ღამის ბანგკოკი ტარაკნების, კალიების და მორიელების მწვადებით და მეფე, რომლის გაკრიტიკება არ შეიძლება - მოგზაურობა ტაილანდში (მეორე ნაწილი)

ჩვენი ვებგვერდის აქტიური მკითხველი და რესპონდენტი, პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა ამჟამად დიასახლისი და სამი შვილის დედა ვერიკო ბიწაძე ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ტურით გაემგზავრა ტაილანდში, მეუღლესთან ერთად და უამრავი შთაბეჭდილება დაუგროვდა. ჩვენც გავყვებით მას ამ მოგზაურობაში და მასთან ერთად დავათვალიერებთ და გავიცნობთ ტაილანდს.

ნაწილი მეორე

(იხილეთ პირველი ნაწილი)


ღამის ბანგკოკი, ტარაკნები, კალიები, მორიელების მწვადები ქუჩაში, წითელი ფარნების ქუჩა და გასეირნება ტუკტუკით.




დიდი სასახლის შესახებ
მეფეთა სასახლე ქალაქის ყველაზე კაშკაშა ღირსშესანიშნაობა. აშენდა 1782 წელს და 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტაილანდის მეფის სახლი, სამეფო
სასამართლო და მთავრობის ადმინისტრაციული ადგილიaა. ბანგკოკის დიდი სასახლე მართლაც გრანდიოზული ძეგლია, რომელიც აგრძელებს მნახველებს აღფრთოვანებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზურმუხტისფერი ბუდას ტაძარი.

მისი მშენებლობა დაიწყო, როდესაც მეფე ბუდა იოდფა ჩულალოკემ (რამა I) 1785 წელს დედაქალაქი ტონბურიდან ბანგკოკში გადაიტანა. სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, იგი არ შეიცავს ბერების საცხოვრებელ ოთახებს; უფრო სწორად, მას აქვს მხოლოდ დახვეწილად მორთული წმინდა შენობები, ქანდაკებები და პაგოდები.


მთავარი შენობა არის ცენტრალური უბოსოტი (საკურთხევლის დარბაზი), რომელშიც განთავსებულია ზურმუხტისფერი ბუდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე ზომისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი ხატია ტაილანდისთვის. სასახლის დათვალიერება ხდება მხოლოდ გარე ფასადების და შევდივართ მხოლოდ ბუდას ტაძარში.

მამის - რამა მეცხრის გარდაცვალების შემდეგ 66 წლის მაჰა ვაჩირალონგკორნი ტაილანდის სამეფო ტახტზე ავიდა და რამა მეათე გახდა.
მეფედ კურთხევის ცერემონიალი ტაილანდში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ეს პირველი კორონაცია იყო 1946 წლის შემდეგ. მაშინ ტახტზე რამა მეცხრე ავიდა და ქვეყანას 69 წლის განმავლობაში მართავდა. მეფედ კურთხევის დღესასწაული ბანგკოკში სამ დღეს გაგრძელდა. მთელი ქვეყანა მომავალი მეფის უზარმაზარი პორტრეტებით მოირთო. სახელმწიფო მოხელეებმა გულზე ყვითელი ლენტები დაიბნიეს - ყვითელი ფერი ტაილანდის სამეფო დინასტიის ფერია. ოფიციალურ კურთხევამდე რამდენიმე დღით ადრე, მომავალმა მეფემ თავის პირდ მცველზე სუთხიდა თინჯაიზე იქორწინა. სუთხიდა, რომელიც დასავლეთში განათლებამიღებული მეფის მეოთხე ცოლია, ახლა ტაილანდის დედოფალი გახდა. შვიდკილოიანი გვირგვინი მომავალმა მეფემ საპატიო სტუმრების თვალწინ დაიდგა. ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ტაილანდში არჩილ ძულიაშვილი, რომელიც ღონისძიებაზე ოფიციალურად მიიწვიეს. ის ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ტაილანდი კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკაა და ტურისტების რაოდენობის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ხუთეულში შედის. ტაილანდში მონარქს დიდ პატივს სცემენ.

აქ ისეთი კანონიც კი მოქმედებს, რომელიც მოქალაქეებს მეფის კრიტიკას უკრძალავს - მონარქი ამ ქვეყანაში ხელშეუხებელია. მეფედ კურთხევის ტრადიცია ტაილანდში 3 ათას წელს ითვლის და მუდმივად პომპეზურად, ბევრი განსაკუთრებული წესის დაცვით აღინიშნება.
საქართველოსა და ტაილანდს შორის 2019 წლის აპრილიდან გამარტოვებული სავიზო რეჟიმი - Visa on Arrival მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნის ვიზის აღება პირდაპირ საზღვარზე, აეროპორტშივე შეუძლიათ. ამ ვიზით ისინი 15 დღის განმავლობაში შეძლებენ ტაილანდის სამეფოში ყოფნას. 




მაჰანახონი - ყველაზე მაღალი შენობა ტაილანდში
შენობის სიმაღლე (314 მეტრი, 78 სართული) King Power Mahanakhon არის ტაილანდის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, რომელიც ბანგკოკის ცენტრალური ბიზნეს უბნის გულში მდებარეობს, Chong Nonsi BTS სადგურზე.



ეს არის თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი მთელ ტაილანდში. 314 მეტრით და 78 სართულით, იგი აღიარებულია ტაილანდის ყველაზე მაღალ შენობად.

გაგრძელება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები