მსოფლიო პრემიერამდე ფილმისა "ბარბი", რომლის მთავარ როლსაც მარგო რობი შეასრულებს, კიდევ სამი თვე დარჩა, თუმცა მსოფლიო უკვე ტოტალურმა ბარბომანიამ მოიცვა. ჩვენც არ ჩამოვრჩებით მოვლენების განვითარებას და გთავაზობთ ექსკურსიას ნამდვილ ბარბილენდში, სახლში, სახელწოდებით "ბარბის ოცნების სახლი მალიბუში". საინტერესოა, რა ხდება შიგნით.
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ1.jpg)
რამდენი გოგონა ოცნებობდა ამაზე, თოჯინას 60 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით კი ოცნება რეალობად იქცა - მალიბუში გაიხსნა "ბარბის ოცნების სახლი". ზოგ იღბლიანს კი გაუმართლა და მისი იჯარით აღებაც კი შეძლო.
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ2.jpg)
სამსართულიანი სახლიდან, რომელიც საოცრად ლამაზ ადგილას მდებარეობს, შესანიშნავი ხედი იშლება წყნარ
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ3.jpg)
აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ზღვის სანაპიროზე კომფორტულად დაისვენოს - აუზით დაწყებული ოჯახს კინოთეატრითა და გარდერობის საოცარი სამოსით დამთავრებული.
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ4.jpg)
სახლი გათვლილია ერთდროულად ოთხი ადამიანის დასვენებაზე. არის ორი საძინებელი საკუთარი აბაზანებით, სამზარეულო სასადილო ზონით და ყველა საჭირო ტექნიკით, სამუშაო ოთახი და ხელოვნების ოთახი თავისი მოლბერტითა და საღებავებით (ბარბი ხომ არა მხოლოდ მოდის მიმდევარი, არამედ ხელოვანი ნატურაც არის).
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ5.jpg)
რაც შეეხება ინტერიერს, აქ ვარდისფერი მეფობს და ზეიმობს, ნამდვილი გლამურია! ვარდისფერი კედლები, ვარდისფერი ავეჯი და ხალიჩები, ჯამ-ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კი ვარდისფერ ფერებშია.
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ6.jpg)
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ7.jpg)
მოდური სამოსით სავსე გარდერობის ოთახი სტუმრების სასიამოვნო ბონუსია, ყველაფერი ბარბის სტილში, აქ შეხვდებით ბარბის სათვალეებს, მოტო-შლემებს, საცურაო კოსტიუმებს, უამრავ ქუსლიან ფეხსაცმელს და კოსმონავტის სკაფანდრსაც კი.
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ8.jpg)
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ9.jpg)
ეს არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი, არამედ ოცნებების რეალიზაციის ზონაა. აქ ყველაფერია, რამაც ეს თოჯინა და მისი სტილი მილიონობით გოგონას ოცნებად აქცია.
![](/images/2023/May/2023-05-02/ბარ10.jpg)