ამ ქვეყნის უძრავი ქონების გარეგნული იერ-სახე, ექსტერიერი, მართლაც გაგაოცებთ.
საფრანგეთის, კერძოდ პარიზის მონახულება და ხშირ შემთხვევაში იქ ცხოვრებაც ბევრი ადამიანის ოცნებაა. მოდით ვნახოთ ფრანგული სახლების თავისებურებები.
ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ ფრანგების საცხოვრებელი სახლის მინიმალური ფართი 9 კვ.მ.-ია. ამ ფართის საცხოვრებელი სახლი საფრანგეთში უამრავია. ამიტომ, თუ პარიზში ცხოვრებაზე ოცნებობთ, თუმცა მცირეგაბარიტიანი სახლები არ გიზიდავთ, ეს ქალაქი სათქვენო ნამდვილად არ არის, თუმცა ამ ქვეყნის სხვა ქალაქები შეგიძლიათ განიხილოთ.
ფრანგებს უყვართ ყველაფერი ის, რაც ისტორიას უკავშირდება. ისინი საკუთარი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები არიან. მათ სახლებში
ძალიან ბევრ, ბებია-ბაბუების დროინდელ ძველებურ ნივთს შეხვდებით. ისინი ახერხებენ ჰარმონიულად მოარგონ რარიტეტული ნივთები თანამედროვე სტილს.
რაც შეეხება ინტერიერს, საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, სახლების უმეტესობა ღია, ძირითად თეთრ, ღია ვარდისფერ, ღია სტაფილოსფერ,ხორცისფერ ფერშია გაფორმებული. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ყველა ფერი ჩამქრალია, ბაცია. გამომდინარე იქიდან, რომ სახლებს ძირითადად დიდი ზომის ფანჯრები აქვს, აქ მზის სინათლე ყოველთვის უხვად შედის, რაც სივრცეს სინათლეს და სიმყუდროვეს სძენს.
ინტერიერში ჭარბობს დახვეწილი სილუეტი, ხის ნაკეთობები, თაბაშირი. ფრანგებს უყვართ ყველაფერი დახვეწილი და ელეგანტური.
მისაღები ან საძინებელი ოთახის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ბუხარია, ნამდვილი ან თუნდაც იმიტაცია. ბუხრის ნებისმიერი ვარიაცია სივრცეს დამატებით სიმყუდროვეს სძენს.
ასევე მისაღები ოთახის განუყოფელი ნაწილია ჟურნალის ან ყავის მაგიდა. საძინებელში ყავის მაგიდის ფუნქცია შესაძლოა რარიტეტულმა ტუმბომ ჩაანაცვლოს.
რაც შეეხება დეკორაციას, კედელზე სარკე ან რომელიმე მხატვრის შემოქმედება ფრანგულ ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. სარკეს არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს, ის მზის სინათლესაც ირეკლავს, რაც სივრცეს კიდევ უფრო ნათელს და ვიზუალურად ფართოს ხდის.
პანორამული ფანჯრები ფრანგული სახლისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდი ფანჯარა ბინას ნათელს ხდის და მზის სინათლით ავსებს.
ფრანგული ბინებში ვერსად ნახავთ ორ ან მრავალდონიან ჭერს, აქ მხოლოდ ფრანგული, გასაჭიმი ჭერი აქვთ სახლებში, ძირითადად ხორცისფერი.
აღმერთებენ ცოცხალ ყვავილებს და ქოთნის ყვავილები და მწვანე ფერი ინტერიერში თითქმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხის პარკეტი კი ფრანგული სახლების კლასიკაა. თუ ძველია, რესტავრაციას უკეთებენ, ცდილობენ აღადგინონ, ეს ფრანგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ ხალხისთვის ასევე დამახასიათებელია მისაღებში, სამზარეულოს მახლობლად თაღის გაკეთება, რომელიც თითქოს ახალ სამყაროში გასვლის შთაბეჭდილებას ტოვებს, ერთგვარი "ტრიუმფალური თაღი", ბევრი ფრანგის სახლში შეგხვდებათ. ეს თაღი ფრანგულ სახელს განსაკუთრებულ, განუმეორებელ პეწს მატებს. და ბოლოს ჭურჭელი, ფრანგულ სახლში ხომ ყველაფერი დახვეწილი და ლამაზი, ელეგანტური უნდა იყოს, მათ შორის ჭურჭელი, რარიტეტული ჭურჭელი კი ფრანგების სიამაყეა, რაც ძველია ნივთი, მით ძვირფასია მათთვის. ასეთ ჭურჭელს კი ფრანგულ სახლებში საპატიო ადგილი უკავია.