თბილისის ცენტრალურ გამზირზე მრავალი ისტორიული შენობაა. ზოგიერთს თავის არსებობის მანძილზე არაერთხელ შეუცვლია პირვანდელი ფუნქციაც და სახეც. მათ შორის "არიან" ისეთებიც, რომელთა ვიზუალმა დროს გაუძლო და სხვადასხვა წლებში სარეაბილიტაციო-სარეკონსრუქციო სამუშაოების განხორციელების შედეგად, დღესაც მშვენივრად გამოიყურება. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა ეროვნული გალერეაა, - რუსთაველის გამზირის #11-ში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოპირდაპირედ, ქაშუეთის ტაძრის გვერდით.
შენობის ისტორია
შენობა, რომელსაც დღემდე ბევრი "ცისფერი გალერეის" სახელითაც მოიხსენიებს, 1888 წელს, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებითა და ალბერტ ზალცმანის პროექტით აიგო. მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი განთავსდა.
მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა, რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. "დიდების ტაძრის" ექსპოზიციის ევაკუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა და მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.
გადის დრო და დიმიტრი შევარდნაძის ძალისხმევის შედეგად, 1920 წელს თბილისში საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა დაარსდა. დეკრეტსა და დებულებას ხელს ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანია აწერდნენ.
აქვე უნდა აღინიშნოს, თუ რა ფუნქციას ატარებდა ეროვნული გალერეა: ის მალევე გახდა სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტანცია სახვითი ხელოვნების სფეროში. დიმიტრი შევარდნაძემ ამასთანავე გახსნა ეროვნული გალერეის პირველი დიდი ექსპოზიცია, რომელიც მოიცავდა მისივე ძალისხმევით შეგროვილ დასავლურ-ევროპული, აღმოსავლური ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების განყოფილებებს. გალერეასთანავე დააფუძნა ბიბლიოთეკა, რომელიც შენობის შუა ნაწილში მდებარეობდა.
ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუნქციონირების პირველსავე წელს შეიქმნა მდიდარი წიგნსაცავი, ხელოვნების თემაზე გამოცემული იშვიათი ბიბლიოთეკა, რომელიც ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას უსასყიდლოდ გადასცა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის ალექსანდრე სარაჯიშვილის ქვრივმა. მოგვიანებით, მას შეემატა დიმიტრი შევარდნაძის მიერ საქართველოს განათლების მინისტრის დახმარებით გერმანიიდან გამოწერილი აღმოსავლური ხელოვნების საკითხებზე გამოცემული იშვიათი წიგნებიც.
2012 წლიდან ეროვნული გალერეა ფერმწერისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი შევარდნაძის სახელს ატარებს. ის ეროვნული გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი მმართველი იყო. მისი თანამედროვეთა გადმოცემებიდან ვიგებთ, რომ ის არა მხოლოდ გალერეის დაარსებასა და შემდგომ მის საგამოფენო პოლიტიკაზე ზრუნავდა, არამედ სხვა, ასე ვთქვათ, ყოფითი საქმიანობის უშუალო მონაწილე ყოფილა. "...საქმით გატაცებულს საკუთარი თავი არ ახსოვდა. უბრალო და შავი საქმის კეთებას არ თაკილობდა. ჩაცმასაც არ აქცევდა ყურადღებას. ერთხელ, სრულიად უბრალოდ ჩაცმული, გალერეის დარბაზს ჰგვიდა. შემოვიდა ვიღაც რუსი მხატვარი და დირექტორი იკითხა. დიტო გაუძღვა თავის პატარა კაბინეტისკენ (შესასვლელში მარჯვნივ), დაჯდა მაგიდასთან და გააცნო თავი, როგორც დირექტორმა..." - იგონებდა მხატვარი გიორგი ერისთავი.
გალერეის შტატები შეზღუდული იყო: როგორც უკვე აღვნიშნეთ, დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე, ხოლო მისი მდივანი გიორგი ნათიბაძე, იქვე მუშაობდა მეეზოვე იარალოვი, დარაჯი და ამავე დროს სადურგლო სამუშაოების მწარმოებელი, ხეზე კვეთის ოსტატი კოტე ბოტკოველი. გახსნიდან მალევე, გალერეის ფონდების მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით, დიმიტრიმ ბინა სამხატვრო გალერეის სარდაფში დაიდო. ბევრ რამეს აკეთებდა საკუთარი ხელით - ეხმარება მეეზოვეს და ამავდროულად დურგალსაც. განაგრძეთ კითხვა