დამლაგებელმა ქალბატონმა მწერლის დიდებული კარიერა გაიკეთა, მისი შთაგონების წყარო მდიდარი ადამიანების სახლების დალაგება იყო.
ყველამ კარგად ვიცით, რომ იმისათვის, რომ მათი სახლი ყოველთვის სისუფთავით ბრწყინავდეს, მდიდარი ადამიანები დამლაგებლებს ქირაობენ და მათ სულიერ არსებებად არც კი მიიჩნევენ, ყურადღებას არც კი აქცევენ.
ამბიციურმა მარტოხელა დედამ, სტეფანი ლენდმა, რომელიც იმისათვის, რომ ოჯახი შიმშილობას გადაერჩინა, მდიდარ ოჯახებში დამლაგებლად მუშაობდა, გამოუშვა წიგნი სახელწოდებით "დამლაგებელი - მძიმე შრომა, დაბალი ანაზღაურება და დედის გადარჩენის სურვილი". ამ წიგნში ქალბატონი აღწერს საკუთარ მძიმე შრომასა და გრძნობებს. ეს 2019 წელს
მოხდა, 2021 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა სერიალი სტეფანის ცხოვრების შესახებ.
როგორ აღმოვჩნდი ქუჩაში
სტეფანი საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა ალასკაზე. როდესაც სრულწლოვანი გახდა, მუშაობა ერთ-ერთ კაფეში დაიწყო, თუმცა მთელი ცხოვრება ოცნებობდა ცნობილ მწერლობაზე. მოგვიანებით იხსენებდა, როგორ იზეპირებდა მონტანას შტატის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ბროშურას ხელოვნების გამოცდის დაწერის ინსტრუქციის შესახებ. თუმცა მოვლენების გაუთვალისწინებელმა განვითარებამ მისი გეგმები სრულიად შეცვალა. საქმე ის გახლავთ, რომ სტეფანი დაფეხმძიმდა, რამაც მისი მეგობარი ბიჭი ძალიან გააღიზიანა, იგი სტეფანისგან ნაყოფის მოცილებას მოითხოვდა, ხელითაც კი შეეხო. სტეფანი მიხვდა, რომ ამ ადამიანთან ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, გააჩინა ბავშვი და სახლიდან წავიდა. ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. იმისათვის, რომ თავი გაეტანა, სამსახურის ძებნა დაიწყო. ქალი იხსენეს, როგორი გაოცებულები უყურებდნენ დასუფთავების ერთ-ერთ კომპანიაში, როდესაც საკუთარი რეზიუმე წარადგინა, თუმცა საბოლოოდ სამსახური მაინც იშოვა.
კადრი ფილმიდან
საქმის გაკეთება საკმაოდ უჭირდა, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად (სქოლიოზის გამო, რომელიც ბავშვობიდან აწუხებდა). გოგონასთვის განტვირთვა რეალობიდან გაქცევა და ელიტურ სამყაროში ჩაძირვა იყო, რომელიც მას ბავშვობიდანვე იტაცებდა.
მისი საქმე საკმაოდ მონოტონური იყო, ამიტომ ხშირად ეძლეოდა ფიქრს და მის გონებაში იბეჭდებოდა მისი დამკვეთების ცხოვრების ესა თუ ის კადრები, ეს იმ პერიოდში მისი ერთადერთი გასართობი იყო. მდიდარ ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე სულ უფრო და უფრო მეტს ფიქრობდა. ეს არც იყო გასაკვირი, ის ხომ მათ იმ კუთხით იცნობდა, რომლითაც არც ნათესავები, ოჯახის წევრებიც კი არ იცნობდნენ.
სტეფანის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ჩანაწერები ბესტსელერად იქცა და დამკვეთები იმაზე დააფიქრა, თუ რამდენი რამ სცოდნია დაქირავებულ მუშახელს მათზე. ქალი უამრავ წერილს იღებდა იმ ადამიანებისგან, ვისაც მომსახურე პერსონალის შტატი ჰქონდა და შეშინებულები იყვნენ ელიტური ცხოვრების გამოაშკარავებით.
სტეფანის წიგნით ათამდე საპროდიუსერო კომპანია დაინტერესდა, თუმცა საბოლოოდ საავტორო უფლება ნეტფილქსმა მოიპოვა და 2021 წელს სტრიმინგის პლატფორმაზე გამოვიდა სერიალი "დამლაგებელი ქალი - მარტოხელა დედის ისტორია". სერიალს საფუძვლად ედო სტეფანი ლენდის ცხოვრება. მთავარ როლს მარგარეტ კუელი ასრულებდა.
სტეფანი იმედოვნებს, რომ სერიალის მეშვეობით შეძლო და გადმოსცა მომსახურე პერსონალის რეალური, საკმაოდ მძიმე ცხოვრება.
"სიგარეტის ლედი"
სტეფანი სახელებს არქმევდა სახლებს, რომლებშიც მუშაობდა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო "სიგარეტის ლედი". დიასახლისის გახლდათ შუა ხნის ქალბატონი, რომელიც ქმართან, სამშენებლო მაგნატთან ერთად, ცხოვრობდა. ამ ქალბატონის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო. თავად ყოველთვის იდეალურად, სრულყოფილად გამოიყურებოდა. სახლშიც ყველაფერი იდეალურად სუფთა იყო, ისეთი სუფთა, რომ სტეფანის უკვირდა კიდეც, ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა ამ სუფთა სახლში.
ერთხელ კარადაში დიასახლისის ღია ყავისფერი მოსაცმელი აღმოაჩინა. ისე მოეწონა, ვერ მოითმინა და მოიზომა. სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავით ტკბებოდა და წარმოიდგინა, როგორ იცხოვრებდა, დიასახლისის მაგივრად თავად რომ ყოფილიყო.
სხვათა შორის, დიასახლისს ერთი საიდუმლო ჰქონდა. ერთხელ სტეფანიმ სახლთან ახლოს სიგარეტის ფერფლი აღმოაჩინა. ცოტა ხნის შემდეგ კი სამზარეულოს ნიჟარასთან საფერფლეც იპოვა. საფერფლე სუფთა იყო, საგულდაგულოდ გარეცხილი, თუმცა თავად სიგარეტი არასდროს უნახავს იმ დღემდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ავტოფარეხთან ახლოს სათავსოს არ გადააწყდა. გააღო და ნახა უტყუარი ფაქტი - სიგარეტის კოლოფი, ძვირადღირებული, პრესტიჟული მარკის. ის ყველას უმალავდა, მათ შორის ქმარსაც, რომ სიგარეტს ეწეოდა. ეს მისი საიდუმლო იყო და განმარტოებული ამ საიდუმლოში იძირებოდა ხოლმე.
- წარმოვიდგინე, როგორ ეწევა სიგარეტს, აფერფლებს საფერფლეში, შემდეგ საგულდაგულოდ რეცხავს საფერფლეს, ისწორებს თმას და გადის ოთახიდან - წერს სტეფანი. მომხიბლა ამ ფაქტის ირგვლივ არსებულმა იდუმალებამ, იმ ენერგიამ, რომელსაც ქალბატონი დებდა სრულყოფილი ცხოვრების შექმნის ილუზიაში.
"პორნო სახლი"
ერთ-ერთი სახლი იყო "პორნო სახლი". სახლის კედლებს ამშვენებდა იდეალური ოჯახის ფოტოები, ბედნიერი წყვილი ერთნაირ სამოსში გამოწყობილი, ჩახუტებულები და გაღიმებულები. თუმცა დროთა განმავლობაში სტეფანის გაუჩნდა ეჭვი, რომ რეალურად ეს წყვილი არც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც ფოტოებიდან ჩანდა. პირველი ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მეუღლეებს სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ. ცოტა ხანში კი მამაკაცის საძინებელში, საწოლთან, ტუმბოზე, ლუბრიკანტი და პორნო ჟურნალების დასტა აღმოაჩინა.
სტეფანი ვერ მიხვდა, რატომ ტოვებდა მამაკაცი ამ ნივთებს ისეთ ადგილას, სადაც მას აუცილებლად ნახავდა დამლაგებელი.
სიურპრიზი ქალის საძინებელშიც ელოდა - რომანი ქალებისთვის ძალიან გულახდილი ილუსტრაციებით. არც ქალბატონს უცდია წიგნის ისე დადება, რომ დამლაგებელს თვალში არ მოხვედროდა.
- წარმოვიდგინე, - წერს სტეფანი, - როგორ ემშვიდობება ძილის წინ წყვილი ერთმანეთს, გადის სხვადასხვა საძინებელში და იწყებს ფიქრს სხვა პარტნიორზე.
"სევდიანი სახლი"
შემდეგ იყო "სევდიანი სახლი", რომელშიც ცხოვრობდა 70 წლის ავადმყოფი მამაკაცი, რომელსაც ცოლ-შვილი გარდაცვლილი ჰყავდა. საყვარელი ადამიანების ფერფლს აბაზანის ურნაში ინახავდა. ცოლის სამკაულები ყოველთვის თვალსაჩინო ადგილას ელაგა, ფანჯრის რაფაზე, სამზარეულოში კი დაფაზე ცოლის მიერ გაკეთებული ჩანაწერები არასდროს იშლებოდა. ერთი სიტყვით, ამ სახლში ყველაფერო გარდაცვლილ ადამიანებს მოგაგონებდათ.
ამ ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი სწორად გააკეთა, ისწავლა, გაიკეთა შესანიშნავი კარიერსა, იყიდა ძვირადღირებული სახლი, ცოლად მოიყვანა საყვარელი ქალი, თუმცა მაინც სიმარტოვეში გაატარა მთელი სიბერე და ასევე სიმარტოვეში გარდაიცვალა.
- თავდაპირველად სამსახური იმიტომ მჭირდებოდა, რომ გადასახადები გადამეხადა, თუმცა, დროთა განმავლობაში საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ჩემი კლიენტების ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაინტერესებდა მათი ყველაფერი, რას აკეთებდნენ საღამოობით, რას ჭამდნენ, და ა.შ. საკუთარი ცხოვრება იმდენად მოსაწყენი მქონდა, რომ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ამ ადამიანების ცხოვრებისთვის თვალის დევნება მართლაც ძალიან საინტერესო იყო, - ამბობს სტეფანი.
კლიენტებთან ურთიერთობა
ზოგიერთი კლიენტი ძალიან არამეგობრული, შეიძლება ითქვას, რომ სასტიკიც კი იყო. მაგალითად ერთ-ერთმა ოჯახმა, რომელიც ციცაბო ადგილას ცხოვრობდა, სტეფანის შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ გზაზე მანქანიდან ჩამოწვეთებულ რამდენიმე წვეთი ზეთი შენიშნეს. ამის შემდგე სტეფანის მანქანას მოშორებით გაჩერება და საკმაოდ მძიმე ჩანთებით საკმაოდ დიდი აღმართის ფეხით ავლა უწევდა.
ზოგი კლიენტი კი იმდენად არ ენდობოდა, რომ სულ უკან დაჰყვებოდა.
თუმცა იყვნენ კეთილგანწყობილები.
თვითონ კი ჰქონდა საკუთარი ამბიციები. მას აწუხებდა უსამართლობის გრძნობა, ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა ზოგ ადამიანს ყველაფერი და ზოგს - არაფერი. ყოველთვის, როცა კი თავისუფალი დრო ჰქონდა, წიგნებს კითხულობდა და საკუთარი ონლაინ ბლოგიც გააკეთა. მალე გრანტიც მიიღო და უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
დღესდღეობით ლენდი წარმატებული და ცნობილი მწერალია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მას არ სჭირდება დამლაგებლად მუშაობა იმისთვის, რომ ბავშვები გამოკვებოს, თუმცა წარსულს ვერ ივიწყებს, ყოველთვის ფიქრობს იმ ადამიანებზე, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს, პანდემიის პერიოდში კი პირველი იყო ვინც ხმამაღლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მათთვის ხელფასი მაინც უნდა გადაეხადათ.
სტეფანის ფინანსური მდგომარეობაც საგრძნობლად შეიცვალა. ახლა მას თავად შეუძლია დაიქირაოს მომსახურე პერსონალი, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ამას პრინციპულად არ აკეთებდა. მხოლოდ მას შემდეგ აიყვანა დამხმარედ მარტოხელა დედა მიშელი, რაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საქმეს თავად ვერ უმკლავდებოდა.
სტეფანი აღიარებს, რომ დამქირავებლის როლში თავს ძალიან უხერხულად გრძნობს, თუმცა სხვა გზა არ აქვს და გარად ამისა, ის ხომ ოცნებიბდა იმ დღეზე, როდესაც თავად მოახერხებდა დამხარე ქალის აყვანას.

კომენტარები