პროდუქტები, რომლებსაც ადრე მხოლოდ საბჭოთა ელიტა მიირთმევდა, ჩვენ კი თავისუფლად ვყიდულობთ


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხალხს საათობით უწევდა რიგში დგომა, რომ დაკონსერვებული ანანასი ან ფინური ძეხვი შეეძინა, ზოგიერთი პროდუქტის შოვნა კი პრაქტიკულად შეუძლებელიც კი იყო. მუშათა კლასისთვის აღნიშნული პროდუქტი უბრალოდ, არ იშოვებოდა. რომელია ეს პროდუქტები, რომლებიც ჩვენი მშობლების თაობას ენატრებოდა, ჩვენ კი თავისუფლად ვყიდულობთ.

ყველი



ყველი ქვეყანაში ფორმალურად, რა თქმა უნდა, არსებობდა, თუმცა მას ხარისხიანს ნამდვილად ვერ უწოდებდი. იმ დროინდელი ყველი ძირითადად მდნარი სახით იყო წარმოდგენილი. ხარისხიანი, გემრიელი და სასარგებლო ყველი კი მხოლოდ მაღალჩინოსნებს ხვდებოდათ.

ტკბილეული


1980 წლიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ნამდვილად იჩინა თავი შოკოლადის დეფიციტმა. ქარხნები ძირითადად კანფეტების წარმოებაზე გადავიდა, ნამდვილი,
გემრიელი და ხარისხიანი შოკოლადი მართლაც ფუფუნების საგნად იქცა.

ზღვის პროდუქტები


მაღაზიის დახლებზე მხოლოდ კიბორჩხლის ჩხირების შეძენა იყოს შესაძლებელი, ქვეყანა მას აწარმოებდა, თუმცა საზღვარგარეთ რეალიზაციას ვერ ახერხებდა და იძულებული იყო თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიეყიდა, რაც შეეხება სხვა სახეობებს, თევზის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუ არადა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

ნახევარფაბრიკატები



დღესდღეობით გაყინული პროდუქტის ყიდვა არავის უკვირს, ძველად კი ამის შესაძლებლობა მხოლოდ ელიტას ჰქონდა, ერთადერთი, რისი ყიდვაც შეეძლოთ ჩვეულებრივ ადამიანებს, გაყინული კარტოფილი იყო.

ალკოჰოლი



ალკოჰოლი საბჭოთა კავშირში საკმაოდ მძიმე თემა გახლდათ, ღვინის კულტურა საერთოდ არ არსებობდა, ლუდის ხარშვის ტრადიცია კი რევოლუციის შემდეგ განადგურდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ალკოჰოლური სასმელების დამზადებაც დაიწყეს და მის ექსპორტსაც აწარმოებდნენ.

ხილი და ბოსტნეული


ვაშლის ზამთარში ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. არც მარწყვი იშოვებოდა.
ხილის და ბოსტნეულის საყიდლად ადამიანი დიდ რიგში უნდა დამდგარიყო და საუკეთესო შემთხვევაში, 2 კგ. თუ შეხვდებოდა. ელიტა კი შეკვეთოთ, კატალოგით ყიდულობდა ხალ-ახალ ხილს და ისიც სახლში მიტანით. ბანანი, კივი, ანანასი სისტემატურად მხოლოდ ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი.

კომენტარები

სოზანი 2023-08-18 09:03
საბჭოთა კავშირის დროს პროდუქტები ნამდვილად ნატურალური იყო
ყველა ფენის ადამიანს შეეძლო ეყიდა და მიერთმია
დღეს კი ნატურალ პროდუქტს მიირთმევს ნაძარცვი ფულით გამდიდრებული ადამიანები
საბჭოთა კავშირი კი ნამდვილად ხალხისთვის ზრუნავდა
გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა ძალიან კარგია მაგრამ უბრალო ადამიანებისთვის დადებითი არაფერია ყველაფერში ჩვენ ვიჭყლიტებით ისეთი ხალხია პრივილიგერებული რომლებსაც ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებია ყველა არასამთავრებო
ორგანიზაციები ქვეყანაში პრივილეგერებული არიან საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და ქვეყნის ღალატს ეწევიან
ასეა ბევრი პოლიტიკური პარტიები ქვეყანას ღალატობს და ღალატში უზარმაზარ სარგოს იღებენ
და ომის ვეტერანები რომლებიც სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ მიზერულ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან ანუ მათ ყურადღებას არავინ აქცევს
სოზანი 2023-08-18 08:48
საბჭოთა კავშირის დროს ყველა პროდუქტი ნატურალური იყო ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი
იყო დღეს კი ნატურალურ პროდუქტს ნამდვილად ერთეულები მიირთმევენ
მარი 2023-08-17 13:04
თქვენ შეიძლება ყიდულობთ, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ვერა!
დდ 2023-08-17 12:54
სამაგიეროდ ყველაფერი ნატურალური იყო მაგ ჩამოთვლილებიდან ეხლაც ელიტასააქვს ხარისხიანის ჭამის ფუფუნება ????
ბუბუ 2023-08-17 11:33
არ რო გამომდგარხართ ზოგიერთი და ნამუსს უწმინდავთ სსრკ ს,ჯერ ერთი მეც იქედან ვარ და მახსოვს ტოტალური დეფიციტი და ბოდავთ,მერე კიდევ სოფლის მაღაზიებში მაგ დროს შესულხართ?დაგავიწყდეთ ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად რას იყენებდნენ?კარგათ მახსოვს ადამიანების ჩივილი უხარისხო ძეხვზე,კარაქზე,ამძაღებულ ნაყინზე,შაქრიან მყრალ ღვინოზე,დამპალ ხილბოსტანზე,...რეებს ბოდავთ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები