არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან სჯერათ ცრურწმენების, ზოგი კი ნაკლებად აქცევს ამას ყურადღებას, თუმცა ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს, რომ და არა მხოლოდ ეზოთერული თვალსაზრისით, არამედ ჯანსაღი აზრის მიხედვით, რატომ უნდა მოგვწონდეს სახლში გაბზარული სარკის ან გატეხილი ჭურჭლის შენახვა. მოდით ვნახოთ, რა არ უნდა გვქონდეს სახლში, მუდმივად დადებით გაწყობა რომ შეინარჩუნოთ.
გაბზარული სარკე
გაგიკვირდებათ და ზოგ ადამიანს ენანება მსგავსი ნივთის გადაგდება, თავის საქმეს კიდევ გააკეთებსო, თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ არ გააჩეროთ ასეთი სარკე სახლში, არავითარ შემთხვევაში, ის ნეგატიურ ენერგიას იზიდავს და
ნიჟარები
აბა, გულახდილად თქვით, რამდენ თქვენგანს ჩამოუტანია სანატრელი შვებულებიდან, კერძოდ ზღვიდან, საკუთარი ხელით შეგროვებული ნიჟარები. არადა, თურმე ნიჟარები ნეგატიური ენერგიის მატარებელია და მისი სახლში ქონა სულაც არ არის მართებული გადაწყვეტილება. ბოლოსდაბოლოს, ნიჟარები მკვდარი მოლუსკების სახლებია და რა თქმა უნდა, მიიზიდავს უბედურებასა და ჩხუბს (ასე თვლიან ბებიები დღემდე). აი სუფთა ბიოლოგიური თვალსაზრისით, კი ნიჟარაზე შეიძლება დარჩეს მკვდარი მოლუსკების ნაწილაკები, რომელიც დროთა განმავლობაში უსიამოვნო სუნს დააყენებს.
თევზების გამოსახულება
ზღვის თემას თუ გავაგრძელებთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ თევზები. ბევრ ადამიანს უყვარს თევზის გამოსახულებიანი სუვენირის ჩამოტანა ზღვისპირეთიდან, თუმცა ამბობენ, რომ ამ არსების გამოსახულება უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელია, რომელიც თქვენს ოჯახს უბრალოდ ნელ-ნელა დაასუსტებს.
შავი ჩიტის ფიგურა
ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თურმე სახლში შავი ჩიტის ქანდაკების თუ ფიგურის ქონა. უფროსი თაობა დარწმუნებულია, რომ მას ოჯახში უბედურების მოზიდვა შეუძლია.
ხელოვნური ყვავილები
ყველა დიასახლისს უნდა სახლში სიმყუდროვის შექმნა და გარემოს გალამაზება, თუმცა ხელოვნური ყვავილები საამისოდ არ გამოგადგებათ. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ნივთი სასაფლაოსთან და მკვდარ ადამიანთან ასოცირდება.
ჰერბარიუმი
არც გამხმარი ყვავილების ქონას გირჩევთ, რომელიც სახლში ნეგატივს იზიდავს.
კაქტუსი
ეს ერთი შეხედვით უვნებელი მცენარე, რომელიც ძალიან ადვილი მოსავლელია და ხშირად დიასახლისები ამიტომ ირჩევენ, სახლში ნეგატივს იზიდავს. გადმოცემის თანახმად, ეს მცენარე ენერგეტიკულ ვამპირად ითვლება.
რამდენად გაითვალისწინებთ და გჯერათ აღნიშნული მოსაზრებების, თქვენი საქმეა, თუმცა ზოგჯერ ბებიების ნათქვამიც ამართლებს.