გიყვართ ძველი ნივთების შეგროვება და შენახვა? ან ბევრი რამ შემორჩა თქვენს სახლს წინაპრებისგან? სიძველე, ანტიკვარიატი ძალიან ძვირფასი და დასაფასებელია, მაგრამ თურმე არსებობს ნივთები, რომელთა სახლში გაჩერებაც თურმე არ შეიძლება - საუბარია გაფუჭებულ, დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსულ ნივთებზე. რელიკვიამ შეიძლება ცუდი სამსახურიც გაგიწიოთ. პარაფსიქოლოგების, ასტროლოგებისა და ასევე ხალხური გამოცდილება რომ გავაერთიანოთ, ასეთ სურათს მივიღებთ - იმ ნივთების ”შავი სია”, რომლის სახლში გაჩერებასაც ეზოთერიკოსები კატეგორიულად კრძალავენ.
1. დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი - იგი თქვენთან სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
2. დაბზარული ჭურჭელი - 
3. გატეხილი სარკე - ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის ”შავი ენერგეტიკის” დასაფუძნებლად.
4. საჩუქრები, რომელთა მჩუქებელის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნიათ. ამიტომ რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს ამგვარი ნივთი, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან - საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ ისინი.
5. ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით - თუკი ტილოზე ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით, სასურველია, ამგვარი ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
6. ნახატები ცხოველების, ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას და კონფლიქტებს იზიდავს სახლში.
7. ნივთები ნეგატიური წარსულით - ყიდვის პროცესში თუ ცუდ განწყობაზე იყავით, იძულებით გაყიდინეს იგი და ა.შ. 
8. ნიღბები - ერთობ ნეგატიური ატრიბუტია, ის არღვევს ადამიანში სულიერ წონასწორობას. 
9. ანტიკვარული ნივთები გაურკვეველი წარსულით - ბებიის ან დიდი ბებიის დანატოვარი, ნაყიდი ან ნაჩუქარი. სანამ არ იცით ნივთის წარსული, აჯობებს მოიშოროთ იგი თავიდან. 
10. ავეჯი მახვილი კუთხეებით - ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ ისინი სივრცეს ”ჭრიან” ნაკუწებად, იწვევენ კონფლიქტებს და ჩხუბს. 
11. ე.წ. ”ხვიარას” ტიპის მცენარეები - ეზოთერულად ამგვარი მცენარეები ოჯახში სხვადასხვა ტიპის ავადმყოფობას იზიდავს. ამასთანავე მას მიაწერენ ქალებში შინაბერობისკენ მიდრეკილებას - ”ბედის ჩამკეტის” ფუნქციას.
12. ქვები და კენჭები გაურკვეველი წარმოშობის ადგილებიდან. განსაკუთრებით ნეგატიურია იგი თუ წამოღებულია ნანგრევებიდან, რომელიმე ისტორიული ძეგლის მიდამოებში.




 
                                                                    
                                                                    
                                                                    
                                                                    
                                                                    
                                                                    
                                                                    
                                                                    
                                                                    
      
                
                
                
        
                            
                        
                                
                                
                                
      
                                
                            
                                        
                                    
                                        
                                    
                                        
                                    
                    
                    
                    
                    
      
                
                
      
                
                
                
                    
კომენტარები