ხშირად ხდება, რომ სხვადასხვა თაობების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე, კომფორტული, იდეალური საცხოვრებელი ფართი. ვნახოთ, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაიყოს მათი აზრები?
10-20-კაციანი სუფრები, 12-24-კაციანი სერვიზები, ხშირი სტუმრიანობა თანამედროვე, ახალგაზრდა ადამიანებს უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ და არ ესმით. არადა, ჩვენი მშობლებისთვის ეს ყოველდღიური მოვლენა გახლდათ. ახალგაზრდებს ურჩევნიათ შეიძინონ მზა საკვები და სტუმრები დაპატიჟონ რესტორანში. სერვიზები და დიდი ზომის სუფრები სახლში აღარავის სჭირდება.
ამიტომ, თუ ახალგაზრდებისთვის სტუდიოს ტიპის ბინა, გაერთიანებული სასადილო და სამზ
არეულო მისაღებია, უფროს თაობას ეს ხშირად არ მოსწონს.
ახალგაზრდებისთვის სახლიდან მუშაობა ჩვეულ საქმიანობად იქცა, ამიტომ სახლის მოწყობისას სამუშაო ზონას აუცილებლად ითვალისწინებენ. ამ საკითხშიც შეიძლება უფროს თაობასთან აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნას.
ახალგაზრდა თაობას პატარა სახლში ცხოვრება მოსწონს, ეს იაფიც არის და კომფორტულიც, ჩვენი მშობლები კი მიჩვეულები არიან პრინციპს, რომ რაც დიდია სახლი, მით უკეთესია. მათ მოსწონდათ დიდი ოთახები გადატვირთული ავეჯით.
მნიშვნელოვნად განსხვავდება შეხედულებები ინტერიერის ფერთა გამასთან დაკავშირებითაც, წინა თაობისთვის მისაღები სადა და თეთრი ფერი თანამედროვე ინტერიერში შესაძლოა მოსაწყენად მოეჩვენოს ახალ თაობას, ისინი უარს არ ამბობენ მკვეთრ აქცენტებსა და ფერებზე.
არც ტექნოლოგიებზე უარის თქმას აპირებენ ახალგაზრდები, საშრობი და კონდიციონერი მათთვის ცხოვრების გამარტივების მეთოდია, ჩვენი ბებიებივით სარეცხს რადიატორზე აღარავინ აშრობს.
არაფერს ვამბობთ მდიდრულ და არაპრაქტიკულ ავეჯზე, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ფუნქცია შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონოდა. ახალგაზრდები უპირატესობას მარტივ და პრაქტიკულ ნივთებს ანიჭებენ, ასე ხომ ცხოვრება ბევრად კომფორტულია.
ეკოლოგიაზე ზრუნვაც დღეს არა მხოლოდ მოდურია, არამედ პრაქტიკულიც, თანამედროვე ინტერიერში ხშირად შეხვდებით უჩვეულო დეტალებით გაკეთებულ ნივთებს, მაგალითად ჯინსის ბალიშებს, ეს ლამაზიც არის, პრაქტიკულიც და ეკოლოგიურად სუფთაც.
აბა რომელი ჩვენგანის მშობლების ცხოვრება წარმოგიდგენიათ ტელევიზორის გარეშე? არადა, თანამედროვე ინტერიერში ტელევიზორს ხშირად საერთოდ ვერ ნახავთ. ეს ნორმალურია, ამის საჭიროება უბრალოდ, აღარ არსებობს.
და ბოლოს, გაგეცინებათ, მაგრამ ჩვენი ბებიები და დედებიც კი ბოლომდე მაინც არ ენდობიან თხევად საპონს, რომელიც ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივი მოხმარების საგანია, ის ბევრად კომფორტულია მოსახმარად, არ აშრობს ხელებს და ამბობენ, რომ უფრო ჰიგიენურიც არის, თუმცა, კაცია და გუნება, მიუჩვეველს ნუ მიჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო, ნათქვამია. ყველას ის მოგვწონს, რასაც მიჩვეულები ვართ.

კომენტარები