პერუში, კუსკოსა და მაჩუ-პიკჩუს შორის მდებარე მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული სასტუმრო ექსტრემის მოყვარულებს საოცარ დასვენებას სთავაზობს. დიახ, სწორედ ექსტრემის და თავგადასავლების მოყვარულებზე გვაქვს საუბარი, რადგან ყველას როდი მოეწონება ვარსკვლავების ქვეშ, დაკიდებულ ციცაბო კლდეზე, თან აბსოლუტურად გამჭვირვალე სივრცეში, ე.წ. კაფსულაში ღამის გათენება. აბა, წარმოიდგინეთ თქვენს ქვემოთ 400 მეტრიანი უფსკრული. ყველა როდი გაბედავს. თუმცა, ეს ყველაფერი როდია...
თუ თავგადასავლები გიზიდავთ, არ გაშინებთ დაბრკოლებები და დასასვენებელ ადგილს ეძებთ, ეს სასტუმრო სწორედ სათქვენო ყოფილა. ამ სასტუმროში გამგზავრებამდე მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მისკენ მიმავალი გზაც
უნიკალური სასტუმროს შექმნის იდეა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ეკუთვნის ორ მთამსვლელს, პერუელ არიო ფერს და კოლუმბიელ ნატალია როდრიგესს. სასტუმროს მომავალი მფლობელები ორი თვის განმავლობაში პირადად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა კონსტრუქციების აწყობაში, საკმაოდ სახიფათო პირობებში უხდებოდათ მუშაობა.
კაფსულების შექმნის დროს გაითვალისწინეს კლიმატი, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, მზის სხივების აქტივობა, რათა დაცულიყო მომავალი დამსვენებლების უსაფრთხოება. კაფსულების გამჭვირვალე კედლებში, ამავე მიზნით, ოთხ-ოთხი სავენტილაციო სისტემაა ჩამონტაჟებული, რომელიც ნებისმიერ ამინდში დამსვენებლებისთვის სასიამოვნო მიკროკლიმატზეა პასუხისმგებელი. სანამ კაფსულებს გამოიყენებდნენ ის სპეციალურად იტესტებოდა საგანგებო ექსპერტების მიერ. მხოლოდ მკაცრი გამოცდების ჩაბარების შემდეგ მოიპოვეს სტუმრების გამასპინძლების უფლება.
სულ 4 გამჭვირვალე კაბინა დამზადდა და დამონტაჟდა. სამი სტუმრების მისაღებად გამოიყენება, ერთი კი სასადილოს ფუნქციას ითავსებს. ეს მოდული მფლობელებისა და ინსტრუქტორების საცხოვრებელ ადგილად განიხილება, რომლებიც ყოველთვის თან დაჰყვებიან დამსვენებლებს. ისინი დამსვენებლებთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.
ვერტიკალური მოდული აღჭურვილია 4 საწოლით, თითოეულთან დამაგრებულია მინის მაგიდა და საკითხავი სანათი. ყველა კაფსულაში არის აბაზანა, რომელსაც არ აქვს საშხაპე, თუმცა აქვს ბიო ტუალეტი და ნიჟარა, საიდანაც სპეციალური ბაკიდან მოედინება წყალი. ელექტროენერგია ნომრებში მზის ენერგიის წყალობით მიეწოდება.
ერთადერთი უხერხულობა დამსვენებლებისთვის გახლავთ ის, რომ დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გადაადგილებას, სასადილო სივრცეში გადასვლაც კი საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.