მართალია, სირიაში ომი იყო და ეკონომიკა თითქმის აღარ არსებობს თუმცა...ყველამ კარგად ვიცით, რომ მდიდარი ადამიანები სარგებლის მიღებას ომისგანაც ახერხებენ.
სირიელები თავად ამბობენ, რომ ძალიან ბევრ მდიდარ ადამიანს სირია ომის დროსაც კი არ დაუტოვებია, ისინი ბიზნესის კეთებას აგრძელებდნენ. რა თქმა უნდა ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, უმტკივნეულოდ დატოვებდნენ ქვეყანას თავიანთი მილიონებით.
ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი უბანი, ტერიტორია დამასკოს მიმდებარედ, თითქმის მთიანად განადგურდა, თუმცა ზოგიერთ ადგილას მშენებლობა ომის დროსაც კი მიმდინარეობდა.
აი, როგორ გამოიყურება ლუქს დასახლება "ძლიერთა ამა სოფლისათა" . საინტერესოა, რომ ეს
ომს ამ დასახლებამდე თითქმის არც მიუღწევია. ასე რომ, სირიელი მდიდრების სახლები გადარჩა, რასაც ვერ ვიტყვით სირიის სხვა უბნებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობა დიდად არც ცდილობს დანგრეული სახლების აღდგენას. ეტყობა არ სჯერათ, რომ მშვიდობა დიდხანს გაგრძელდება და ზედმეტ ხარჯებს ერიდებიან.
ყველაზე მეტად კი დამასკოს და იქ მცხოვრებ მდიდრებს გაუმართლათ. ამ ქალაქში საბრძოლო მოქმედებები თითქმის არ ხორციელდებოდა. ასე რომ, ქალაქის უძრავი ქონება ხელუხლებელი გადარჩა.
ასე რომ, დამასკოში გასეირნების შემთხვევაში შესაძლებელია აქაური მდიდრული სახლების დათვალიერება.