15 წლის სალომე თვითნასწავლი მხატვარია. ხატვა ბაღის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ უამრავი ლამაზი ნაშრომი შექმნა. თავიდან ყვავილების და სამოსის ხატვა დაიწყო, როცა მიხვდა, რომ საქმე კარგად გამოსდიოდა, გადაწყვიტა საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდა. პატარა ასაკში გადაწყვიტა თამარ მეფე დაეხატა. აღსანიშნავია, რომ სალომე ძირითადად ფანქრით ხატავს.
სალომე ზუბიაშვილი:
- ხატვა ბაღიდან დავიწყე. მომწონდა ყვავილების და კაბების ხატვა, დიზაინერობა მსურდა... დაბალ კლასებში ძირითა
10 - 11 წლის ასაკში დავიწყე კაბების კერვა თოჯინებისათვის. არა მარტო კაბებს ასევე თმებსაც მე ვაკეთებდი. მაღალ კლასებში გადასვლის შემდეგ კი ანიმეს ყურება და მათი დახატვა დავიწყე. ახლა ისევ ვაგრძელებ და ანიმაციებს ვხატავ, ზოგჯერ მსახიობებს და მომღერლებს...
- ძალიან პატარა ასაკში თამარ მეფე დახატეთ...
- დიახ, მეოთხე კლასში დავხატე თამარ მეფე... არ არის კარგი, მაგრამ ვინახავ უფრო სწორედ, რაც არ მომწონდა ვყრიდი-ხოლმე და დედა მიმალავდა. ფანქრით ხატვა ჩემთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია და უფრო მეტად მომწონს. საღებავებითაც ვხატავ ტილოზე და შუშაზე.
იხილეთ სალომეს სხვა ნახატები