დავით კვირკველია ქართველ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან უკვე 15 წელზე მეტია მუშაობს. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, რასაც თავად ღმერთის დიდ საჩუქრად მიიჩნევს. ის არა მარტო მისი პირადი დაცვა, წინასწარმეტყველის ნდობით აღჭურვილი პირია. როდესაც ბატონ დავითს საკუთარი თავის წარდგენა ვთხოვეთ, საუბარი ასე დაიწყო:
- მეგრელი ვარ დედით და მამით, - ეს ჩემთვის უმთავრესი რამ არის და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი! მყავს მეუღლე - ნატო ტაბატაძე, ორი მცირეწლოვანი შვილი, - ნინო და გიორგი (სკოლის მოსწავლეები). ქალბატონთან 15 წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობ.
- როგორ
- მანამდე ერთ-ერთი ცნობილი კაზინოს დაცვაში ვმუშაობდი, სადაც ებრაელები ისრაელიდან ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე. მორიგი ჩამოსვლისას მითხრეს, რომ ლელა კაკულიასთან უნდა წასულიყვნენ და მანქანით მე უნდა მოვმსახურებოდი. მაშინ ქალბატონის ფენომენალური უნარის შესახებ მხოლოდ გაზეთიდან ვიცოდი და ნანახიც არ მყავდა. იმხანად საქართველოში ისრაელიდან თუ ვინმე ჩამოდიოდა, ყველა თემურ იაკობაშვილს ეძებდა, ის საგარეო საქმეთა სამისტროში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, უნიჭიერესი კაცია, ებრაელი და აქ მასზე კარგად ივრითი მაშინ არავინ იცოდა, ამიტომ, ბატონი თემური იყო ყველას თარჯიმანი. მოკლედ, მასთან და იმ სტუმრებთან ერთად, ქალბატონს ვეწვიეთ და სწორედ მაშინ ვნახე და გავიცანი პირველად ლელა კაკულია. იქ მისულს, უამრავი ცნობილი ადამიანი დამხვდა, მათ შორის, მაღალჩინოსნები, მუსიკოსები, მსახიობები, რომლებიც მასთან აუდიენციას ელოდებოდნენ.
- ქალბატონ ლელასთან პირისპირ შეხვედრისას რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- ასე თუ ხედავდა ყველაფერს, ვერც კი წარმოვიდგენდი, გავოცდი. გიყურებს და აბსოლუტურად კითხულობს შენს წარსულსა და მომავალს. ერთი შეკითხვა მაწუხებდა და იმ შეკითხვით მივედი, მაშინვე ყველაფერში გამარკვია... მოგვიანებით ქალბატონმა თავისთან სამუშაოდ მიმიწვია, დავრჩი კიდეც და მას მერე აქ ვარ. მე დაცვის პოლიციიდან ვარ მოვლენილი - ობიექტი - ლელა კაკულია, რომელსაც ვიცავ... მაგრამ ამ წლების მანძილზე ოჯახთან ისე დავახლოვდი, რომ ერთმანეთთან უკვე ნათელმირონიც გვაკავშირებს, დავნათესავდით. ქალბატონი ლელა ჩემი შვილების ნათლიაა...
- როგორ მიმართავთ ქალბატონ ლელას?
- "მამულია"... ქართულად "დედილოს" ნიშნავს. ეს სახელი მას თემურ იაკობაშვილმა შეარქვა. ეს ბატონი თემურის სწორი მიგნება იყო, რადგანაც ის ამ ადამიანის მიმართ დიდი სიყვარულით არის განწყობილი. სხვანაირად არც შეიძლება, ის ხომ სითბოს აფრქვევს. ''ლელათი'' ვერ გავბედავ, ვერ მივმართავ და ვერც მოვიხსენიებ... მასთან მოსვლა ყველას უყვარს, რომ მოდიან, აქ ისეთი გარემო ხვდებათ, რომ წასვლა აღარ ახსენდებათ.
- ვინ არის ქალბატონი ლელას მეუღლე?
- სიმონ პატარაია. პატარაიები წარმოშობით ბანძიდან არიან, მაგრამ ბატონ სიმონს არ გაუმართლა და მისი წინაპრები გურიაში გაჩდნენ, სოფელ ლესაში, თუმცა თვითონ თბილისში, ტვერელის ეკლესიის მახლობელ ეზოში გაიზარდა. ის თელასის თანამშრომელია, კაცი, რომელიც ყველა ოჯახში სინათლეს ტოვებს, სადისპეჩეროს წამყვანი ინჟინერია. უპატიოსნესი და უწესიერესი ადამიანია. სამი შვილი ჰყავთ - შოთა, ლევანი და თამარი, ასევე შვიდი შვილიშვილი. თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ.
- როგორც ვატყობ, თქვენ აქ არა მარტო წინასწარმეტყველის პირადი დაცვის, კიდევ სხვა ფუნქციასაც ითავსებთ.
- კი, ეს ფუნქციები თვითონ შევითავსე, სხვანაირად არ გამოდის. ოჯახში რაც არის საჭირო, ყველაფერს ვასრულებ. ვინაიდან გემრიელი კერძების მომზადება მიყვარს, მზარეულობასაც მე ვუძღვები.
- როგორც მეგრელი, ალბათ, უფრო მეგრულ კერძებს ამზადებთ...
- არა მარტო, თუმცა საუკეთესო ღომი, ელარჯი და ხარჩო გამომდის, ასევე ქაბაბი, მაყალზე შემწვარი მწვადი, კატლეტი, ხაჭაპური, ფხალეული და წვნიანებიც. ევროპული საჭმელები არ ვიცი.
ასევე იხილეთ: ანტიკვარული და ძვირფასი ნივთები ლელა კაკულიას ბინაში
- სახლში სხვა დამხმარე არავინ მუშაობს?
- დამლაგებელი გვყავს, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და გენერალურად ასუფთავებს ყველაფერს. ადრე მზარეულებიც გვყავდა, მაგრამ ვერ ვისვენებდი, მუდმივად მათი კონტროლი მიწევდა. მოკლედ, ის ადამიანები რომ არ შემეწუხებინა ჩემი ჩაკირკიტებით, მერჩივნა, კერძები თავად მომემზადებინა და ჭურჭელიც თავად გამერეცხა. ახლა ყველაფერს ჩემს გემოზე ვაკეთებ... მოკლედ, თუ ქალბატონ ლელას ვუმზადებ, ბატონ სიმონს ვერ მოვუმზადებ? ბაზარშიც დავდივარ, პროდუქტს თავითონ ვარჩევ.
შეიძლება ითქვას, რომ დილიდან დაღამებამდე აქ ვარ, რადგანაც ჩემს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ქალბატონი, ექიმის დანიშნულებაც მე უნდა დავალევინო. მითხრა, შაბათ-კვირას დაისვენეო, მაგარმ ამ დღეებშიც ვერ ვაძლევ თავს ბოლომდე მოშვების უფლებას, რადგანაც უნდა ვნახო, - რას ჭამს, რას სვამს და როგორ არის.
- არ იღლება?
- როგორ არა, ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ ტყეში მინდა ვიცხოვრო, რომ ვიყო მშვიდად, წყნარად და ვწერო ჩემი წინასწარმეტყველებები. მართალია, არაჩვეულებრივი შვილები მყავს, რომლებთანაც ძალიან ცოტა დროს ვატარებ, ხანდახან ვერც ვნახულობ, რადგან სახლში რომ მივდივარ სძინავთ, რაც ძალიან მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ქალბატონს ყურადღებას ვერ ვაკლებ... ურეკში აქვს სახლი, სადაც ჩადის ხოლმე, ეზოში ულამაზესი მცენარეები ხარობს და ამბობს, რომ ისინი ლაპარკობენ, რომლის გაგება ადამიანებს არ შეუძლიათ. ამბობს, რომ ზღვის ნაპირზე, სადაც სეირნობა უყვარს, ქვებიც მელაპარაკებიანო.. იხილეთ სრულად
კომენტარები