ვერ იძინებთ, დაიღალეთ აქეთ-იქით ტრიალით, ათასამდე დათვლით? მიმოიხედეთ, იქნებ უძილობას თქვენს საძინებელში არსებული ნივთები იწვევს?
ყვავილების თაიგული
რაც გინდა ლამაზი იყოს ყვავილების თაიგული, მის მიერ გამოცეული მკვეთრი არომატი აღიზიანებს ნერვულ სისტემას, რაც ხელს უშლის ადამიანს ძილში, ფენ შუის სწავლების თანახმად კი ახალდმოჭრილი ყვავილები ნეგატიურ ენერგიას ატარებს, რაც უარყოფითად აისახება ძილზე.
მექანიკური საათი
საათი შესაძლოა ძალიან კარგად ეწერებოდეს თქვენი საძინებლის დიზაინში, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მისი მექანიზმის ხმამ შესაძლოა ძილი დაგიფრთხოთ.
სარკე
სარკე საძინებელში არც ისე კარგი გადაწყვეტილება რომ არის, ცნობილი ფაქტია.
სამუშაო მაგიდა
სახლიდანაც რომ მუშაობდეთ და კატასტროფულად არ გქონდეთ სახლში ადგილი, მაქსიმალურად ეცადეთ, სამუშაო ზონა სხვაგან გადაიტანოთ. ერთი შეხედვით ეს სტრესს არ იწვევს მაგრამ, გვერწმუნეთ, დასვენებას და მოდუნებას ხელს ნამდვილად უშლის.
ჟალუზი
ჟალუზი კარგად გვიცავს მზის სინათლისგან თუმცა სრულ სიბნელეს, რომელის ასე აუცილებელია სრულყოფილი ძილისთვის, ვერ უზრუნველყოფს.
ვიზუალური ქაოსი
ნებისმიერი ზედმეტი ნივთი, მით უმეტეს, საწოლთან ახლოს, აუცილებლად გამოიწვევს თქვენს გაღიზიანებას და ხელს შეგიშლით დაძინებაში.
ტელევიზორი
ტელევიზორი, ისევე როგორც სარკე, ერთ-ერთი იმ ნივთთაგანია, რომელსაც არაფერი ესაქმება საძინებელში და რომელიც აუცილებლად შეგიშლით ხელს სრულყოფილად გამოძინებაში.
ცივი განათება
თუ საძინებელში თავს მყუდროდ ვერ გრძნობთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განათებას, ცივი განათება ნეტიურად აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე.
შინაური ცხოველები
ძილის დროს შინაურ ცხოველებს, იქნება ეს ძაღლი, კატა, ჩიტი, თევზი, ზაზუნა თუ სხვა რამ, საძინებელში არაფერი ესაქმება, გახსოვდეთ, რამე ამ სივრცეში მხოლოდ თქვენი ენერგეტიკა უნდა ტრიალებდეს.