მშენებლობის საიდუმლო ხერხები, რითაც უძველესი ტომები ნეხვითა და ტალახით უნიკალურ შენობებს აგებდნენ

თურმე თიხა და ნაგავიც კი შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა უნიკალური საცხოვრებლის შესაქმნელად. ამას მოწმობს ტრადიციული სახლები, რომლებსაც უძველესი დროიდან აშენებდნენ ჩრდილოეთ კამერუნში მცხოვრები აფრიკული ტომები. კონუსის ფორმის ნაგებობები თანდათან მოძველდა, საცხოვრებლად გამოუსადეგარია, თუმცა ტურისტების ყურადღების მიპყრობას და მათ მოხიბვლას დღემდე ახერხებს.


ვინც კი კამერუნის ჩრდილოეთით მდებარე მაგას გარეუბანს წვევია, არ შეიძლებოდა არ შეემჩნია საოცარი სტრუქტურები, რომელთა სიმაღლე 20 მეტრს აღწევს. ეს კონუსური ქოხები, რომლებიც აგებულია ყველაფერი იმით, რაც ჩვენს ფეხქვეშ არის, პირდაპირი გაგებით (ტალახი, მიწა, მათ შორის ნეხვი), დღემდე ახერხებს ხალხის
გაოცებას, რამეთუ მსგავსი არსად არაფერი უნახავთ.
სამწუხაროდ, ორიგინალური ობიექტები, რომლებიც მუსგუმის (მუსგუმის) ტომის წარმომადგენელთა ტრადიციული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ, გადაშენების პირასაა, რადგან თიხა და ნაგავი ყველაზე საიმედო სამშენებლო მასალა არ აღმოჩნდა, რომელიც დროს გაუძლებდა. საცხოვრებელი სახლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამერუნის არქიტექტურული და კულტურული სიმდიდრის ნაწილია.


ამ დიდებულ ნაგებობებს სახელი კონუსური ფორმის გამო ეწოდა. სახლს აქვს მრავალი ღრუ, რომლებიც მშენებლობის დროს ხარაჩოებად, საყრდენებად და სადრენაჟო სისტემად გამოიყენებოდა. ეს ნაგებობა არ მოითხოვდა ძლიერ საძირკველს, რაც ამარტივებდა და ამცირებდა მშენებლობის პროცესს და ღირებულებას. ობიექტების სიმაღლე განსხვავდებოდა, 3-დან 20 მეტრამდე. სამშენებლო მასალების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ტომის ყველა მცხოვრებს შეეძლო ჰქონოდა საკუთარი საცხოვრებელი, მათ შორის ფერმა, სადაც შენობები და ღობეებიც კი კეთდებოდა იმავე ტექნოლოგიით, როგორც სახლი.

მუსგუმის ხალხი ჩადსა და კამერუნს შორის (ცენტრალურ აფრიკაში) 300 წელზე მეტი ხნის წინ დასახლდა. ხის და ბუნებრივი ქვის ნაკლებობამ აიძულა ადამიანები სახლების ასაგებად სპეციალური ტექნოლოგიები შეემუშავებინათ. მას შემდეგ, რაც მამაკაცებს რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება მიეცათ, მუსგუმის ფერმა შედგებოდა ხუთი ქოხისგან. ერთი იყო ოჯახის უფროსის საცხოვრებელი, ორი კი პირუტყვისთვის, ასევე იყო ადგილი დამატებითი საცხოვრებელი მშენებლობისთვის (ნებისმიერი ახალი ცოლისთვის, ზრდასრული ვაჟებისთვის და რძლებისთვის). ყველა ქოხი დაკავშირებულია კართან, რომელიც ღამით იკეტებოდა, მრგვალი ეზოს ცენტრში ყოველთვის იყო ე.წ. ბეღელი, სადაც ინახავდნენ საკვებს.

სახლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შენდებოდა საძირკვლის, ხარაჩოების, ფიტინგების, ასევე კომპასების და სხვა საზომი ხელსაწყოების გარეშე, მუსგუმის ტომის არქიტექტურა ადამიანებს აოცებს კონსტრუქციის სიმარტივით. თუმცა, ამ უნიკალური შედევრის აგება შესაძლებელი იყო მხოლოდ მკაცრი სამშენებლო პროცესების და სამშენებლო მასალების ზუსტი პროპორციების წყალობით. სახლის, რომლის სიმაღლეც ზოგჯერ 20 მ-საც კი აღწევდა, გარშემოწერილობა 7 მ-ზე მეტი დიამეტრი ჰქონდა, იგებოდა თანმიმდევრული ფენების გამოყენებით, რომელიც შედგებოდა მიწისგან, ჩალის/წყალმცენარეების ან თივისგან, წყლის, ორგანული წებოს (ცხოველის ექსკრემენტის) ნარევის და თევზის ზეთით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა საიმედო მოჭიდებას და წყალგამძლეობას.

კედლების სისქე, როგორც წესი, ძირში 50 სმ-ს აღწევდა, თუმცა სიმაღლის ზრდასათან ერთად კედელი თხელდებოდა და კრიტიკულ ზღვრამდე, 5 სმ-მდეც კი დადიოდა. კედლები ბოლოში ქმნიდნენ გუმბათს, ზედა ნაწილში დატოვებული ხვრელიდან (დაახლოებით 40 სმ) გამოდიოდა ცეცხლი ან კვამლი, რომელზეც იხარშებოდაა ან ცხელდებოდა საკვები, ასევე უზრუნველყოფდა შიდა სივრცის ვენტილაციასა და განათებას. ამ ხვრელს წვიმის დროს ხურავდნენ, რათა სახლში წყალი არ შესულიყო.

თიხის ფენების დაგების პროცესში, რომელსაც აშრობდნენ 30 სმ-მდე (არა მეტი), იქმნებოდა ორიგინალური, გასაღების ფორმის კარი (მუხლებამდევიწრო და მხრის მიდამოში ფართო) . იმის გათვალისწინებით, თუ რა დრო სჭირდებოდა თიხის თითოეული ფენის გაშრობას, ქოხის მშენებლობას მინიმუმ 6 თვე სჭირდებაოდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ქოხის სიმაღლე არ აღემატება სტანდარტულ 7-8 მეტრს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაბალტექნოლოგიური მშენებლობის მეთოდოლოგია უზრუნველყოფდა მაღალ ენერგოეფექტურობას. ქოხები იქმნებოდა სამშენებლო მასალების თერმული სარგებლობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, რაც საშუალებას აძლევდა ბუნებრივი სიგრილე ჰქონოდათ ყველაზე ცხელ დღეებშიც კი. ამავდროულად, ეს ქოხები გახლავთ შესანიშნავი, ნაგებობა, რომელიც აშენებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალებისგან, რომლებიც 100% გადამუშავებადი და სრულად ბიოდეგრადირებადია.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული შენობის შთამბეჭდავ იერსახეს. გუმბათოვანი სახლების ფასადები არ არის იმდენად ესთეტიკური, რამდენადაც პრაქტიკული. ტექსტურული ელემენტები, ღარებისა და ამოზნექილი დეტალების სახით, გამოიყენებოდა წყლის უსწრაფეს ნაკადის გასადინებლად, რათა არ დაზიანებულიყო ბუნებრივი საფარი.



ქოხები მორთული იყოს ნათელი დიზაინით ან გეომეტრიული ნიმუშებით. ქალები ავლენდნენ თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს, ქმნიდნენ უნიკალურ შედვრებს. "კედლის ხელოვნება" ხაზს უსვამდა ოჯახის საქმიანობას (ნადირობა, თევზაობა, ხელობა და ა.შ.).

აფრიკული ტომების არქიტექტურის შედევრები, მიუხედავად მათი ავთენტურობისა და აბსოლუტური უნიკალურობისა, სრული გადაშენების პირასაა. ერთადერთი ადგილი აფრიკაში, სადაც მუსგუმის დასახლება ნაწილობრივ არის შემონახული, არის მაგას გარეუბანი, მაიო-დანაის დეპარტამენტში. ამ შენობებს ძველს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მივიწყებული ტექნოლოგიით შეიქმნა.

შეერთებული შტატების უმაღლესი ფედერალური სამთავრობო სააგენტოს ძალისხმევის წყალობით, საზღვარგარეთ დახმარების სფეროში, 1996-1997 წლებში განხორციელდა თიხის ქოხების ნაშთების ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია (უმეტესობა აშენდა თავიდან), რამაც მოახერხა განადგურების პროცესის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ტექნოლოგიის საიდუმლო არ არის შემონახული, თანამედროვე ხელოსნები უმკლავდებიან ამოცანას. მუსგუმის ტომის სოფლების გამოსახულებითა და მსგავსებით, შეიქმნა ავთენტური არქიტექტურული კომპლექსები მურლეში, ბანგულაპსა და პუსში. ხალხური ტრადიციების ეს ძეგლები ამერუნის მრავალ ტურისტულ მარშრუტში შედის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები