ფენშუის ექსპერტების აზრით, მაგალითად, არ ღირს საკვების მომზადება ტელევიზორის ან რადიოს ხმის თანხლებით.
საკვების სიჩუმეში მომზადების, ასევე ფეხსაცმლის სახლში შესვლისთანავე გაწმენდის ჩვევა დაგეხმარება, რომ სახლში, ოჯახში ჰარმონიული, კეთილგანწყობილი ატმოსფერო შექმნათ.
ფენშუის ექსპერტები დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ სახლში არ შეიძლება იმ სამოსით ყოფნა, რომლითაც გარეთ ბრძანდებოდით. ამიტომ, სახლში დაბრუნების შემდეგ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გაიხადოთ ქურთუკი და გამოიცვალოთ ტანსაცმელი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საგარეო ქურთუკის საძინებელში შეტანა და საწოლზე დადება.
იგივე წესი ეხება ფეხსაცმელებს, არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ სახლში ფეხსაცმელებით. ასევე
კიდევ ერთი კარგი ჩვევაა სტუმრების მიღების შემდეგ სახლის დალაგება, თუნდაც მსუბუქად, რათა თავიდან მოიშოროთ თუნდაც შემთხვევითი ნეგატიური ენერგია.
ეცადეთ იატაკი სველი ტილოთი მოწმინდოთ და დარეცხოთ ჭურჭელი. ასევე არ დატოვოთ ასალაგებელი მაგიდა, - ამბობს ექსპერტი.
საერთოდ, ფენშუის მიხედვით, სახლი ხშირად უნდა დალაგდეს და მოწესრიგდეს. დაგროვილი ნაგავი მკვდარი ენერგიის წყაროა. ეს ენერგია ოჯახის წევრებს აზარმაცებს, უუნაროს ხდის და ხელს უშლის წარმატებების მიღწევაში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბაზანა, ყველაფერი, რაც უკავშირდება წყალს, ყოველთვის იყოს სუფთა და მოწესრიგებული, რომ თქვენი კეთილდღეობა წყალმა არ წაიღოს.