ყველაფერი ე.წ. ხრუშჩოვკის შესახებ - დეტალები, რომელიც ახლა უცნაურად გვეჩვენება

საბჭოთა კავშირის დროინდელი სახლები, მათი დაგეგმარება ახლა არ მოგვწონს და უჩვეულოდაც გვეჩვენება, თუმცა იყო დრო, როდესაც ასეთ სახლებზე ადამიანები ოცნებობდნენ. მაშინდელ ქვეყანაში სახლებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მოთხოვნა ბინებზე განსაკუთრებით გაიზარდა მე-2 მსოფლიო ომის დროს. ჰოდა, 1950-იან წლებში დაიწყეს მრავალბინიანი სახლების მშენებლობა, რომელსაც ხრუშჩოვის სახლებს ეძახდნენ. სახლები ხუთსართულიანი იყო, საცხოვრებელი ფართი კი საკმაოდ შეზღუდული - პატარა შესასვლელი, სულ პატარა სამზარეულო, დაბალი ჭერი და შედარებით მოზრდილი ოთახები.
კლასიკური საბჭოთა სახლი თოჯინას სახლს მოგაგონებდათ, თუმცა ადამიანები მაინც ბედნიერები იყვნენ, ასეთი სახლი თუ შეხვდებოდათ.
ასეთი სახლების გეგმის ბევრი დეტალი დღეს მართლაც რომ უცნაურად და შეიძლება ითქვას, რომ ველურადაც კი გვეჩვენება.


მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველა სახლში კარი შიგნით იღება. ეს სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნით კეთდებოდა და ამას მინიმუმ ორი მიზეზი-ახსნა ჰქონდა.


პირველი ის, რომ მაშინდელი სახლების სადარბაზოები, ისევე, როგორც სახლები იყო ძალიან პატარა, კარის გარეთ გაღების შემთხვევაში შესაძლოა წარმოქმნილიყო კონფლიქტი, ერთ მაცხოვრებელს უნდა დაეცადა, როდის დახურავდა კარგს მეორე. იმ დროს წესად ჰქონდათ ადამიანებს, რომ საკუთარი კომფორტი გაეღოთ მსხვერპლად სხვის საკეთილდღეოდ.

გარდა ამისა, ხანძრის შემთხვევაში კარის შიგნით შემტვრევა ბევრად მარტივი იყო, ვიდრე გარეთ გამომტვრევა.
და ბოლოს, იმასაც ამბობდნენ, რომ ასეთ კარს ქურდები უფრო რთულად აღებდნენ ძარცვის შემთხვევაში.

ასევე ბევრ დიასახლისს უქმნიდა დისკომფორტს ძალიან პატარა ზომის სამზარეულო, თუმცა ამბობდნენ, რომ შესაძლოა იმდროინდელ სახლებს სამზარეულო საერთოდაც არ ჰქონოდა, რადგან საბჭოთა ხალხი ძირითადად სასადილოებში იკვებებოდა, სასადილოში საკვები, როგორც წესი, იაფი და გემრიელი იყო. თუმცა სამზარეულოს გარეშე ცხოვრება მაშინაც და დღესაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი ნაგვის გადასაყრელი მილი ჰქონდა ძველ სახლებს, თითქოს მოსახერხებელი, ჩაყარე ისე, რომ სახლიდან გასვლაც კი არ გინდა, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, ამაზე არავინ ფიქრობდა. დროთა განმავლობაში მიხვდნენ, განიერ მილს ძალიან მარტივად მიჰყვებოდნენ ვირთხები და ტარაკნები და მათთან გამკლავება მერე ძალიან რთული იყო, ამიტომ ბევრი ოჯახი ასეთ ურნას ამოქოლავდა ხოლმე.

შესასვლელებში არსებობდა ე.წ. ანტრესოლები, სადაც ადამიანები ინახავდნენ ყველაფერს, არც აღარ სჭირდებოდათ ან იშვიათად სჭირდებოდათ, ნაძვის ხის სათამაშოები, ძველი გაზეთები, თავად ნაძვის ხეები და ა.შ.

ვენტილაციის სისტემაში არსებობდა ნიშები, სადაც ადამიანები პროდუქტს ინახავდნენ, რამეთუ მაცივარი იმ დროს ყველა ოჯახში როდი არსებობდა. იქ შედარებით სიგრილე იყოს და საჭმელიც შედარებით დიდხანს ინახებოდა.

ალბათ ყველას გახსოვთ ფანჯარა სველ წერტილში, რომელიც ძირითადად სამზარეულოში გადიოდა, ეს ფანჯარა იმისთვის კეთდებოდა, რომ ნესტიან აბაზანაში მზის სინათლე შესულიყო და ტუბერკულოზის ჩხირები არ გაჩენილიყო, გარდა ამისა, ასე ელექტროენერგიის დაზოგვა ხდებოდა.

კომენტარები

მარი 2023-08-17 13:15
დღემდე მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა, საბჭოთა კორპუსებში ვცხოვრობთ და ეს კორპუსები ბევრად ხარისხიანი და გამძლეა, ვიდრე ახალი კორპუსები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და მთელი ცხოვრება იხდი კრედიტს! მერე უკვირთ რატომ იყო საბჭოთა პერიოდში ადამიანი ბევრად ბედნიერი და კეთილი?!
nana 2023-07-27 16:58
ეხლაც ხრუშჩოვკაში ვცხოვრომ, დაშენების ხარჯზე მოგვიმატეს წინა ფადადიდან, ყველაზე გამძლე და აგურით ნაშენი კორპუსებია ესენი, ამის დასტური სპიტაკის მიწისძვრა იყო, მიწასთან გასწორდა ყველაფერი და მხოლოდ რუშჩოვკები იდგნენ გმირებივით. ვენაცვალე ჩემს ჯანმრთველ კოპწია ბინას,სადაც სულ სითბო და სიყვარულია.
გივი 2023-07-27 09:50
კრიტიკის მეტი არაფერი იცით ჟურნალისტებმა, ამდენ კრიტიკას ის დაგეწერათ, რომ ეს სახლები უფასოდ გადაეცემოდა ხალხს საცხოვრებლად, აბა ეხლა ვინ შედის ახალ დიდ სამზარეულოიან ბინებში
ნოდარი 2023-07-27 06:39
ამ სტატიამ ძალიან ბევრს აღუძრა "ტკბილი" მოგონება.
erasti 2023-07-26 14:36
აქ მარტო ბოლო ფოტოზე ვხედავ ხრუშჩოვკას, დანარჩენი 70წწ-ის ნაცოდვილარი კონვეიერია. კრუშშჩჩოვკების ქალაქგეგმარება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალური დონით, განსხვავებით 70-იანი წლების, ახლანდელზე სირცხვილია ლაპარაკი, ვერიდები არაეთიკურ სიტყვებს. გეგმარებაც მისწრაფებული იყო იმისკენ რომ ოთახების და სათავსების და ნიშნულება რაც შეიძლება ინდივიდუალური და და მიზნობრივი ყოფილიყო. ნაკლოვანება პატარა სამზარეულო და დაბალიჭერი. და ზიოგადად ხრუჩჩჩოვკება გაზარდა(უნდოდათ თუ არა მაშინდელ ხელუსუფლებას) ჩვენში ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა.

კომენტარის დამატება