მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე ვულკანურ ლანდშაფტებზე გაშენებული ვენახების შესახებ წერს და ფოტოებს გვიზიარებს:
"ვულკანურ ლანდშაფტზე გაშენებული ვენახები.
ეს საოცრება კუნძულ ლანცაროტეზე ხდება, რომელიც ვულკანური რელიეფით გამოირჩევა. ასეთ გარემოში ვაზის დანახვა გაოცებას იწვევს და ძალიან უცხოდ გამოიყურება. უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს ყოველდღიურად. აგემოვნებენ და ყიდულობენ აქაურ ღვინოს, რომელიც საშუალოდ 10-20 ევროს ფარგლებში ღირს".
ლანცაროტი კანარის კუნძულებზე მდებარე კუნძულია. მოსახლეობა - 141 938 ადამიანი. შვიდ მუნიციპალიტეტად არის დაყოფილი და კუნძულის დედაქალაქი არესიფეა.
კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს გენუელი ვაჭრის ლანსელოტ მალოცელოსგან, რომელმაც ეს კუნძული XIV საუკუნეში
მოინახულა. კუნძული ცნობილია ლანდშაფტებით, რომელიც აქ 1730-დან 1736 წლამდე ამოფრქვეულმა ვულკანებმა შექმნეს. აქ ცნობილი ვულკანური გამოქვაბულიც არის და ცნობილი ვენახებიც, რამაც სახელი გაუთქვა.
ლანცაროტზე 2000 ჰექტარი ვენახებია და ადგილობრივი მეღვინეები აწარმოებენ ღვინოებს, რომლებიც ხშირად იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებზე. კლიმატიც ისეთია, რომ ყურძნის კრება აქ ბევრად ადრე იწყება, ვიდრე ევროპის სხვა რეგიონებში - პირველი ღვინო კუნძულიდან ივლისის დასაწყისში იგზავნება.
რა თქმა უნდა, გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ვენახიც სხვანაირად არის გაშენებული. აქ მცენარეებს არ აქვთ საყრდენები, ვაზი მიწაზეა გართხმული, ყურძენი კი უშუალოდ ვულკანურ ნიადაგს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ აქ კლიმატი ძალიან კარგია, მუდმივად ქარი ქრის, რომელსაც ატლანტიკის ოკეანიდან ნესტი მოაქვს. ვაზი რომ დაიცვან ქარისგან, ამის გამო რგავენ ძალიან ღრმად და ასე იცავენ.