დღეს მისი მუზეუმიდან და შემოქმედებიდან მხოლოდ ერთი ნახატი დარჩა. მხატვრის მუზეუმი ხერსონის ოლქში მდებარეობდა, რომელიც რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაიტბორა და ახლა ადამიანების გადარჩენას ცდილობენ...
პოლინა რაიკო ცნობილი უკრაინული მხატვარი იყო, ნაივური მხატვრობის წარმომადგენელი. 1928 წელს ხერსონში დაბადებულმა პოლინამ მთელი ცხოვრება თავის ქალაქში გაატარა, სადც 69 წელს მოულოდნელად დაიწყო ხატვა - საკუთარი ეზოს ჭიშკრის მოხატვით. მას არ ჰქონია არავითარი განათლება, როგორც მხატვარს. რამდენიმე წელიწადში ათობით ნახატი შექმნა - სახლის კედლებზე, ღობეზე, ასევე ხატავ
და სასაფლაოების ქვებზე. ამბობენ, რომ მთელ თავის დანაზოგს საღებავებსა და ფუნჯებში ხარჯავდა.
მისი ნახატების სიუჟეტები ოჯახური ამბებია, ბიბლიური სიუჟეტები, ფანტასტიკური ცხოველები. მისი სახლი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად იქვა და 2004 წელს, როცა რაიკო 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, სახლმუზეუმად გადაკეთდა. ამ სახლში ფესტივალები ტარდებოდა და ფილმებს იღებდნენ, ტურისტებს მასპინძლობდნენ.
პოლინას საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა - მოესწრო ქალიშვილის, მეუღლის გარდაცვალებას, ვაჟი კი ციხეში იჯდა. ტრაგიკული ცხოვრების კომპენსირება იყო სწორედ მისი შემოქმედება.