როგორ სახლებში ცხოვრობენ ჩინელები - რატომ არ აქვთ აბაზანა, ღუმელი და რისთვის ყიდულობენ უამრავ გადასაფარებელს

ჩინელების ცხოვრების კულტურა ჩვენი ცხოვრების კულტურისგან საკმაოდ განსხვავებულია. მართალია, ამ შემთხვევაში ბევრი რამის გადაბრალება შეიძლება ფენ შუიზე, რომელიც ჩინეთსა და იაპონიაში ძალიან აქტუალურია, თუმცა ზოგიერთი ნივთი მაინც უცნაურად გამოიყურება.

იატაკი ფილებით

მათ მთელ სახლში, ყველა ოთახში ფილები აქვთ, ის ძალიან გამძლე და ადვილი მოსავლელია. გათბობაც ხშირად სწორედ ამ ფილების ქვეშ არის გაყვანილი, რათა იატაკი ცივი არ იყოს.

ყველას საკუთარი ოთახი

ჩინელები ძალიან აფასებენ დროს და ოჯახის თითოეულ წევრის კომფორტს, ამიტომ არჩევანისას ერთ დიდ ოთახს რამდენიმე პატარას ამჯობინებენ.

აბაზანის არქონა
აბაზანა
ჩინელებს არ აქვთ, მათ სახლებში მხოლოდ უბრალო საშხაპეს შეხვდებით. აბაზანა შესაძლოა ისეთ სასტუმროებში შეგხვდეთ, რომელიც ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპულ სტანდარტებს.

სამზარეულოს გაჯეტები
ჩინურ საჭმელს გამოცხობა ნაკლებად სჭირდება, ამიტომ მათ სამზარეულოში საცხობი ღუმელი ძირითადად არ არსებობს. სამაგიეროდ, აქვთ ბევრი სხვა მოწყობილობა - ბრინჯის სახარში, მულტისახარში, ელექტრო საფცქვნელი, საჭრელი და ა.შ.

პატარა ზომის სამზარეულო

ჩინელები საჭმელს ძირითადად ყიდულობენ და მის მომზადებაში დროს არ ხარჯავენ. ამიტომ მათი სამზარეულო, როგორც წესი, არის ვიწრო და მოკლე, სასადილო ზონის გარეშე. ახალაშენებულ სახლებში კი ეს ლოკაცია საერთოდ არ შედის ბინის გეგმაში.

ნივთების გადასაფარებლები
ჩინელები, როგორც წესი, ყველა ნივთს აფარებენ თავზე, იქნება ეს ტელევიზორი, პიანინო თუ ბრინჯსახარში, ამიტომ მაღაზიებში მრავლად შეხვდებით სხვადასხვა ზომის და ფორმის დასაფარებლებს.

წყლის ბოილერი ყველა ოჯახში
ჩინეთში წყლის ცენტრალური სისტემა უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ყველა ოჯახს თავის წყლის ბოილერი აქვს.

სწრაფი მშენებლობა

ინფრასტრუქტურა ჩინეთში კოლოსალური ტემპით ვითარდება. ყველა შენობა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა, ექვემდებარება დემონტაჟს და მის ნაცვლად აშენებენ ახალ შენობებს. ეს ყველაფერი ძალიან მოკლე ვადებში ხდება და ხშირად ხარისხი არცთუ მაღალია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები