ფესტივალი "ვარდების წვიმა" უკვე ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს აფერადებს გაზაფხულს. ბაღის დიზაინერი და მსახიობი ცირა ოქროპირიძე წლებია, ფესტივალს აწყობს სავარდეში, საგურამოში, რომელიც ნამდვილ წალკოტად აქცია. გაზაფხულის ბოლოს კი ეს წალკოტი უამრავ ადამიანს მასპინძლობს და წელსაც არ იყო გამონაკლისი.
წელს ფესტივალი “ვარდების წვიმა" ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ჩატარდა და ყველა ღონისძიებიდან შემოსული თანხები ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხა.
აღსანიშნავია ასევე ფესტივალში 72-ე სკოლის განსაკუთრებული მონაწილეობა - სკოლაში არსებულმა ორგანიზაციამ "ბავშვები ბავშვებისთვის", 526 ლარი მოაგროვა და გადაურიცხა ბერი ანდრიას ფონდს.
ფესტივალი 28 მაისს გაიხსნა საგურამოში, შესანიშნავი კონცერტით. 3 ივნისს პოეზიის საღამო იყო, 14 ივნისს - საოპერო მუსიკის საღამო. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად გასცდა მშობლიური ბაღის ფარგლებს და 18 ივნისს, ერთ-ერთი კომპანიის მხარდაჭერით, გრანდიოზულად დაიხურა გორში ჩატარებული შთამბეჭდავი კონცერტით. ყველა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
რასაკვირველია, ყველა ღონისძიება დასრულდა ულამაზესი ვარდების წვიმით და ბედნიერი ღიმილით. ასევე წელს პირველად აირჩიეს ვარდების ფერია 2023 - თამარ ალადაშვილი.