ერთი ჭიქა ყავის ფასად - ქალაქები, სადაც სახლებს კაპიკებად ყიდიან

თუ დიდი ხანია ოცნებობთ სახლის ყიდვაზე, თუმცა თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, იქნებ, ამ სტატიას გადახედოთ. თურმე არის ქალაქები მსოფლიოში, სადაც ჩალის ფასად იყიდება სახლები.

სამბუკა, იტალია

იტალიის იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ცოტა ადამიანია დასახლებული, სახლის ყიდვას სულ რაღაც 1 ევროდ სთავაზობენ ხალხს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სურს გაზარდოს ამ რაიონში მოსახლეობა და მიტოვებული სახლები ცარიელი არ იყოს. სახლები, რა თქმა უნდა, გასარემონტებელია, ამიტომ ხელისუფლება ავალდებულებს ახალ მეპატრონეებს, 3 წლის განმავლობაში სახლი მწყობრში ჩააყენონ. გარკვეული
თანხაც კი არსებობს, რომელიც ახალმა მეპატრონემ სახლს უნდა დაახარჯოს და ეს თანხა 15 000 ევროა.

რუბე, საფრანგეთი
რუბე საფრანგეთის ჩრდილოეთით, ბელიგიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქია. ადგილი ეკონომიურად სტაბილურია და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ვითარდება. ხელისუფლება ამ ადგილის ნელ-ნელა დასახლებასა და გალამაზებას გეგმავს. ისევე, როგორც სამბუკაში, სახლი აქაც 1 ევრო ღირს, თუმცა არსებობს ერთი პირობა, მყიდველმა აქ მინიმუმ 5 წელი უნდა იცხოვროს და სახლის გასარემონტებლად ფინანსური ხარჯები უნდა გაიღოს.

ტოკიო, იაპონია

ტოკიოს მოსახლეობა 13, 96 მლნ ადამიანია. თითქოს აქ ცარიელი სახლები არც კი უნდა არსებობდეს, თუმცა მაინც არსებობს და ეს გარკვეულ ცრურწმენას უკავშირდება - ითვლება, რომ თუ სახლში რაიმე უბედურება მოხდა, იქ ცხოვრება აღარ შეიძლება. ამ პრინციპს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა მისდევს და ხშირად ტოვებენ საცხოვრებელ სახლებს ამ მიზეზის გამო.
უცხოელებს კი მსგავსი ცრურწმენების არ სჯერათ, ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს იაპონიის დედაქალაქში დასახლებაზე და კაპიკებად ყიდულობს მსგავს სახლებს..

ოკუტამა, იაპონია
ცრურწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ სახლში, რომელშიც ესა თუ ის უბედური შემთხვევა მოხდა, აუცილებლად უნდა დატოვო, არა მხოლოდ ტოკიოშია აქტუალური, არამედ მთელ ქვეყანაში. ამიტომ დაცარიელებული უძრავი ქონება ოკუტამას დასახლებაშიც ძალიან ბევრია. არადა, ამ ქალაქში საოცარი ბუნება და სიმშვიდეა, რაც ტურისტებს ნამდვილად იზიდავს. ეს შენიშნა ხელისუფლებამაც და შემდეგ შეზღუდვები დააწესა - ცარიელ სახლში შესახლება შეუძლიათ ადამიანებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 43 წელს. სახლში მინიმუმ 22 წელი მაინც უნდა იცხოვროს ადამიანმა, მხოლოდ ამის შემდეგ გადავა უძრავი ქონება ახალი მეპატრონის ოფიციალურ საკუთრებაში.

ბუფალო, აშშ
ქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო პროგრამაა შეიმუშავა, რომელიც ამ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ გულისხმობს. მოთხოვნები იგივეა, სახლში მინიმუმ 3 წელი უნდა იცხოვროს ახალმა მეპატრონემ, ასევე ფული უნდა ჩადოს მის გარემონტებაში.

დეტროიტი, აშშ

ამ ქალაქში დაიბადა რეპერი ემინემი. იმ დროისთვის ეს ადგილი არ იყო ასეთი ცნობილი, იქ გამეფებული იყო კრიმინალი, უმუშევრობა და უფულობა.
ქალაქის მოსახლეობას ვერც კი წარმოედგინა, რომ მათი ქალაქი შესაძლოა გალამაზებულიყო და ტურისტებისთვის საინტერესო ყოფილიყო. ამიტომ ხელისუფლებამ აქ სახლების ძალიან იაფად გაყიდვა დაიყო, თუმცა გარდა უსახლკაროებისა იქ ცხოვრება არავის უნდოდა.
გარდა ამისა, იაფ სახლებს ადამიანებს სხვა შტატებშიც სთავაზობდნენ, სადაც ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა იყო ვიდრე დეტროიტში.

ლივერპული, დიდი ბრიტანეთი
სტატისტიკის მიხედვით, ლივერპულში ნახევარ წელიწადის განმავლობაში შესაძლოა 200 000 სახლი იყოს ცარიელი. უმუშევრობის პერიოდში, 70-იან, 80-იან და 90-იან წლებში საცხოვრებელი ადგილი ამ ქალაქში ბევრმა ადამიანმა დატოვა.
ხელისუფლება ფარ-ხმალს არ ყრის და ყველანაირად ცდილობს, რომ ქალაქის შემოგარენი ისევ დაასახლოს, ამიტომაც, აქ საცხოვრებელი სახლის ყიდვას 1 ევროდ არის შესაძლებელი, თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, წესები საკმაოდ მკაცრია: დაინტერესებული პირი უძრავ ქონებას პირველად უნდა ყიდულობდეს, უნდა იყოს ქვეყნის მოქალაქე და აუცილებლად უნდა გააკეთოს სახლში რემონტი.

კანდელა, იტალია
არის შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება აქეთ უხდის ფულს იმ ადამიანებს, ვინც თანხმობას განაცხადებს ამა თუ იმ ადგილას დასახლებაზე, მაგალითად, კანდელაში. ვინც ამ ადგილას დასახლდება, მას 2 000 ევროს გადაუხდიან. რატომ? იმისთვის, რომ ქალაქი საერთოდ არ დაცარიელდეს. იმისათვის, რომ მოქალაქემ ამ ადგილას დასახლებაში მიიღოს 2 000 ევრო, ის უნდა იყოს იტალიის მოქალაქე და მისი წლიური შემოსავალი არ უნდა იყოს 7,5 ათას ევროზე ნაკლები წელიწადში. არის კიდევ ერთი დეტალი, თუ ადამიანი საცხოვრებლად მარტო გადადის, ოჯახის გარეშე, მას 2 000 ევროს ნაცვლად 800 ევროს გადაუხდიან.

კომენტარები

ნია 2023-05-23 09:42
აშშ-ში ევროში რატომ ყიდიან, შეცვალეს ვალუტა?
თათა 2023-05-22 19:49
15 000€ რომ მქონდეს, რა მინდა უცხო ქვეყანაში, საქართველოში გავარემონტებ და ვიცხოვრებ ბარემ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები