თუ ატყობთ, რომ საკუთარ სახლში შესვლისთანავე დაღლილობას გრძნობთ და ერთი სული გაქვთ, როდის დაწვებით ლოგინში და დაიძინებთ, უენერგიობას მხოლოდ ამინდსა და სამსახურის საქმეებს ნუ დააბრალებთ. რა თქმა უნდა, სამსახურში გადაღლაც თავისას შვრება, თუმცა თუ დღის განმავლობაში თავს ენერგიულად გრძნობდით, კისკისებდით და სახლში მოსულს ეს ენერგია უცბად სადღაც გაგიქრათ, დაფიქრებად ღირს, იქნებ სახლში ისეთი ნივთები გაქვთ, რომელიც ენერგიას გაცლით.
კედლების ცივი ფერი
გაგიკვირდებათ და ძალიან დიდი როლს თამაშობს ადამიანის განწყობაზე კედლების ფერი, მაგალითად საძინებლის კედლების ფერი. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნაცრისფერი,
მუდმივად ჩართულ ტელევიზორი
ინფორმაციული ქაოსი და ხმაური ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ისევე, როგორც სამარისებური სიჩუმე. თუ ჩვევად გაქვთ სახლში მისვლისთანავე პულტის აღება და ტელევიზორის ჩართვა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ცოტა ხანში დაღლასა და უენერგიობას იგრძნობთ.
ჭუჭყი და არეული ნივთები
ჭუჭყი და არეული ნივთები ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ქაოსი და არეულობა ჩვენს ტვინს სტრესს უქმნის, რაც თავის მხრივ იწვევს უენერგიობას და გაღიზიანებას.
სწრაფი კვება და მაგარი სასმელები
ე.წ. ფასთ ფუდი, ნახევარფაბრიკატები, მაგარი სასმელები ძილის წინ ასევე შეიძლება ჩაითვალოს ნერვული სისტემის აშლილობის და გაღიზიანების ერთ-ერთ მიზეზად.
არომატული სანთლები
განსაკუთრებით ლავანდის სურნელი. თავისთავად ლავანდა რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მცენარეა, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სუნთქავდნენ ამ არომატს, აღენიშნებოდათ მოთენთილობა და მუდმივი ძილიანობა.
მობილური ტელეფონი და სხვა გაჯეტები საძინებელში
ეს ის ნივთებია, რომელსაც საძინებელში არაფერი ესაქმება და ასევე ძილის წინ ამ ნივთების დიდხანს ხმარება ნამდვილად არ არის სასურველი .
ტემპერატურა ოთახში
ცივ სახლში თავს მყუდროდ და კომფორტულად ვერავინ იგრძნობს. არც ზედმეტად მაღალი ტემპერატურაა ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ, ამიტომ, ეცადეთ არეგულიროთ ტემპერატურა და თქვენთვის ოპტიმალური შეარჩიოთ.