ამაღამ პლანეტების აღლუმია - 3 რჩევა ასტროლოგებისგან, როგორ გავუმკლავდეთ მის ზემოქმედებას

2023 წლის 16 ივნისის ღამეს და 17 ივნისის გამთენიისას იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა - პლანეტების აღლუმი. ხუთი პლანეტა, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და ურანი, ცაზე ერთ ხაზზე განლაგდებიან. მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტების მსგავს განლაგებას ბუნებრივი ანომალიები და კატაკლიზმებიც მოჰყვება. ეს მოვლენა ფიზიკურ გავლენასაც ახდენს ადამიანებზე - მწვავდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქრონიკული დაავადებები.
ასტროლოგების თქმით კი, ახლა, როცა ტყუპების სეზონი გააქტიურებულია, ამ მოვლენას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება - მთელი ზაფხულის განწყობაზე მოახდენს გავლენას - ასე ამბობენ ასტროლოგები. 

ასტროლოგების თქმით, ყოველ ჯერზე პლანეტების აღლუმი
განსაკუთრებული განწყობით მიმდინარეობს. თუ მარტში ის იყო უფრო რომანტიკული, ამჯერად ტოტალური რეფლექსიების დროა. ასტროლოგები გვაძლევენ სამ რჩევას, რომელთა მეშვეობითაც უნდა გავუმკლავდეთ პლანეტების აღლუმის ზემოქმედებას.

ასტროლოგების თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ამ ღამით, ცაში ავიხედოთ და დავფიქრდეთ იმაზე, რაც გვინდა, რომ შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაში. ეს იდეალური მომენტია, რომ სწორი პრიორიტეტები განაზღვროთ. სამ პრიორიტეტსაც გვთავაზობენ, რაზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება.

კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრა
მარსის ზეიმი, როგორც წესი, ნეგატიური ემოციების აღზევებას უწყობს ხელს. გვაღიზიანებს გარემოცვა, ჩვენ კი სხვებს ვაღიზიანებთ. ასტროლოგები გვირჩევენ, ყოველ მსგავს სიტუაციას ცივი გონებით შევხედოთ. ჩხუბის შედეგები შეიძლება გამოუსწორებელი იყოს. პლანეტების აღლუმის დროს ადამიანის ყველაზე სუსტი წერტილი ემოციებია. მზად უნდა იყოთ ყველანაირი კონფლიქტისთვის, რომ ლოგიკურად იმოქმედოთ და საკუთარ თავს არ ავნოთ. ყურადღება მიაქციეთ არგუმენტების ლოგიკურობას და მაქსიმალურად პრაგმატულები იყავით.

შფოთვა და ღელვა
ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება გრძნობდეს, თითქოს მისი ცხოვრება გაჩერდა. ეს ჩვენი ტვინის მოჩვენებითი ქცევაა. მოვიდა დრო, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და სამომავლო ნაბიჯები გადადგათ - წინააღმდეგ შემთხვევაში უტოპია შეიძლება გახანგრძლივდეს.
ახლა ბევრი გრძნობს თავს უსუსურად, სიტუაციის მძევლად. შეიძლება გეჩვენებათ, რომ მიეჩვიეთ მოვლენათა დინებას. თუმცა იფიქრეთ, ხართ კმაყოფილი ამ სიტუაციაში? განსაზღვრეთ სფერო, რომელიც მეტად გაღელვებთ, მიმართეთ ენერგიათ პრობლემების გადაჭრაზე და არა მშფოთვარე ფიქრებზე.

შინაგანი წინააღმდეგობების შეჯახება
ფინალურ თეზისად ასტროლოგები გამოყოფენ თვითჩაღრმავებას. ივნისის ამ შუალედში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ დროა ისწავლოთ ნეგატიური ფიქრების დროულად გამორთვა და არ მისცეთ მათ უფლება, ემოციურ ჩარჩოებში მოგაქციონ.
ბევრი ფიქრობს ამ დროს, რატომ მოიცალა ყველა უიღბლობამ და მარცხმა მისთვის. თუმცა ნეგატიურ გამოცდილებასაც აქვს პლუსები. ახლა მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება და ტკივილის გამოყენება იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დაინახოთ, თავი შეიცნოთ უკეთ და სრულყოთ. 


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები