თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
მაშინ, როცა სტიქიამ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა თურქეთის ჰათაის პროვინცია, ამავე პროვინციაში არის ერთი ქალაქი, ერზინი, სადაც ერთი შენობაც კი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე ორჯერ გამეორებული მიწისძვრის ძალა ამ ქალაქშიც ისეთივე იყო, როგორც ჰათაის სხვა ადგილებში.
დღეს მედია ცდილობს მიზეზების გარკვევას და ეძებენ კითხვებზე პასუხს - რატომ იყო ასეთი დამაგრეველი მიწისძვრა და რატომ არ დაინგრა არცერთი შენობა
ერზინში. პასუხების ძიებას კი ქალაქის მერამდე მივყავართ, რომელმაც არ დაუშვა უკანონო მშენებლობები. ის დღეს ადგილობრივებისთვის გმირია.
მიწისძვრამ გაანადგურა ასობით ახალი აშენებული კორპუსი, ერზინში კი, სადაც დაახლოებით 42 000 ადამიანი ცხოვრობს, დააზიანა მხოლოდ მეჩეთები, ნგრევა არ ყოფილა და არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
აღნიშნულის შესახებ ერზინის მერმა ოქეშ ელმასოღლუმ TV5-ის ეთერში ისაუბრა.
"მადლობა ღმერთს, ერზინში ჩვენ არ გვქონია მსხვერპლი, არც დაზიანებები და ნგრევა. გვიხარია, რომ ჩვენს რაიონში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ძალიან ვწუხვართ ყველა გარდაცვლილის გამო.
მიწისძვრის საშინელი ბიძგები ჩვენც გამოვცადეთ. ეს ენით აღუწერელია. მე ერთსართულიან კერძო სახლში ვცხოვრობ და მიწისძვრის ბიძგები ძალიან იგრძნობოდა. განაგრძეთ კითხვა