მსოფლიოში კიდევ არსებობს ე.წ. თეთრი ლაქები, სადაც ველური ტომები ბინადრობენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ნებაყოფლობით თქვეს უარი თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ამბობენ, რომ ამით არც არაფერი წაუგიათ.
საუბარია ბელიზზე, ქვეყანაზე ცენტრალურ ამერიკაში. აქ ადამიანები ფეხშიშველები დადიან და გზად შეხვდებით არა მანქნებს ან სკუტერებს, არამედ ცხენებს და ურმებს. ეს მათი გადაადგილების ჩვეული საშუალებაა. სხვა ყველაფერი აოცებთ, უკვირთ, იმიტომ, რომ თვალით არ აქვთ ნანახი. ეს რეალურად ხდება ბელიზში.
ამ ქვეყნის მოსახლეობა მე-15 საუკუნის მორალური კანონებით და ორი ასწლეულის წინ მიღწეული ტექნოლოგიებით ცხოვრობს. ეს
გახლავთ იდეალური, დაკონსერვებული სამყარო, სადაც დრო გაჩერდა, რადგან ასე მოისურვეს მენონიტებმა.
მენონიტობა ერთ-ერთი პროტესტანტული განშტოებაა,რომელიც 1530 წელს ჰოლანდიელმა მენო სიმონსმა დააფუძნა. ამ სწავლების თანახმად, ბავშვების მონათვლა აკრძალულია მათ სრულწლოვანებამდე, როდესაც ისინი გაიზრდებიან, თავად გადაწყვეტენ, შევიდნენ თუ არა ეკლესიაში. მენონიტები უარს აცხადებენ ხელში იარაღის აღებაზე და პროპაგანდას უწვენ პაციფიზმს, ამიტომაც, როდესაც ჰოლანდიის მთავრობა აიძულებდა ახალგაზრდებს ჯარში წასვლას, ისინი ოჯახებით სხვა ქვეყნებში, ამერიკაში, კანადაში, ბელიზში გადადიოდნენ საცხოვრებლად.
ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, რაც წარმატებით გამოსდით ხოლმე, მაგალითად, ბელიზში ადგილობრივ ბაზარს ფერმერული, ნატურალური პროდუქტით ამარაგებენ და სამაგიეროდ ჯარში გაწვევისგან თავისუფლები არიან. ასე ცხოვრობენ თაობები, არ ტოვებენ თავიანთ "სამოთხეს". აქ ყველა ქალს ერთნაირი სატინის კაბა აცვია, მამაკაცები კი საუკუნეების განმავლობაში უარს ამბობენ ქამრებზე, მხოლოდ აჭიმებით სარგებლობენ.
მოსახლეობა ბელიზში შერეულია, თუმცა ეს მათ ხელს არაფერში უშლის, აქ ხომ ყველა ოჯახს საერთო ინტერესი აქვს, ერთად დადიან მესებზე, აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს. აქ დემოკრატია სუფევს. ისინი ირჩევენ უხუცესს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს.
თანამედროვე მენონიტები განსაკუთრებული კულტურული წარმონაქმნია. ისინი საკუთარი ნებით ჩარჩნენ მე-19 საუკუნეში და ცხოვრობენ მე-15 საუკუნის რელიგიური წეს-ჩვეულებებით, თუმცა აიფონით სარგებლობაზე უარს არ ამბობენ, ოღონდ არა სახლში, რადგან სახლი მათთვის წმინდა ადგილად ითვლება.
ელექტრობას არ ცნობენ, თუმცა მინდორში ტრაქტორის გამოყენება ნებადართულია, ეს ადგილი ხომ ჭუჭყიანია. სახლში კი მხოლოდ სანთელი ინთება, სახლი ის ადგილია, სადაც მენონიტები ტექნოლოგიებს არასდროს შეუშვებენ.
ხელოვნება მენონიტებში აკრძალულია, რადგან მან შესაძლოა ადამიანში პატივმოყვარეობა გააღვიძოს. მუსიკალურ ინსტრუმენტებს არ ცნობენ, გოგონები კი ისეთი თოჯინებით თამაშობენ, რომელსაც სახე არ აქვს, რათა ნაკლებად იფიქრონ სილამაზეზე და თავის მოწონებაზე.
ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს ეს წესები გვეუცნაურება, თუმცა მენონიტებისთვის ეს ჩვეული, მათთვის პატივსაცემი ცხოვრების წესია.

კომენტარები
რომ თავი დავანებოთ!!