთ ადამიანს მოსწონს, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია და სხვისი აზრი ცოტა აშინებს. ფერები, ნახატები და კოპლები კი სიცოცხლის მოყვარულ ადამიანებს ურჩევნიათ. გეომეტრიული ფორმები კი მიანიშნებს ადამიანის მორჩილ ხასიათზე.
საწოლი
ფსიქოლოგებისთვის დასკვნის გასაკეთებლად ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა გასწორებულია თუ არა საწოლი. გასწორებული, მოწესრიგებული საწოლი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მას ყველაფერი მოწესრიგებული აქვს და შეუძლია საკუთარი თავის და სიტუაციის კონტროლი.
სკამები
გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე სკამსაც ჰქონია მნიშვნელობა და ახსნა. მაგარ სკამებს თურმე ენერგიული, შრომისმოყვარე ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას, რბილ, ფუმფულა სკამს კი უფრო რბილი ხასიათის, ნაზი, მგრძნობიარე ბუნების ადამიანები.