სამოთხე 8 კვადრატულში - როგორ არის მოწყობილი ერთოთახიანი ბინა ტოკიოს ცენტრში


რამდენი კვადრატული მეტრია საჭირო ბედნიერებისთვის? საცხოვრებელი კოდექსის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 33 კვ.მ.-ია, თუმცა იაპონიაში 10- კვ.მ.-ზე ნაკლები ფართობის ბინები არსებობს. მოდით ვნახოთ, როგორ არის მოწყობილი ყველაზე პატარა ბინა იაპონიაში.

შესასვლელი კარის მიღმა განთავსებულია პაწაწინა სადარბაზო, რომლის ფართობი კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. იაპონურ სახლებში ამ ადგილს გენკანს ეძახიან - ამ პატარა სივრცეშიც კი ყველა ტრადიცია დაცულია: ბეტონის იატაკზე, რომელიც მთელი ბინის იატაკის დონეზე დაბალია, აქ იხდიან ფეხსაცმელებს , მარცხნივ კი ვიწრო სათავსო დგას, სადაც ამ ფეხსაცმელებს ინახავენ. ზემოთ გამოყოფილია ადგილი გასაღებებისთვის, ქაღალდის ხელსახოცებისთვის
და თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ყვავილისთვისაც კი.

მას შემდეგ, რაც სტუმარი გაიხდის ფეხსაცმელს, გადადის ხის საფეხურზე, რომელსაც სიკიდაი ჰქვია და მაშინვე აღმოჩნდება მისაღებში, იგივე სამზარეულოში და კაბინეტში ერთდროულად.

სამზარეულოში არის ყველაფერი , რაც შეიძლება დასჭირდეს ოჯახს: მაგიდა სკამებით, კარადა ჭურჭლისთვის, კარადა საკვებისთვის, მაცივარი, ნიჟარა, სამუშაო ზედაპირი, გაზქურა, ღუმელი და მიკროტალღური ღუმელი.

მარცხენა მხარეს პატარა კიბე ადის მეორე სართულზე და აივანზე. მარჯვნივ არის პატარა აბაზანის კარი.
8 კვადრატულ მეტრში აივნისთვისაც კი მოიძებნა ადგილი. ეს გახლავთ შემინული კარი, რომელიც მთელ ბინას უზრუნველყოფს მზის შუქით.

ციცქნა აბაზანა იაპონური ბინათმშენებლობის ნამდვილი შედევრია. შუაში არის დიდი ნიჟარა, კუთხეში კი უნიტაზი, შხაპი და პადონი, წყალი პირდაპირ იატაკში ჩაედინება. სულ პატარ ადგილი გამოინახა ასევე პატარა კარადისთვის საყოფაცხოვრებო ქიმიის შესანახად. აივანზე მოწყობილია პატარა ბაღი, გარეთა მხრიდან კი მიმაგრებული აქვს ველოსიპედი.

რაც შეეხება საძინებელს, ეს გახლავთ ბინის გული, განთავსებული "მანსარდაში" . ჭერი აქ ძალიან დაბალია, მეტი არც სჭირდებათ, აქ ხომ მხოლოდ დასაძინებლად შედიან. ხის იატაკზე მოწყობილია ტატამი.

ეს ბინა იაპონიის არცთუ პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს და მისი ფასი თვეში 680 აშშ დოლარია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები