ნივთებს ჩვენს სახლებში არამარტო პრაქტიკული, ემოციური და ესთეტიკური დატვირთვაც აქვთ. მათ უკავშირდება ჩვენი მოგონებები, ისტორიები, განწყობა. მითუმეტეს იმ ნივთებს, რომლებიც ჩვენს მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა, არასოდეს ეკარგება ფასი.
სწორედ ამიტომ ქალბატონი ელგა ლაცაბიძე ცნობილ ძველებურ ნაკრებს "თევზებს" სოციალური ქსელით ეძებდა.
"ვეძებ მწვანე ფერის თევზების სერვიზს... თუ ვინმეს გაქვთ, ყიდით, ან არ გინდათ და გააჩუქებთ, შემეხმიანეთ! ორი ჭიქაც რომ იყოს, ძალიან გამახარებთ", - წერს ელგა ლაცაბიძე.
როგორ მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უნდა, რომ ამ ნაკრების სხვადასხვა ფერის ნიმუშებიც ჰქონდეს კოლექციისთვის:
"ბავშვობიდან ცოტა
უცნაური ინტერესი მაქვს ნაკეთობების მიმართ. ჩემთვის სხვადასხვა ფიგურისა და ზომის ჭურჭელს (უფრო მეტად მინიატურებს) განსაკუთრებული სიამოვნება მოაქვს...
შეიძლება ითქვას რომ მცირედ კოლექციონერობასაც ვეპოტინები, თუმცა ფინანსური მხარე არ მაძლევს გასაქანს, რომ ჩემი ჰობი რეალობას სრულად შეერწყას.
ამ კონკრეტულ თევზების სერვიზს რაც შეეხება, ბავშვობიდან მიყვარს, რატომღაც ცოცხლებად აღვიქვამდი და ასე სათითაოდ ვეფერებოდი, ვესაუბრებოდი...
მერე სახლი გაქურდეს და თევზებიც გააყოლეს. ოქრო და ფული არ გვქონდა, ამიტომ საყოფაცხოვრებო ნივთები გაიტანეს
ახლა კი მინდა ისევ მქონდეს, თან უკვე ყველა ფერის შეგროვებაზე ვოცნებობ. ვნახოთ, ეგებ შევძლო", - ამბობს ქალბატონი ელგა, რომელმაც მოგვიანებით შეძლო ამ სურვილის ასრულება.
რა თქმა უნდა, ეს ნაკრები ბევრს გეცნობათ. მისი სხვადასხვა ფერის ვარიაციები თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მოიძებნებოდა. განსაკუთრებით 70-80-იან წლებში შეავსო მან საოჯახო ვიტრინები.
ამ კერამიკული თევზის პოპულარობის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის არა მხოლოდ მათი ისტორია, არამედ მათი მთავარი დანიშნულება და ის, რომ მისი ავტორი ქართველი მხატვარია.
როგორ შეიქმნა "თევზი" და ვინ არის მისი ავტორი
ამ ნაკრების ისტორია ძალიან საინტერესოა და ის ჯერ კიდევ 1955 წელს დაიწყო, როდესაც ქართველმა მხატვარმა და კერამიკოსმა აბესალომ ბარამიძემ თევზის სახით წარადგინა საღვინე ჭურჭელი, გრაფინი. ბარამიძის საავტორო ორიგინალურ ნაკრებში შედიოდა დიდი თევზი და ექვსი პატარა ჩარექა, რომლებიც კერამიკულ ლანგარზე იყო მოთავსებული და ხელით ნახატი ორნამენტები ამშვენებდა. მოხატულობის ავტორი ოლგა სელეზნიოვა იყო, რომელმაც 2 ვერსია შექმნა.
ქართველი კერამიკოსის ნაწარმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ 1958 წელს ის იაპონიაში, საერთაშორისო გამოფენაზე მოხვდა. ამ წარმატების მიუხედავად, ეს ნაკრები ჯერ კიდევ არ იყო ძალიან პოპულარული.
საინტერესოა, რომ ზოგიერთ კატალოგში ამ ნაკეთობის ავტორად მერი ბარამიძეა მოხსენიებული, აბესალომ ბარამიძის მეუღლე და მისი კოლეგა. მას ქმრის არაერთ ნაშრომს მიაწერენ და შესაძლოა, სწორედ ამ ქალმა ითამაშა მთავარი როლი ამ უკვდავი ნაკრების შექმნაში, თუმცა მისი წარმატებით სულ სხვა ადამიანებმა გაითქვეს სახელი.
"თევზის" მეორე სიცოცხლე
იაპონიაში გამოფენაზე მიღწეული წარმატების შემდეგ რიგის ქარხნის "თევზი" მალევე დავიწყებას მიეცა. წლების შემდეგ მხატვარმა ნიკოლაი ბობიკმა, რომელიც უკრაინაში, პოლონსკის მხატვრული კერამიკის ქარხანაში მუშაობდა, გადაწყვიტა ამ ნაკრებისთვის მეორე სიცოცხლე მიეცა.
მან 1962 წელს გადააკოპირა ბარამიძის კარაფის ორიგინალი და თავისი ცვლილებებიც დაუმატა. რაც მთავარია "თევზი ზომაში შემცირდა და ღვინის კომპლექტიდან ლიქიორის კომპლექტად იქცა.
პოლონსკის ქარხანამ მისი მასობრივი წარმოება დაიწყო და სწორედ ამ პერიოდში გახდა ის ძალიან პოპულარული. ხელმისაწვდომი ფასისა და ორიგინალური ვიზუალის გამო "თევზი" ყველაზე ცნობილ სასაჩუქრე ნაკრებად იქცა და თანდათან შეავსო საბჭოთა მოქალაქეების ჭურჭლის თაროები, თუმცა უფრო დეკორისთვის, რადგან მას ლიქიორის მისართმევად თითქმის არავინ იყენებდა. უმეტესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რისთვის იყო ეს ნაკრები განკუთვნილი. ამბობენ, რომ პოპულარობით ის "მადონას" სერვიზს უტოლდებოდა, უფრო სწორად, მის იაფ ანალოგს წარმოადგენდაო.
კერამიკული "თევზის ისტორია ისევ გრძელდება. ნიმუშები ისევ იყიდება ძველებული ნივთების ბაზარზე და ამბობენ, რომ მისი ფასი მომავალში უფრო გაიზრდება. თუმცა ის პირველი, ბარამიძისეული "თევზის" საღვინე ნაკრები ნამდვილად ანტიკვარულია და ფასიც საკმაოდ სოლიდური აქვს.

კომენტარები
სტატიის ავტორს ვთხოვ დამიკავშირდეს
599489933